დეკემბრის 5 ხელსაყრელი დღე. როდის დავდგათ ნაძვის ხე წარმატების და ბედნიერების მოსაზიდად

3439

ახალი წელი ყველა ბავშვის საყვარელი დღესასწაულია. ისინი დეკემბრის დასაწყისიდან მოუთმენლად ელიან, რომ საახალწლო სათამაშოები ყუთიდან აიღონ, ნაძვის ხე და სახლი გირლანდებით გააფორმონ. როდის დავდგათ ნაძვის ხე, რომ ახალი წელი მთელი ოჯახისთვის წარმატებული იყოს? Vivien გიამბობთ, რომელი დღეა საუკეთესო საახალწლო ლამაზმანის დასადგამად.

როდის დავდგათ ნაძვის ხე

  • 18 დეკემბერი – კარგი დღეა მათთვის, ვინც საახალწლო დღესასწაულს მოუთმენლად ელოდება. წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ნაძვის ხის მორთვა კარგი ნიშანია. ასე წარმატებას და სიმდიდრეს მოიზიდავთ. ამ დღეს შექმნილი საახალწლო ატმოსფერო გაახარებს ბავშვებს, რომლებიც წმინდა ნიკოლოზიდან ბალიშის ქვეშ საჩუქრებს ელოდებიან. გაითვალისწინეთ, თუ 18 დეკემბერს ცოცხალ ნაძვის ხეს დადგამთ, ახალი წლისთვის შეიძლება წიწვები დაცვივდეს და მიმზიდველობა დაკარგოს. თუ ხელოვნური ნაძვის ხე გაქვთ, პრობლემა არაა.
  • 22 დეკემბერი – ადრე 21 დეკემბერს განსაკუთრებულ პატივს აგებდნენ. ეს არის ზამთრის მზებუდობა, წლის ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე გრძელი ღამე. ითვლება, რომ ამ დროს ყველა ბოროტი არსება ძალას კარგავს. 22 დეკემბერს ახალი სასიცოცხლო ციკლი იწყება. სწორედ ამიტომ, თუ ნაძვის ხეს ზამთრის მზებუდობის შემდეგ დადგამთ, მთელი მომდევნო წელი თქვენი თილისმა გახდება.
  • 24 დეკემბერი – ამ დღეს ნაძვის ხეს კათოლიკეები რთავენ. ეს ხომ გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ქრისტეს შობის წინა დღეა. ითვლება, რომ ამ დღეს ნაძვის ხის მორთვა უხვ მოსავალს იზიდავს.
  • 25 დეკემბერი – შობა ჯადოსნური დღეა, რომ ნაძვის ხე გააფორმოთ. სახლი კეთილდღეობით და სიუხვით გაიზრდება, თუ ამ დღეს ოჯახი ნაძვის ხეს გააფორმებს.
  • 28 დეკემბერი – ბოლო შანსი, რომ ნაძვის ხე ყველა წესის დაცვით გააფორმოთ. ეს წმინდა ტრიფონის, გაჭირვებულების მფარველის, უბედურების მოსარჩლის ხსენების დღეა. თუ მისი კეთილგანწყობის მოპოვება, ჭორისა და ბოროტი თვალისგან ოჯახის დაცვა გსურთ, მაშინ ნაძვის ხე ამ დღეს გააფორმეთ.

ახლა იცით, როდის გააფორმოთ ნაძვის ხე, რომ თქვენს სახლში წარმატება და სიმდიდრე მოიზიდოთ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება სხვა დღესაც შეიძლება, თუმცა ამ ხუთ ხელსაყრელ დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს.