გემრიელი საახალწლო კოქტეილები: 4 რჩეული რეცეპტი

320

ახალ 2023 წელს განსაკუთრებულად უნდა შეხვდეთ. სტუმრები გააოცეთ არა მხოლოდ სხვადასხვა დელიკატესით, არამედ ორიგინალური სასმელებით. ჭიქა შამპანური კლასიკაა, მაგრამ ცოტა ექსპერიმენტები ჩაატარეთ. შინ მომზადებული გემრიელი საახალწლო კოქტეილები დღესასწაულს დაუვიწყარს გახდის. შეიძინეთ ციტრუსი, პიტნა, საწრუპები და ქოლგები. მათი დახმარებით კოქტეილები ლამაზად შეგიძლიათ გააფორმოთ ისე, როგორც ბარებში. ჭიქის ფეხი წვიმით ან სერპანტინით გააფორმეთ. ძალიან ეფექტური გამოვა.

1. “დახვეწილი ვაშლი“

ინგრედიენტები:

  • 60 მლ ვაშლის შნაპსი
  • 30 მლ ვანილის არაყი
  • 20 მლ ფორთოხლის ლიქიორი
  • შამპანური გემოვნებით
  • 4 ყინულის კუბი

მომზადების წესი: შეიკერში ვაშლის შნაპსი და ლიქიორი ჩაასხით. ვანილის არაყი და ყინულის კუბები დაუმატეთ. კარგად აურიეთ. სასმელი ჭიქებში ჩაასხით და ცოტა შამპანური დაუმატეთ. ფორთოხალი დაჭერით და ჭიქები გააფორმეთ. მზადაა!

2. “პიტნის შამპანური“

ინგრედიენტები:

  • 250 მლ შამპანური
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • 5 პიტნის ფოთოლი

მომზადების წესი: პიტნის ფოთლები გარეცხეთ. შაქარი და ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ. პიტნა ფაფის მიღებამდე დააქუცმაცეთ. მასა ჭიქაში მოათავსეთ. ძალიან ცივი შამპანური დაასხით. ლიმონის ნაჭრით ჭიქა გააფორმეთ და სურვილის შემთხვევაში კიდევ რამდენიმე პიტნის ფოთოლი დაუმატეთ.

3. “პოლარული ღამე“

ინგრედიენტები:

  • 600 გ ნაყინი
  • 250 მლ შამპანური
  • 100 მლ ლიქიორი
  • 14 ყინულის კუბი

მომზადების წესი: მოგრძო ჭიქაში 2 ყინულის კუბი ჩადეთ. ზემოდან ნაყინის ბურთი დაუმატეთ. ლიქიორი მოასხით. შამპანური დაასხით ისე, რომ ნაყინი მთლიანად დაიფაროს. მაშინვე სუფრაზე გაიტანეთ. ვინაიდან ნაყინის გადნობის შემდეგ ისეთი ლამაზი აღარ იქნება.

4. “მარწყვის მარგარიტა“

ინგრედიენტები:

  • 50 მლ ღია ფერის ტეკილა
  • 20 მლ მარწყვის ლიქიორი
  • 40 მლ ლაიმის წვენი
  • 4 ყინულის კუბი

მომზადების წესი: შეიკერი ყინულით გაავსეთ. ტეკილა, ლიქიორი და ციტრუსის წვენი ჩაასხით. კარგად აურიეთ. შეიკერი შეანჟღრიეთ. ჯერ ჭიქის კიდე წყალში ჩადეთ, შემდეგ მარილში. კოქტეილი ჭიქაში ჩაასხით. ლაიმის ნაჭრებით გააფორმეთ.

ახალი წლის ღამეს კოქტეილის საღამოს მოწყობა გენიალური იდეაა. ასე კარგად გართობას შეძლებთ. თუ ადრე შეიკერი არ გამოგიყენებიათ, შეიძინეთ. ასე სასმელების შერევაში ივარჯიშებთ. არ იდარდოთ, კოქტეილის მომზადება რთული არაა.