2023 წლის მოდური ვარცხნილობები, რომელზეც ყველა მოდის მიმდევარი გაგიჟდება

1837

მოდა სწრაფად იცვლება. უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ, რომ გუშინდელი მოდური ვარცხნილობა დღეს უკვე აქტუალური არაა. მომავალი წელი ახლოვდება, ანუ ტრენდების გადახედვის დროა. Vivien გიამბობთ, რომელი ვარცხნილობები მოძველდა და რომელი იქნება მოდური 2023 წელს. ნახეთ, როგორ შეგიძლიათ შეიცვალოთ იმიჯი მომავალი წლისთვის.

2023 წლის მოდური ვარცხნილობები – შევარჩიეთ 5 ერთ დროს პოპულარული ვარცხნილობა, რომლის დროც წარსულში დარჩა. უფრო აქტუალური ვარიანტებით ჩაანაცვლეთ. ნახეთ, რა არის საინტერესო მომავალი წლის ტრენდებში.

  • მოგრძო კარე – ზედიზედ რამდენიმე სეზონი ძალიან მოდურად ითვლებოდა, მაგრამ ახლა მოძველდა. ზედმეტად მკვეთრი ხაზი ელეგანტურად აღარ გამოიყურება. მისი ალტერნატივაა კარე წინამოს გარეშე. ის შეიძლება იყოს კლასიკური ერთ სიგრძეზე ან მრავალფენიანი. 2023 წლის მოდური ვარცხნილობების მთავარი მახასიათებელი სიმსუბუქე და დაუდევრობაა. სწორედ ამიტომ, ასეთი კარე იდეალურია.
  • ძველმოდური ფორმები – ყველა ეს აჩეხილი ან ძალიან მოცულობითი ვარცხნილობა მოძველებულია, მაგრამ ზოგიერთი დღემდე იკეთებს. თუ მოკლე ვარცხნილობა მოგწონთ, ამ სეზონის ტრენდებს გადახედეთ. ბიქსი მომავალი სეზონის ყველაზე განხილვადი ვარცხნილობაა. ესაა ბობის და პიქსის ნარევი. იდეალური ვარიანტია, თუ ამ ორიდან არჩევანის გაკეთება გიჭირთ. ვარცხნილობას ბობის რბილი ფორმა და პიქსივით მრავალი ფენა აქვს. ნებისმიერ სტილს ერგება.
  • ქიმიური დახვევა – ახლა მოდაშია ბუნებრიობა. ქიმიური დახვევა ამ გაგებისგან შორსაა. პატარა კულულების ნაცვლად ყურადღება დიდ და მოცულობით კულულებს მიაქციეთ. ფაფუკი კულულები პოპულარობის პიკზეა. თუ გრძელი თმა გაქვთ, მაგრამ ყოველდღე თმის დახვევა არ გსურთ, სხვა ვარიანტს გთავაზობთ. მაგალითად, ამ სეზონზე ვარცხნილობა კასკადი წარმოუდგენლად მოდურია. მოცულობას ბუნებრივად შეგმატებთ. კულულები საჭირო არაა. მრავალფენიანი ვარცხნილობა 2023 წლის ტრენდია.
  • გლუვი ბობი – ვიქტორია ბექჰემის წყალობით ზედმეტად იდეალური ბობი მოდაში შემოვიდა. მაშინ ფურორი მოახდინა, ბევრი ცნობილი ადამიანი თმას ასე იჭრიდა. ახლა სწორი გეომეტრიული ხაზები მოდაში აღარაა. მომავალ წელს ბობი მოდურ ტრენდებში პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა უმჯობესია უფრო მსუბუქი და ტექსტურირებული ვარიანტი შეარჩიოთ. სიტყვაზე, ბობი წინამოთი მოდაში ბრუნდება.
  • წინამო – წინამოსთან სიფრთხილე გმართებთ. შესაფერისი ვარიანტი უნდა შეარჩიოთ. სქელი და გრძელი წინამო ნამდვილად არ უნდა შეარჩიოთ, ეს მოძველებულია. თუმცა ვარცხნილობები წინამოთი აქტუალობას არ კარგავს. 2023 წელს მოდაში იქნება ასიმეტრიული, გრძელი და იშვიათი სწორი წინამო წარბების ქვემოთ. აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც პირადად თქვენ შეგეფერებათ.

იმის მიუხედავად, რომ მოძველებულ ტრენდებში ნაცნობი ვარცხნილობები აღმოჩნდა, 2023 წლის მოდური ვარცხნილობები მაინც გვახარებს. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი მოდის მიმდევარი მისთვის შესაფერისს იპოვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს