ვაშლი ხელმისაწვდომი და იაფი ხილია, რომელიც ნებისმიერ კერძს გააფორმებს. საქმე არა მხოლოდ დესერტს ეხება. ვაშლის ბურახს აკეთებენ, აშრობენ, აკონსერვებენ, ჯემს და პიურესაც კი აკეთებენ. განსაკუთრებით გემრიელი გამოდის, როცა სხვა პროდუქტებს ურევენ. გთავაზობთ 5 იდეას, რომლის შემდეგაც ვაშლს სხვა თვალით შეხედავთ.
მოშუშული კომბოსტო გამომცხვარ ვაშლთან ერთად
წითელი კომბოსტო მოთუშეთ, ამ დროს კი დაჭრილი ყაბაყი და ვაშლი ღუმელში გამოაცხვეთ. ასევე შეგიძლიათ ხახვის რგოლებიც გამოაცხვოთ. როცა ყველაფერი მზად იქნება, თეფშზე ფრთხილად გადმოიტანეთ, პროდუქტები ერთმანეთში არ აურიოთ. ასე ასორტის სახე ექნება. ზემოდან კი ჯერ ლიმონის წვენი, შემდეგ კი ზეითუნის ზეთი მოასხით.
ფარშირებული გამომცხვარი ვაშლი
სასარგებლო რეცეპტი, რადგან ხშირად სწორი კვების დიეტაში შედის. ვაშლისგან გული უნდა ამოიღოთ, მასში შეგიძლიათ რამდენიმე კოვზი შაქარი (გემოვნებით) , დარიჩინი და კაკალი ჩაყაროთ. მზა ვაშლი დანით ადვილად უნდა იჭრებოდეს. პროცესი 30-40 წუთს წაგართმევთ, მაგრამ პერიოდულად დესერტი შეამოწმეთ.
სალათი ვაშლით და მოცარელათი
თქვენ დაგჭირდებათ: ისპანახი, სალათის ფურცლები, კაკალი, წვრილი მოცარელას ბურთები, ვაშლი. ვაშლი თხლად დაჭერით, რომ ის რბილი და სოუსით კარგად გაჟღენთილი იყოს. სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 500 გრ ახალი ან გაყინული მოცვი, 200 გრ შაქარი, 1 ფორთოხალი (ცედრა ან წვენი), 50 მლ წყალი, 1 ჩ/კ მუსკატის კაკალი. სალათზე სოუსის ბოლომდე დასხმა საჭირო არაა, უმჯობესია თუ დეკორის სახით გააკეთებთ. შემდეგ კი სურვილის მიხედვით დაუმატებთ.
სალათი ვაშლით და გოგრით
რეცეპტი ძალიან მარტივია: გოგრა, ვაშლი და ავოკადო კუბებად დაჭერით, ამას შეგიძლიათ ზემოდან მზესუმზირას თესლები მოაყაროთ და პიტნით ან ბაზილიკით გააფორმოთ. გემრიელი და ჯანსაღი სალათი მხნეობას შეგმატებთ. ასევე შეგიძლიათ რეცეპტში ნიგოზიც დაამატოთ.
ახალი ფარშირებული ვაშლი
ვაშლის გამოცხობა ჩვეული საქმეა, მაგრამ ზოგი ახალ და ფარშირებულ ხილზე ექსპერიმენტს აკეთებს. ვაშლს გული უნდა ამოაჭრათ, მის ადგილას კი ხაჭო და კაკალი უნდა ცადოთ. გემოსთვის შეგიძლიათ შაქარი და დარიჩინი დაუმატოთ. ასეთი დესერტი ვაშლს ორიგინალურ გემოს შემატებს.
სასურსათო მაღაზიები და ბაზრები მარტივი პროდუქტებით დახლები სავსეა. მათგან კი უგემრიელესი დელიკატესები შეგიძლიათ მოამზადოთ. ვაშლი ამის შესანიშნავი მტკიცებულებაა. სამზარეულოში ექსპერიმენტები უნდა ჩაატაროთ, ამიტომ დროა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილით დაიწყოთ. გემრიელად მიირთვით!