მარტივი სადღესასწაულო რეცეპტები. რა მოვამზადოთ ახალი წლის ღამეს

253

გსურთ საახალწლოდ გემრიელი კერძების მომზადება, მაგრამ არ გინდათ ღუმელის გამოყენება? გემრიელ სალათებსა და წასახემსებლებზე უარი არ თქვათ. Vivien გიამბობთ, რა მოამზადოთ საახალწლოდ მარტივად.

სტაფილო კორეულად – წყლის შავი კურდღელი, 2023 წლის სიმბოლო, სუფრაზე სალათებს და წასახემსებლებს მიესალმება. სტაფილოს და კომბოსტოს კერძები განსაკუთრებით მოეწონება. როგორც ჩანს, კურდღლის გულის მოგება ადვილია. სტაფილოს სალათის მომზადებით დავიწყოთ.

ინგრედიენტები:

  • 750 გ გასუფთავებული სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 5 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ ცხარე წითელი წიწაკა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 75 მლ რაფინირებული მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ ქინძი
  • 1,5-2 ჩ/კ შაქარი
  • 1 ს/კ 6%–იანი ძმარი

მომზადების წესი:

  1. სტაფილო გარეცხეთ და გათალეთ. ბოსტნეული სპეციალურ სახეხზე გახეხეთ.
  2. გახეხილ სტაფილოს მარილი და შაქარი დაუმატეთ. შაქრის რაოდენობა ბოსტნეულის სიტკბოს მიხედვით დაარეგულირეთ. აურიეთ, 10 წუთით გააჩერეთ, რომ სტაფილო გაიჟღინთოს და წვენი გამოუვიდეს. სითხე არ გადაასხათ. მასთან ერთად მარინადი უფრო წვნიანი გამოვა.
  3. ხახვი დაჭერით. 75 მლ ზეთი ტაფაზე გააცხელეთ და ხახვი მასში შეწვით. ხახვი არომატისთვის გვჭირდება.
  4. ქინძის მარცვლები დაფქვით. სტაფილოს წითელ წიწაკასთან ერთად დაუმატეთ. სალათს მოასხით ზეთი, რომელშიც ხახვი შეწვით. თავად ხახვის დამატება საჭირო არაა.
  5. სალათს 5 კბილი დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ. ბოლო ინგრედიენტი 6%–იანი ძმარია. ღვინის ან ვაშლის ძმარი გამოიყენეთ. აურიეთ. თავსახური დაახურეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ, რომ სტაფილო გაიჟღინთოს.

ბერძნული სალათი – ბერძნული სალათის ოლივიეს შესანიშნავი ალტერნატივაა. ის უფრო სასარგებლოა და ფორმებს არ აზიანებს. არაფრის მოხარშვა მოგიწევთ, რაც მომზადებაზე დროს რამდენჯერმე შეამცირებს.

ინგრედიენტები:

  • 1 კიტრი
  • 10 ჩერის პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 0,5 წითელი ხახვი
  • 10 ზეთისხილი
  • 100-150 გ ყველი ფეტა
  • სალათის ფურცლები

საკაზმის ინგრედიენტები:

  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ თავშავა
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 0,5 ჩ/კ შავი პილპილი
  • 1 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

  1. ახალი კიტრი დიდ კუბებად დაჭერით და სასალათეში გადაიტანეთ. შუაზე გაჭრილი პომიდვრები დაუმატეთ. ბულგარული წიწაკა კუბებად დააქუცმაცეთ.. ორი ფერის წიწაკა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე სალათის ფერს გაამრავალფეროვნებთ.
  2. ხახვი თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით. ბოსტნეულს დაუმატეთ და აურიეთ. ყველი მსხვილ კუბებად დაჭერით.
  3. საკაზმი მოამზადეთ. ზეითუნის ზეთი ცალკე თასში ჩაასხით. მარილი, თავშავა, შავი წიწაკა დაუმატეთ. ლიმონის წვენი ჩაასხით და 1 კბილი ნიორი დაახეხეთ. კარგად აურიეთ.
  4. სალათი ააწყვეთ. თეფშზე სალათის ფურცლები დააწყვეთ. ზემოდან ბოსტნეული დაუმატეთ. შემდეგ ზეთისხილი დაუმატეთ. შემდეგ ყველის კუბები დააწყვეთ, არ აურიოთ. სუფრაზე გატანის წინ საკაზმი მოასხით.

ქაშაყის წასახემსებელი ბუტერბროდისთვის – ახალი წელი ბუტერბროდის გარეშე წარმოუდგენელია. ქაშაყის წასახემსებელი სუფრას მრავალფეროვანს გახდის. ყველას არ აქვს ბუტერბროდი წითელი ხიზილალით.

ინგრედიენტები:

  • ქაშაყის ფილე
  • 350 გ რბილი კარაქი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • ხმელი ბაგეტი ან პური
  • 100 მლ რძე
  • 0,5 ს/კ ცხარე მდოგვი
  • 150 გ ხმელი ყველი
  • პური და მწვანე ხახვი სუფრაზე გასატანად

მომზადების წესი:

  1. ქაშაყის ფილე დააბლენდერეთ. რამდენიმე ნაჭერი ხმელი ბაგეტი ან პური 100 მლ რძეში ჩაალბეთ. რბილი პური ქაშაყს დაუმატეთ.
  2. კარაქი დაარბილეთ და ჩანგლით დაჭყლიტეთ. ქაშაყს დაუმატეთ. მდოგვი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. 150 გ გახეხილი ყველი დაუმატეთ. ინგრედიენტები დააბლენდერეთ.
  3. მზა სპრედი პურს წაუსვით. დაჭრილი მწვანე ხახვით გააფორმეთ და სუფრაზე გაიტანეთ.