2023 წლის სახუმარო ჰოროსკოპი. რა ელოდება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს

397

ახალი წლის მოლოდინში გვსურს გავიგოთ, რა გველოდება მომავალ წელს. ვიღაცას სიმდიდრე ელოდება, სხვები თავით ახალ ურთიერთობაში გადაეშვებიან. მოდით, მომავალს პოზიტიურად შევხედოთ. განწყობის ასამაღლებლად Vivien 2023 წლის სახუმარო ჰოროსკოპს გთავაზობთ.

2023 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი – 2023 წელი კარგი დროა, რომ თქვენი მთავარი ნაკლი, სიჯიუტე მოიშოროთ. რქების დამალვა მოგიწევთ, რომ ნამდვილად არ გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობაა. მეორე ნახევარს სათანადო ყურადღება დაუთმეთ, რომ ვიღაც ლომში ან მერწყულში არ გაგცვალოთ.

კურო – წელს კურდღელს ყურები შეიძლება დააცქვეტინოთ სიმსუბუქის და იუმორის გრძნობის ნაკლებობის გამო. ამ ზოდიაქოს ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი საქმეში ზედმეტად მოუქნელია. კუროს კურდღლის განსაკუთრებული კეთილგანწყობა არ სჭირდება. მას შეუძლია მოდუნდეს და სიამოვნებით დააკვირდეს, როგორ იზრდება მისი დეპოზიტი ბანკში, გასული წლის შრომის ნაყოფი.

ტყუპები – აღიარეთ, რით დაიმსახურეთ კურდღლის ასეთი კეთილგანწყობა? მოსყიდვით, მლიქვნელობით თუ შანტაჟით? უცნობია, რა არის ტყუპების საიდუმლო, მაგრამ 2023 წელს ბევრი ბედნიერი მომენტი ელოდება. მთავარია,აირჩიოთ, რომელი სახით მიმართავთ წლის მფარველს. ტყუპებს ხომ ორი სახე აქვს. შექმენით და კრეატივში არ შეიზღუდოთ. ეს წარმატებას მოგიტანთ.

კირჩხიბი – გასულ წელს დაუღალავად მუშაობდით. იქნებ დასვენების დროა? კურდღელი მოკრძალებულ კირჩხიბს ნიჟარიდან გამოსვლას და ცხოვრების შეცვლას აიძულებს. არანაირი საღამო დივანზე ტელევიზორის წინ. 2023 წელმა უფრო საინტერესო რამ მოგიმზადათ.

ლომი – თავი მაღლა ასწიეთ და ფაფარი გააქანეთ. წელს ნამდვილ მეფესავით ტახტზე დაჯდებით. კვარცხლბეკზე ყველა სიკეთეს თავად შავი კურდღელი მოგიტანთ. წარმატება თქვენს მხარესაა, მაგრამ არ მოდუნდეთ: წლის მფარველს ზარმაცები არ უყვარს.

ქალწული – კურდღელს ქალწულთან მეგობრული ურთიერთობა ექნება. ამ ნიშნის პედანტურობა დიდად არ მოსწონს, მაგრამ პოზიტიური თვისებები გაიმარჯვებს. შავი კურდღელი აქცენტს გააკეთებს თქვენს შრომისმოყვარეობაზე, ხოლო ჯილდო არ დააყოვნებს. საფულე ფართოდ დაიჭირეთ.

სასწორი – თქვენთვის წლის დასაწყისი ათვლის ახალი წერტილი გახდება. ამ პერიოდში საკუთარი თავის გამოვლენა და ტონის შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეჭვები მოიშორეთ, თქვენი შინაგანი თასები დააბალანსეთ. შავ კურდღელს შეუპოვრობა მოსწონს.

მორიელი – ნესტარი დაივიწყეთ. წელს არ დაგჭირდებათ. მორიელს პოზიტიური და იღბლიანი პერიოდი, ბევრი მოგება ელოდება. ამ ყველაფერს ერთი პირობით მიიღებთ. ყველას ჩხვლეტა და შხამის გავრცელება შეწყვიტეთ. წელს უფრო კეთილი გახდით, ფუმფულა მფარველისგან მაგალითი აიღეთ.

მშვილდოსანი – წელს მშვილდოსანი კუპოდონად გადაიქცევა. ისრებს აქეთ–იქით ისვრის, გულუბრყვილო თაყვანისმცემლებს დაჭრის. სწორედ ამიტომ, წელს ბევრ სიყვარულს მიიღებთ. ოღონდ პაემნებზე სიარული და საჩუქრების მიღება მოასწარით.

თხის რქა – კურდღელი ამბიციურ ხალხს აფასებს, მაგრამ თქვენი ამბიციები უსაზღვროა. ვის უყვარს, როცა ჭკუას ასწავლიან? ალბათ, მოხალისეები არ გამოჩნდებიან, ამიტომ თხის რქა თავისი არასასურველი რჩევებით მარტო შეიძლება დარჩეს. შავი კურდღელი ჭკუას გასწავლით. თუ როგორ, დრო გვიჩვენებს.

მერწყული – დროა მიწაზე დაეშვათ. ღრუბლებში ფრენა და რომანტიკულ ბურუსში გახვევა კმარა. საქმესაც უნდა მიხედოთ. 2023 წელი სიმდიდრეს მოგიტანთ. ამ ნიშნის წარმომადგენელი მიხვდება, რომ მატერიალურ სამყაროში ყოფნა არც ისე ცუდია.

თევზები – ზვიგენების ოკეანეში პატარა თევზად ყოფნა შეწყვიტეთ. დროა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე თქვენი თავი გამოავლინოთ. წელს თევზები ვაბანკზე წავა: ან ნამდვილი პირანია გახდება ან მეთევზე დაიჭერს. ყველაფერი აქტიურ მოქმედებაზე დამოკიდებულია.

ეს მხოლოდ 2023 წლის სახუმარო ჰოროსკოპია, მაგრამ სიმართლის მარცვალი მაინც არის. ყველაფერს ცოტა იუმორის თვალით შეხედეთ. წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ.