ლეგენდარული ფრანგული დესერტის, კრემ–ბრიულეს 3 რეცეპტი

318

ადრე შაბათ–კვირას სახლთან ახლოს კაფეში წასვლა და კრემ–ბრიულეს შეკვეთა ჩვენი ოჯახის ტრადიცია იყო. საოცარი დესერტია. თითქოს რთული არაფერია, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მზადდებოდა. მეგობარმა რეცეპტი მომცა და ახლა მთელი ოჯახი შაბათს დილით ადრე დგება, რომ მომზადებაში დამეხმარონ. მგონი, ახალი ტრადიცია გვაქვს.

ამ ევროპულმა დესერტმა მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანის გული მოიგო. რატომ ვუწოდებ ევროპულს? თავად განსაჯეთ. ფრანგები დარწმუნებულნი არიან, რომ კრემ–ბრიულე გამოიგონა ფრანსუა მესიალომ, რომელიც ორლეანის ჰერცოგის სამზარეულოში მუშაობდა. ინგლისელები თვლიან, რომ დესერტი თრინითი კოლეჯის კედლებში დაიბადა. აი, ესპანელებს შედავება შეუძლიათ. მათი თქმით, ტკბილეული კატალონიაში მონაზვნებმა შემთხვევით გამოიგონეს. ვინ არის მართალი, თავად გადაწყვიტეთ.

1. კრემ–ბრიულეს უმარტივესი რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 650 მლ 33%–იანი ნაღები
  • 175 გ კვერცხის გული
  • 2 გ ლერწმის შაქარი
  • 14 გ ვანილის შაქარი
  • 90 გ შაქარი

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გულები, შაქარი და ლერწმის შაქარი ღია ფერის მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  2. ნაღები დაუმატეთ და ინგრედიენტები წყლის ორთქლზე 75 გრადუს ტემპერატურამდე შეათბეთ.
  3. დესერტი თეფშებზე დაასხით და 5 საათით მაცივარში შეინახეთ. სუფრაზე გატანის წინ ლერწმის შაქარი მოაყარეთ და სანთურით მოწვით.

2. კლასიკური კრემ–ბრიულე

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ შაქარი
  • 5 ს/კ 33%–იანი ნაღები
  • 4 კვერცხის გული
  • 20 გ ჟელატინი
  • 200 მლ წვრილი შაქარი

მომზადების წესი:

  1. შაქარი ქვაბში ჩაყარეთ და სუსტ ცეცხლზე ყავისფერ შეფერილობამდე შეათბეთ.
  2. კვერცხის გულები და წვრილი შაქარი აურიეთ. ნაღები და ყავისფერი შაქარი დაუმატეთ.
  3. დესერტს წინასწარ თბილ წყალში ჩალბობილი ჟელატინი დაუმატეთ.
  4. დესერტი პორციულ თეფშებზე გაანაწილეთ, პარკი დააფარეთ და რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ.

3. კრემ–ბრიულე მანდარინით

ინგრედიენტები:

  • 2 მანდარინი
  • 3 კვერცხის გული
  • 2 ჩ/კ ციტრუსის ლიქიორი
  • 50 მლ ცხიმიანი რძე
  • ვანილი გემოვნებით
  • 140 მლ 33%–იანი ნაღები
  • 50 გ შაქარი
  • 1 კვერცხი

მომზადების წესი:

  1. მანდარინის ნაჭრები წვრილად დაჭერით და ლიქიორი მოასხით.
  2. კვერცხის გულები და 25 გ შაქარი გათეთრებამდე ათქვიფეთ.
  3. რძე, ნაღები და ვანილი აურიეთ. ინგრედიენტები ადუღებამდე მიიყვანეთ, კვერცხის მასას დაუმატეთ და კიდევ ცოტა ხნით ხარშეთ, მუდმივად აურიეთ.
  4. ამის შემდეგ ნაღები–კვერცხის მასა წყლის ორთქლზე 20 წუთით გასქელებამდე გააცხელეთ.
  5. მიღებული კრემი მანდარინს მოასხით და მაცივარში მინიმუმ 2 საათით გააჩერეთ.
  6. სუფრაზე გატანის წინ დესერტს დარჩენილი შაქარი მოაყარეთ და მოწვით.

როგორც ხედავთ, კრემ–ბრიულეს რეცეპტებში რთული არაფერია. როცა ხელს საკმარისად გაიწაფავთ, რომ ექსპერიმენტები ჩაატაროთ, ლეგენდარული დესერტის მომზადება სხვა შიგთავსით სცადეთ. გამოგადგებათ შავი მოცხარი, ქაცვი, ჟოლო, მანგო, შოკოლადი, ლურჯი მოცვი და ყველაფერი, რასაც მოხარშულ კრემთან კომბინაციისთვის წარმატებულად ჩათვლით. გემრიელად მიირთვით.