მაკარონის მომზადების საიდუმლო. იმდენად გემრიელი გამოდის, რომ იტალიელებიც შეგაქებენ

678

ერთი საქმეა, როცა მაკარონს ხორცის გუფთებით სავახშმოდ ამზადებთ, მეორე – დახვეწილი იტალიური პასტის სუფრაზე გატანა. ორივე კერძისთვის ერთი და იგივე ინგრედიენტები გამოიყენება, მაგრამ გემო და გაფორმება განსხვავებულია. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ მაკარონი გემრიელად, რომ სადღესასწაულო სუფრაზე გატანის არ შეგრცხვეთ.

როგორ მოვამზადოთ მაკარონი გემრიელად – ერთი შეხედვით, მაკარონის მომზადებაში რთული არაფერია. მდუღარე წყალს დაუმატეთ და მოხარშეთ. ასეთი მარტივი კერძის მომზადებასაც ბევრი ნიუანსი აქვს. შეფმზარეულებს იდეალური პასტის მომზადების საკუთარი საიდუმლო აქვთ. ისინი მაკარონის ქვაბს დამატებით ინგრედიენტს უმატებენ. ყველაფერი მარტივია: როგორც კი წყალი ადუღდება, ქვაბში მაკარონის დამატება არ იჩქაროთ. ჯერ 1 ს/კ ზეთი ჩაასხით. იდეალურია, თუ ზეითუნის ზეთს გამოიყენებთ, თუმცა მზესუმზირის ზეთიც გამოგადგებათ. შემდეგ მაკარონი შეგიძლიათ დაუმატოთ. ზეთი წყალში არ იხსნება, არამედ ზედაპირზე ერთგვარ ფირს ქმნის. მაკარონი ქვაბში მოხვედრისას ზეთის ფენას გადის და თითოეული მისით იფარება. ასე პასტა ერთმანეთს არ ეწებება და ქვაბის ძირს არ ეკვრის. თან ხრიკი გემოზეც დადებითად აისახება.

იდეალური პასტის საიდუმლოებები – კიდევ რამდენიმე საიდუმლოს გიზიარებთ. გირჩევთ, წყალი, რომელშიც მაკარონი მოხარშეთ, არ გადაასხათ. ეს წყალი სახამებელს შეიცავს. სოუსის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ ძალიან სქელი გამოვიდა, უბრალოდ სახამებლიანი წყლით გააზავეთ. კერძის გემო სოუსზეც დამოკიდებული. იტალიელები მოხარშულ პასტას ალ დენტემდე ამზადებენ (არ უნდა გადახარშოთ), შემდეგ მაშინვე ცხელ სოუსში ტაფაზე გზავნიან. ქურის ჩართვის გარეშე ცხელ ტაფაზე კერძის მომზადებას 2-3 წუთი აგრძელებენ. ასე მაკარონი სოუსის არომატს და გემოს იწოვს.

ყველი ბოლოს უნდა დაუმატოთ. ყველის დამატება არ ღირს, სანამ პასტა ჯერ კიდევ ქურაზეა. ცხელი ტემპერატურა ყველს ადნობს და კერძის გარეგნობას მხოლოდ აუშნოებს. წესების მიხედვით, პასტა ქურიდან უნდა გადმოდგათ და 20 წამით გააჩეროთ, რომ ოდნავ შეგრილდეს. ყველი მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე ხავერდოვანი დარჩება და ცხელი მაკარონის გავლენით არ გადნება.

და ბოლოს, პასტის წინასწარ მომზადება არ ღირს. ქურიდან ახალგადმოღებული ცხელი კერძი ყველაზე გემრიელია. პასტა სოუსთან ერთად შეგიძლიათ მოამზადოთ, რადგან ეს მთელი კერძია. ახლა იცით, როგორ მოამზადოთ მაკარონი გემრიელად, რომ იტალიელების შექება დაიმსახუროთ. ასეთი კერძი ყოველდღიურ ან სადღესასწაულო სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.