უსიამოვნო სუნი მულტისახარშში და 3 ეკოლოგიური მეთოდი მის გასაწმენდად

356

ჯერ კიდევ 10 წლის წინ მარტივი კერძის მომზადებაც დიდ დროს, ბევრ ჭურჭელს და ძალას გვართმევდა. მულტისახარშის, სამზარეულოს საოცარი ტექნიკის, გამოგონება ბევრი დედისთვის, ბებიისთვის და უბრალოდ დიასახლისისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ასეთი ავტომატური დამხმარე მარტივი გამოსაყენებელია და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ერთ ღილაკზე თითის დაჭერით მოხარშვა, შეწვა, გამოცხობა და მოთუშვა მარტივია, მაგრამ რა ვუყოთ სხვადასხვა საჭმლის დაგროვებულ სუნს და ცხიმს? ჩართული მულტისახარში ხომ საერთოდ არ ნიავდება. Vivien გიამბობთ, როგორ გააქროთ უსიამოვნო სუნი მულტისახარშში და ეს მაქსიმალურად ნაზად გააკეთოთ.

მულტისახარშის გამოყენების მთავარი წესები – საჭმლის არომატები არა თასში, არამედ ტექნიკის თავსახურზე რჩება. ყველაზე მძაფრ და უსიამოვნო სუნს ტოვებს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ხახვი, ნიორი, თევზი და კომბოსტო.

  1. ტექნიკა ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ. ამ მიზნით წყალში გაზავებული ჭურჭლის სარეცხი გელი ან სოდისა და წყლის ფაფა გამოიყენეთ. თავსახურის შიდა მხარეს, სარქველს და რგოლს კარგად წაუსვით.
  2. დროდადრო ტენიანობის შეგროვების კონტეინერი ტენიანობის და საჭმლის ნარჩენების არსებობაზე შეამოწმეთ.
  3. მულტისახარში მოხსნილი სარქველით და თავდახურული შეინახეთ.

3 ეფექტური მეთოდი მულტისახარშის გასაწმენდად – საბედნიეროდ, უსიამოვნო სუნის და ძველი ცხიმის მოშორება არა მხოლოდ ქიმიური საშუალებებით შეიძლება. რამდენიმე უფრო სასიამოვნო ალტერნატივა არსებობს.

  • ლიმონმჟავა – თუ ჩვეული წმენდის შემდეგ სუნი არ გაქრა, მულტისახარში 3 ჭიქა წყალი და ლიმონის ნაჭერი ან 2 ს/კ ლიმონმჟავა მოათავსეთ. თავსახური დაახურეთ და „ორთქლის“ რეჟიმი ჩართეთ. 15-30 წუთით მოიცადეთ. ყველა სუნი აორთქლდება, ხოლო ცხიმს ადვილად მოაშორებთ.
  • მარილი და სოდა – შემდეგი ორი პროდუქტი სამზარეულოში ხშირად გამოიყენება, თუმცა საოჯახო საქმეში  სოდა და მარილი უბრალოდ შეუცვლელი დამხმარეა. 3 ს/კ სოდა და 2 ს/კ მარილი ფაფის მიღებამდე თბილ წყალს აურიეთ. მოწყობილობის ყველა დეტალი გაწმინდეთ, წყალი გადაავლეთ და პირსახოცით კარგად გაამშრალეთ. ასეთი ხსნარი შხამიანი არაა, უცხო სუნი არ აქვს და ნაზია. კარგია, რომ ნარევი რთულ ცხიმსაც უმკლავდება. სუნზე არაფერს ვამბობთ.
  • ძმრის ხსნარი – ძმრის ან ძმარმჟავის სუსტი ხსნარით  (1:5) მულტისახარშის ყველა დეტალი გაწმინდეთ. რბილი ღრუბელი ან ჩვარი გამოიყენეთ, რომ ზედაპირი არ დააზიანოთ. 30 წუთით გააჩერეთ. წყალი გაავლეთ და გაამშრალეთ. სავარაუდოდ, ძმრის მსუბუქი სუნი დარჩება, მაგრამ რამდენიმე საათში თავისით აორთქლდება. ეფექტს მაშინვე დაინახავთ.

უფრო საზრიანი დიასახლისები მულტისახარშს კოჭის ან ნიახურის ფესვით წმენდენ. მსგავსი პროდუქტები ყველას არ აქვს (ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებთან შედარებით), თუმცა თუ გაქვთ, ფესვი აიღეთ და მულტისახარშის თასი გახეხეთ. 2 ჭიქა წყალი ჩაასხით და 15 წუთით ხარშვის რეჟიმი ჩართეთ. სუნი უკვალოდ გაქრება. ეს მეთოდი ცხიმს ვერ უმკლავდება.