მოდის მიმდევრები შავი კოლგოტის წინააღმდეგ გამოდიან

443

ბევრ ქალს გარდერობი შავი კოლგოტის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ცივ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. მოდის მიმდევრებს ამ ნივთის მიმართ ბევრი კითხვა აქვთ. ზოგი თვლის, რომ ნეილონის შავი კოლგოტი წარსულში დარჩა.

მოდაშია თუ არა ნეილონის შავი კოლგოტი – ამ საკითხზე მოდის მიმდევრების აზრები იყოფა. მაგალითად, ბრიტანული Vogue–ის ერთ–ერთი რედაქტორი, კერი მაკდერმოტი ამ ნივთის დიდი ხნის ფანია. მისი კოლეგა ელის ქერი სასტიკი მოწინააღმდეგე. ქალებმა შავი კოლგოტის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ არგუმენტები მოიყვანეს.

აი, რას ფიქრობს ამის შესახებ კეტი მაკდერმოტი: „ბუნებამ ძალიან მკრთალი კანი მარგუნა. სამწუხაროდ, მისი ფერი უფრო თეთრია, ვიდრე ლილი კოლინზის ან ჯესიკა ჩესტეინის. როცა მზეზე გარუჯვას ვერ ვახერხებ, ჩემი ფაიფურის კანი მოლურჯო ელფერს იღებს. წლების განმავლობაში ავტორუჯს ვიყენებდი. ასე ტიპიური ფერმკრთალი ირლანდიელი ქალიდან ცეცხლოვანი მულატი ვხვდებოდი. ახლა უკვე შევეგუე, რომ ჩემს კანს ასეთი შეფერილობა აქვს. მოკლე ქვედაკაბასა და კაბაზე უარი რომ არ ვთქვა, ნეილონის შავ კოლგოტს ვიცვამ“.

ცნობილი ადამიანები შავ კოლგოტებში – კერი მაკდერმოტს ამ ნივთის საყვარელი წყვილი აქვს: Falke Cotton Touch – გამძლე და ბზინვარების გარეშე. მსგავსი ვარიანტი უინონა რაიდერს 90-იან წლებში წითელ ხალიჩაზე ეცვა. ხოლო 2020 წელს ასეთ მოდელში თავს იწონებდა სიენა მილერი Met Gala-ზე. ჩვენს დროში ნეილონის შავ კოლგოტს უპირატესობას ანიჭებს დაკოტა ჯონსონი და შირა ჰაასი, რომლებიც Gucci–ის და Chanel–ის მოდელებს ირჩევენ.

„დაე, მოწინააღმდეგეებმა თქვან, რომ კოლგოტი არაკომფორტული, უშნო ან მოძველებულია. მისი დახმარებით თეთრკანიან ქალებს შეუძლიათ ჩაიცვან ყველაფერი, რაც სურთ. კეიტ მოსი წლებია კოქტეილის კაბებთან ნეილონის შავ კოლგოტს ტყუილად არ იცვამს. აბა ვინმემ თქვას, რომ ეს უშნოა“ – ამბობს ქერი მაკდერმოტი.

შავი კოლგოტის მოწინააღმდეგეები – ელის ქერი, ბრიტანული ვოგის მეორე რედაქტორი, როგორც თანამედროვე ინგლისელი, შავი კოლგოტის ჩაცმაზე უარს ამბობს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გარდერობიდან ნებისმიერი სახის წინდა მოიშორა. დღეს კოლგოტს საერთოდ არ იცვამს, არც შავს, არც ხორცისფერს, არც სხვა ფერის. ცივ დღეებშიც ქუჩაში შიშველი ფეხებით გამოდის, ზემოდან უბრალოდ გრძელ პალტოს იცვამს.

„რატომ არ მომწონს? პირველ რიგში, მოუხერხებელია. თავად ფაქტი, რომ კოლგოტი უნდა ჩავიცვა, ნიშნავს იმას, რომ დღის წესრიგში ჩემი ძვირფასი წუთები უნდა შევწირო. შემდეგ უნდა გაიხადოთ. ჩემი გრძელი ფეხებით და დიდი ბეჭდებით ამის გაკეთება მოუხერხებელია. თუ არაპრაქტიკულობას გვერდზე გადავდებთ, დარჩება მოგონება, რომ მთელი დღის განმავლობაში კოლგოტის აწევა მიწევდა“ – ამბის ელის ქერი.

ბრიტანელი აღიარებს, რომ Gucci-ს კოლგოტების ბოლო მოდამ დაფიქრება აიძულა, ხომ არ ღირს აზრის შეცვლა. თუმცა ჯერჯერობით სუსხიან ზამთარშიც შიშველი, მოვლილი, გლუვი ფეხების აშკარა გულშემატკივარია.

ორაზროვანი საკითხი – რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ვიღაც ყინვაში კოლგოტის გარეშე დადის. მით უფრო, მაღაზიებში სხვადასხვა მოდელების ფართო არჩევანია. იქნება ეს ნეილონის შავი კოლგოტი თუ სქელი შალის. ამ ფერის ტრიკოტაჟი პრაქტიკული, თბილია და სტილს დასრულებულს ხდის. ნეილონის შავი კოლგოტი როგორც ყოველდღიურ, ასევე კლასიკურ საოფისე სტილს შეეფერება. თამამებს შეუძლიათ შავი ბადე კოლგოტი გამოიყენონ. შალის კაბის და ჩექმის ქვეშ შეგიძლიათ ჩაიცვათ სქელი კოლგოტი, რომელიც ცივ ზამთარში გაგათბობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს