დასახელდა მხოლოდ 6 ბოსტნეული, რომელიც ზედმეტ წონას ებრძვის

421

ყველას სურს, რომ დღესასწაულზე ლამაზად და მოხდენილად გამოიყურებოდეს. ცხოვრების თანამედროვე რიტმი კვების და სხეულის ფორმების გაკონტროლების საშუალებას ყოველთვის არ გვაძლევს. სწრაფი კვების პროდუქტებით წახემსების და გვიან ვახშმობის მოყვარულები მნიშვნელოვანი მოვლენის წინ დიეტურ კვებაზე გადადიან. თუ დრო არ გაქვთ, ხოლო წვეულება ახლოვდება, წონის დასაკლებად ბოსტნეულს მიმართეთ.

ასეთი მხოლოდ ექვსია და მთელი წელი ხელმისაწვდომია. ერთკვირიანი ბოსტნეულის რაციონი ორგანიზმს გაწმენდს და სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებს. ბოსტნეულში ქოლესტერინი და ცხიმი თითქმის არაა, ხოლო უჯრედისი – ბევრი. უჯრედისი ნაწლავების მუშაობას აწესრიგებს, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და გახდომას ხელს უწყობს.

ბოსტნეული გასახდომად: 6 ყველაზე ეფექტური

  1. ჭარხალი – ეს ბოსტნეული ვახშამზე მიირთვით, რომ დიდი ხნით დანაყრდეთ. მასში ბევრი სასარგებლო უჯრედისი და ანტიოქსიდანტია. ჭარხალი წნევას ამცირებს, ღვიძლზე დადებითად მოქმედებს, ორგანიზმიდან ზედმეტ წყალს გამოდევნის. მოხარშული, გამომცხვარი ან უმი სახით მიირთვით. ჭარხალს მცენარეული ზეთი მოასხით, რომ ორგანიზმმა ცხიმში ხსნადი ვიტამინები აითვისოს.
  2. სტაფილო – ჭარხლისგან განსხვავებით სტაფილო დღის პირველ ნახევარში უნდა მიირთვათ. ზეთით შეკაზმეთ. სტაფილო მდიდარია უჯრედისით და A ვიტამინით, რომელიც კანის ელასტიურობას აუმჯობესებს. თუ დაბალი ჰემოგლობინი გაქვთ, სტაფილო რაციონში ჩართეთ.
  3. კომბოსტო – არა მხოლოდ თეთრი კომბოსტო, არამედ ბროკოლი, ბრიუსელის, ყვავილოვანი და ჩინური კომბოსტო სასარგებლოა. თითოეული სახეობა შეიცავს ბევრ ვიტამინს, მაგრამ მათი მთავარი უპირატესობა მინერალებია. კალიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა, ფოსფორი: ეს ყველაფერი როგორც ახალ, ასევე დამწნილებულ კომბოსტოში ინახება. საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად კიმჩი ან კომბოსტოს მწნილი მოამზადეთ.
  4. ისპანახი – დიეტოლოგების თქმით, ისპანახი მუცლის ცხიმს ამცირებს. ის დაბალკალორიულია, თან ფოლიუმის მჟავას, A, B, C და K ვიტამინებს შეიცავს. მწვანე ფოთლები შესანიშნავი წასახემსებელია. სალათის და ტორტის საფუძვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტორტი გახდომაში ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ ზურმუხტისფერი ფერით გაგაოცებთ. თუ უმი ისპანახი არ გიყვართ, უცხიმო ნაღების ბაზაზე სოუსი მოამზადეთ. მოხარშულ ქათმის ფილესთან ერთად მიირთვით.
  5. ბულგარული წიწაკა – წვნიანი ბულგარული წიწაკა შიმშილის გრძნობას კლავს. რამდენიმე ნაჭერი საკმარისია, რომ სადილსა და ვახშამს ჭამაზე ფიქრის გარეშე დაელოდოთ. წითელი წიწაკა შეიცავს ბევრ უჯრედისს, ასევე კაპსაუცინს, რომელიც წონის შემცირებას ხელს უწყობს.
  6. ნიახური – კიდევ ერთი ბოსტნეული, რომელიც კარგად გაჯერებულია. ნიახური ორგანიზმიდან ზედმეტ წყალს გამოდევნის, კუჭის წვენის გამოყოფას აწესრიგებს, მუცლის შებერილობას ამცირებს. თუ ნიახურის ღეროს გემო არ მოგწონთ, მისი თესლით ან ფესვით ჩაანაცვლეთ. ბოსტნეულის თითოეული ნაწილი სასარგებლო და ნოყიერია. ნიახური დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ღამეც შეგიძლიათ მიირთვათ.

ბოსტნეული, რომელიც გახდომას ხელს უწყობს, დიეტის დროს რაციონში უნდა ჭარბობდეს. ისინი უცხიმო მოხარშულ ან გამომცხვარ ხორცს, თევზს, მსუბუქ წვნიანს, ცოტა ყველს და კაკალს შეგიძლიათ შეურიოთ. კვების სპეციალისტები ერთხმად ამბობენ, რომ ბოსტნეული თქვენი თეფშის ნახევარს უნდა იკავებდეს. მათი მოსმენა ღირს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს