რა თქმა უნდა, ავადმყოფობა ნებისმიერ ასაკში უსიამოვნოა. ბავშვობაში შეგვიძლია საკუთარ თავს 1 კვირით თბილ საბანში ნებივრობის უფლება მივცეთ. აი, ზრდასრულები სამსახურიდან რამდენიმე დღით გათავისუფლებას ხშირად ვერ ახერხებენ. Vivien გიამბობთ, როგორ განიკურნოთ ხველისგან 1–2 დღეში. აფთიაქში ძვირადღირებული და ხშირად უსარგებლო სიროფის, სპრეის და აბის შესაძენად გაქცევა არ მოგიწევთ. ყველა საჭირო ინგრედიენტი სამზარეულოში უკვე გაქვთ.
როგორ მოვიშოროთ ხველა რამდენიმე დღეში სიროფის და აბების გარეშე – ხველა რამდენიმე წუთში რომ მოიშოროთ, ჩაი თაფლით და წიწაკით მოამზადეთ. სასწაულმოქმედი სასმელი სასუნთქი სისტემის გზების გაღიზიანებას ამცირებს. გარდა ამისა, უსარგებლო ქიმიის შემცველი სააფთიაქო პრეპარატების მიღება არ მოგიწევთ.
შავი წიწაკის სარგებელი – ყველა სახის წიწაკა ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა. სპეციალისტები გირჩევენ, რომ სურდოს დროს შავი წიწაკა გამოიყენოთ. მას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ანტიბიოტიკის როლს ასრულებს. შავი წიწაკის რეგულარული გამოყენება იმუნური სისტემის გაძლიერებას და სასარგებლო ნივთიერებების უკეთ ათვისებას ხელს უწყობს.
თაფლის სარგებელი – ეს ინგრედიენტი სურდოს და სხვა დაავადების დროს უბრალოდ შეუცვლელია. უძველესი დროიდან თაფლი სამკურნალოდ გამოიყენება და მისი სარგებელი მეცნიერულად დადასტურებულია. აქვს ანტიბიოტიკური თვისებები, რომელიც ბაქტერიული ინფექციების მკურნალობას ხელს უწყობს. გარდა ამისა, ანტისეპტიკური და ანტივირუსული მოქმედება აქვს. ყელის გაღიზიანებას აქრობს და ნახველის გამოყოფას ამცირებს. სხვა უსიამოვნო სიმპტომებსაც ებრძვის. თაფლიანი ჩაი უბრალოდ გემრიელია.
სურდოს სამკურნალო ჩაი
ინგრედიენტები:
- 500 მლ წყალი
- 15 გ თაფლი
- 1 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 ჩ/კ გახეხილი კოჭა
მომზადების წესი:
- წყალი პატარა ქვაბში ადუღებამდე მიიყვანეთ.
- კოჭა, წიწაკა და ლიმონის წვენი დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
- სითხე საწურში გადაწურეთ, თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
გამოყენების წესი:
- მზა სასმელი სამ ნაწილად გაყავით.
- პირველი ნაწილი დილით უზმოზე დალიეთ.
- მეორე და მესამე ნაწილი სადილის და ვახშმის წინ დალიეთ.
- სამკურნალო ჩაი ყოველდღე დალიეთ, სანამ ხველა არ გაქრება.
სამკურნალო სასმელი არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელია. თაფლი სასმელს სიტკბოს მატებს, კოჭა – საოცარ არომატს, ლიმონის წვენი – წვეთ სიმჟავეს, ხოლო შავი წიწაკა – მსუბუქ პიკანტურობას. ეს ინგრედიენტები არა მხოლოდ მდუღარე წყალში, არამედ მწვანე ან შავი ჩაის ბაზაზე შეგიძლიათ მოამზადოთ.