ქმარს ბოლო კათხა ლუდს ვართმევ და ქაღალდივით თხელ ხრაშუნა ორცხობილას ვაცხობ

289

შინ გამომცხვარი მარტივი ცომეული ყველაზე საქმიან ხალხსაც დაეხმარება. მით უფრო ახლა, როცა საოჯახო საქმეებზე დრო არ გვყოფნის. ორცხობილის გამოცხობას მხოლოდ 10 წუთი სჭირდება. რეცეპტში საიდუმლო ინგრედიენტი იმალება.

სახლური ორცხობილა – რა ინგრედიენტია? ჩვეულებრივი ლუდი. დიახ, სვიასა და ალაოზე დაფუძნებული სასმელი. ძალიან ცოტა გჭირდებათ, ამიტომ გემოს არ გააფუჭებს. ბავშვებსაც შეგიძლით აჭამოთ, ნერვიულობა არ ღირს. ასეთი ორცხობილა მანქანის ტარების დროსაც შეგიძლიათ მიირთვათ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. აი, ორცხობილის შესანიშნავი გემო რეალობაა. ორცხობილა თხელი და ძალიან ხრაშუნა გამოდის. კრეკერს ჰგავს. არ გაგიკვირდეთ, რომ ერთი ცომიდან როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი ორცხობილა შეგიძლიათ გააკეთოთ. მაღაზიაში ნაყიდზე უკეთესი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 120 მლ ღია ფერის ლუდი
  • 150 გ კარაქი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • შაქარი

მომზადების წესი:

  1. ორცხობილის მომზადებას ბავშვიც შეძლებს. შვილები და შვილიშვილები საინტერესო საქმეში ჩართეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაშავდნენ.
  2. ლუდი თასში ჩაასხით. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ღია ფერის ლუდი იყოს, რომ ორცხობილა მწარე არ გამოვიდეს. სვიის სასმელს გამდნარი კარაქი და თანდათან გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. ელასტიური ცომი მოზილეთ. ხელზე არ უნდა გეკვროდეთ.
  3. ცომი დაამრგვალეთ, პარკში ჩადეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ. დროის დასრულების შემდეგ ცომი 4 ნაწილად დაყავით. მაქსიმალურად თხლად გააბრტყელეთ, რომ ცომი ოდნავ ლანდავდეს. არ გადააჭარბოთ, რადგან ცომი ზოგიერთ ადგილას შეიძლება გაიხეს.
  4. გაბრტყელებულ ცომს ზემოდან შაქარი მოაყარეთ. თუ სურვილი გაქვთ, მარილი მოაყარეთ და მარილიანი ორცხობილა გამოაცხვეთ. მარილიან ორცხობილას არომატული ხმელი ბალახი და მეტი სანელებელი შეგიძლიათ დაუმატოთ. 190 გრადუსზე 10 წუთით აცხვეთ.

სწრაფი ცომეული – ეს ორცხობილა ნამდვილად ორ დათვლაში ცხვება. მისი გემოს გაუმჯობესება ძალიან მარტივია. მაგალითად, მარილიან ორცხობილას არა მხოლოდ ხმელი მწვანილი, არამედ პოპკორნის არომატული დანამატი ყველის ან ლორის გემოთი დაუმატეთ. ასეთი დანამატი ინტერნეტით შეგიძლიათ შეიძინოთ. არაერთხელ გამოგადგებათ. ორცხობილა დიდ კომპანიაში ხმაურიანი წვეულებისთვის იდეალურია. კრეკერისთვის მაიონეზის და ახალი მწვანილის სოუსი შეგიძლიათ მოამზადოთ. პიკანტური ჰუმუსიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნამდვილად გემრიელი გამოვა. აუცილებლად სცადეთ.