როცა ნიღბები და სკრაბები ჩემს პრობლემურ თმას ვეღარ უმკლავდებოდნენ, ექიმთან მისვლა მომიწია. ექიმი მაშინვე დაინტერესდა, რით ვკაზმავ სალათებს. ძალიან გამიკვირდა. ექიმმა ყველაფერი ამიხსნა და სელის ზეთის ყიდვა მირჩია. უნდა ითქვას, რომ ამ პროდუქტმა არა მხოლოდ თმის პრობლემა დამავიწყა.
აღმოჩნდა, რომ სელის ზეთი ნამდვილი სუპერ პროდუქტია, რომელიც დაბალ ფასში ხელმისაწვდომია. მასში შედის ბევრი უჯერი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. ექიმები მთელ მსოფლიოში ამ ზეთის მიღებას გვირჩევენ. Vivien გიამბობთ, რა სარგებელი აქვს სელის ზეთს ორგანიზმზე.
რატომ უნდა ჩავრთოთ სელის ზეთი რაციონში
- წონის დარეგულირებას ხელს უწყობს, მადას აქვეითებს.
- არტერიებს ელასტიურს ხდის, გულის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.
- ართრიტის დროს ანთებას აქრობს.
- სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.
- კანზე გამონაყარს ამცირებს.
- თმას და კანს კოლაგენით ავსებს.
როგორ მივიღოთ სელის თესლის ზეთი – უმჯობესია, რომ ზეთი თერმული დამუშავების გარეშე, სუფთა სახით მიიღოთ. მასში კატლეტის შეწვა არ ღირს. სელის ზეთი სალათებს შეგიძლიათ მოასხათ, ყველა შესაძლო სოუსი მოამზადოთ ან ბოსტნეულის კერძს დაუმატოთ. შესაძლებლობის მიხედვით სხვა მცენარეული ზეთი სელის ზეთით ჩაანაცვლეთ, რომ ჯანმრთელი და ძლიერი გახდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ორგანიზმის მდგომარეობა თქვენს რაციონზე დამოკიდებულია, ამიტომ ყურადღებით შეარჩიეთ. თან ბოსტნეულის სალათი სელის ზეთით ძალიან გემრიელია.