პურზე წასასმელი ბიუჯეტური სპრედები: 4 რეცეპტი

372

ზამთარში გემრიელი სპრედების მაცივარში მომარაგება შესანიშნავი იდეაა. ძალიან მარტივად მზადდება. მინის ქილაში ჰერმეტულად შეგიძლიათ მოხუფოთ და შეინახოთ. ბიუჯეტური სპრედი მაცივარში 1–2 კვირა გაძლებს. სწრაფი და გემრიელი წასახემსებელი ყოველთვის ხელთ გექნებათ. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ საოცარი სპრედები მცირე ინგრედიენტებით. არაერთხელ დაგეხმარებათ და მოულოდნელი სტუმრები ვეღარ შეგაშინებთ. გემრიელი ბუტერბროდებით მათ გაოცებას შეძლებთ.

რეცეპტი 1

ინგრედიენტები:

  • 100 გ ბარდა
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 5 გ მარილი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • ძირა გემოვნებით
  • ქინძი გემოვნებით
  • 5 გ შებოლილი პაპრიკა
  • 3 გ ხმელი ნიორი

მომზადების წესი:

  1. ბულგარული წიწაკა გამოაცხვეთ. ქერქი და თესლი მოაშორეთ.
  2. წიწაკის რბილობი და მოხარშული ბარდა აურიეთ. სანელებლები დაუმატეთ.
  3. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

რეცეპტი 2

ინგრედიენტები:

  • 200 გ ხაჭო
  • 15 გ რეჰანი
  • 150 გ კარაქი
  • 5 გ მარილი
  • 5 გ ხმელი ნიორი

მომზადების წესი:

  1. ხაჭო, კარაქი და მწვანილი ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ.
  2. მარილი და ხმელი ნიორი დაუმატეთ.
  3. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

რეცეპტი 3

ინგრედიენტები:

  • 100 გ ღორის ქონი
  • 5 გ მარილი
  • 3 გ პაპრიკა
  • 1 კბილი ნიორი
  • 3 გ დაფქული შავი წიწაკა
  • 3 გ ხმელი ნიორი
  • 1 ჩ/კ მდოგვი

მომზადების წესი:

  1. ღორის ქონი პატარა ნაჭრებად დაჭერით. სანელებლები და მდოგვი დაუმატეთ.
  2. ნიორი გაასუფთავეთ და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.
  3. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

რეცეპტი 4

ინგრედიენტები:

  • 100 გ ლობიო
  • 5 გ ტაჰინის პასტა
  • 3 გ ხმელი ნიორი
  • 5 გ მარილი
  • ძირა გემოვნებით
  • ქინძი გემოვნებით
  • 0,5 ს/კ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

  1. მოხარშული ლობიო და ტაჰინის პასტა ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ. სანელებლები დაუმატეთ.
  2. ზეითუნის ზეთი ჩაასხით.
  3. ინგრედიენტები კარგად დააბლენდერეთ.

ასეთ სპრედებში უმჯობესია გამოიყენოთ ხმელი ნიორი, ვიდრე ახალი. ასე მზა პროდუქტი დიდხანს გაძლებს. ხმელი ნიორის გემო უფრო დელიკატურია და სპრედში უფრო დახვეწილად ჟღერს.