ჰაეროვანი თაფლაკვერი კეფირის ცომით და შაქრის ჭიქურით. მარტივი რეცეპტი

624

Vivien გთავაზობთ ჰაეროვანი, რბილი თაფლაკვერის მარტივ რეცეპტს, რომლის შედეგი ნოსტალგიებს აღძრავს და სკოლის წლებში გვაბრუნებს. თაფლაკვერი ისეთი გამოდის, როგორიც სკოლის სასადილოში იყიდებოდა. დიდი, ვარსკვლავის ფორმის თაფლაკვერი შაქრის ჭიქურით.

ძალიან მარტივი რეცეპტია. ცომი კვერცხით და კეფირით მზადდება. თაფლი საოცარ ნოტებს მატებს. ამ რეცეპტით კლასიკური ფხვიერი თაფლაკვერი არ გამოდის. უფრო რბილია. ცხელ რძეში ან კაკაოში ამოსავლებად იდეალურია.

ინგრედიენტები:

  • 3,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 180 გ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 2,5 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ თაფლი

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის ცილა
  • მწიკვი ლიმონმჟავა
  • შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. ხორბლის ფქვილი და სოდა აურიეთ. კვერცხი, კეფირი, ზეთი, თაფლი და შაქარი ცალკე აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მისაღებად სათქვეფით ან უბრალოდ ჩანგლით აურიეთ.
  2. მშრალი და თხევადი ინგრედიენტები აურიეთ. რბილი და ელასტიური ცომი უნდა მიიღოთ. მაცივარში 15 წუთით გააჩერეთ.
  3. მზა ცომი 1 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. თაფლაკვერები გამოჭერით. ჭიქა ან სპეციალური ფორმები გამოიყენეთ. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფინეთ და თაფლაკვერები დააწყვეთ. გახურებულ ღუმელში180 გრადუსზე 25 წუთით აცხვეთ.
  4. თაფლაკვერებს ოდნავ გაგრილება აცადეთ. შაქრის ჭიქურის მოსამზადებლად კვერცხის ცილა, შაქრის ფხვნილი და ლიმონმჟავა ათქვიფეთ. 40 გ ცილაზე დაახლოებით 200 გ შაქრის ფხვნილი დაგჭირდებათ.
  5. თაფლაკვერებს ჭიქური წაუსვით და გამაგრებამდე გააჩერეთ. თუმცა სველი ჭიქურითაც ძალიან გემრიელია. რძე, კაკაო ან ყავა მოადუღეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

რბილი თაფლაკვერი ფერადი ჭიქურით შეგიძლიათ მორთოთ. ამ მიზნით თეთრი ჭიქური პატარა თასებში გადაანაწილეთ და საღებავები დაუმატეთ. აურიეთ და თაფლაკვერებს წაუსვით. შოკოლადის ჭიქურიც შეგიძლიათ წაუსვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს