ვიზუალური ტესტი, რომელიც თქვენი ხასიათის სიმტკიცეზე ყველაფერს გეტყვით

2221

ცხოვრებაში ყველა ადამიანს რთული პერიოდის გავლა უწევს, თუმცა ყველა განსხვავებულად უმკლავდება. ყველაფერი ხასიათის სიმტკიცეზეა დამოკიდებული. ის ბედის დარტყმების გაძლებასა და ისევ ფეხზე დადგომაში გვეხმარება. აღმოჩნდა, რომ არსებობს მეთოდი იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად უმკლავდებით გამოწვევებს. Vivien გთავაზობთ მარტივ ვიზუალურ ტესტს, რომელიც საკუთარ თავში ჩახედვაში დაგეხმარებათ.

ხასიათის სიმტკიცე – ტესტი მარტივია. რამდენიმე წუთი გამოყავით და კონცენტრირდით. ნახატს დააკვირდით და მასზე ყველა სახე დაითვალეთ. ყურადღებით დააკვირდით, მაგრამ ზედმეტი გულმოდგინეობა საჭირო არაა. ასე ტესტი აზრს დაკარგავს. ერთი წუთი საკმარისია. ამის შემდეგ ტესტის შედეგებს გაეცანით.

ტესტის პასუხები

  • თუ 1–დან 3–მდე სახე იპოვეთ, თქვენი შეუპოვრობა ძალიან დაბალია. ცოტა მოუთმენელი ხართ. ემოციებზე აყოლა გახასიათებთ. პატარა წვრილმანი საკმარისია, რომ გაბრაზდეთ და შფოთვის მაქსიმუმს მიაღწიოთ. დიდი სირთულეები ფეხქვეშ მიწას გაცლით. არ ინერვიულოთ. ყველაფერს გაუმკლავდებით. როცა რაღაც ხდება, დამშვიდება სცადეთ, სიტუაცია გაანალიზეთ და შემდეგ იმოქმედეთ. გახსოვდეთ: არაფერია ცუდი იმაში, რომ დახმარება ითხოვოთ.
  • იპოვეთ 4-დან 6-მდე სახე? გილოცავთ, მაღალი სიმტკიცით გამოირჩევით. სხვადასხვა სირთულეს შეგიძლიათ გაუმკლავდეთ, რადგან საოცარ მოთმინებას ფლობთ. არ ნებდებით და პირველივე სირთულეზე უკან არ იხევთ. შიში და ორჭოფობა თქვენც გახასიათებთ, მაგრამ ძალის მოკრებას და გზის გაგრძელებას ახერხებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მაინც ცოცხალი ადამიანი ხართ. აუცილებელი არაა, რომ ყოველთვის ყველაფერს გაუმკლავდეთ. როცა გიჭირთ, ახლობელს უნდა დაელაპარაკოთ, პასუხისმგებლობის ტვირთი გაუზიაროთ. ყველას გვჭირდება მხარდაჭერა.
  • თუ ჯერ კიდევ აქ ხართ, მაშინვე სურათზე 7-ვე სახის პოვნა მოახერხეთ. თქვენით გაოცებული ვართ. ყველა უბედურებასთან დაპირისპირება შეგიძლიათ. სირთულეებს პირისპირ ხვდებით, შიშს არ განიცდით. თქვენი ინტელექტი, შეუპოვრობა და ანალიტიკური უნარი სირთულეების დაძლევაში გეხმარებათ. არა მხოლოდ იცით, როგორ გადალახოთ რთული დრო, არამედ მისგან სარგებლის მიღება შეგიძლიათ. წარმოუდგენელი სიმტკიცეა!

ახლა, როცა ვიზუალური ტესტის შედეგები ნახეთ, ალბათ, გაინტერესებთ, სად იყო დამალული ყველა ეს სახე.