ცივი ამინდები კარს მოგვადგა, რაც იმას ნიშნავს რომ მალე თავსატეხის ამოხსნა მოგვიწევს, თუ „როგორ ჩავიცვათ თბილად და ამასთან ელეგანტურად“. ამოცანა მარტივი არაა, მაგრამ მასთან გამკლავება შეიძლება, თუ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს წინასწარ შეისწავლით.
დღეს რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს გაჩვენებთ, რომელთაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გვერდი უნდა აუაროთ.
ბეწვის ჟილეტი
მოცულობითი ბეწვის ჟილეტი ელეგანტურობას არავის შემატებს და ეს ჩვენი პირადი აზრი არაა, არამედ მკაცრი ფაქტი. ასეთი ნივთი ნებისმიერ ფიგურას ოთხკუთხედ ფორმას ანიჭებს და თითქმის შეუძლებელია შესაბამისი ფეხსაცმლის შერჩევა. ამასთან ყინვისგან ვერ დაგიცავთ. ბოლო არგუმენტი: ბეწვის ჟილეტი უბრალოდ მოდიდან გადავიდა.
ნატურალური ბეწვი დიზაინერების უპირატესობაში არაა: პოდიუმზე ხშირად ღია ფერის, ხელოვნური ბეწვის ქურთუკებს ნახავთ. ცივი ყინვებისგან ვერ დაგიცავთ, მაგრამ ამ ამოცანას ბეწვის ჟილეტი ოდესმე უმკლავდებოდა?
საინტერესო ქუდი ყოველდღიურად
მოდური თავის აქსესუარის ძებნის დროს, ბევრი გოგო უბრალოდ იტანჯება. ისინი მალე ნებდებიან და უპირატესობას მჟავე ფერის ან მხიარული ზამთრის ხაზებით ნაქსოვ ქუდებს ანიჭებენ. შესანიშნავი არჩევანი თხილამურებით სრიალის, აგარაკზე მოგზაურობის ან ბავშვებთან ერთად პარკში სეირნობის დროს, მაგრამ ამით მისი გამოყენება უნდა ამოიწუროს. კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა – ერთი ფერის ქუდის, შარფის და ხელთათმანის სრული კომპლექტის შეძენა. ასე უფრო მოზრდილის სტილზე იქნებით და არა ელეგანტური გოგოს.
უპირატესობა ბერეტს, კეპკა ქუდს ან თუნდაც შლიაპას მიანიჭეთ. გსურთ რამე უფრო მხიარული? შთაგონება პოდიუმებზე იპოვეთ: აქ ღია და გიჟურ ვარიანტებს ბევრს ნახავთ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ასეთი აქსესუარი თქვენს ყოველდღიურ სტილს კარგად უნდა ერწყმოდეს.
მაღალყელიან ჩექმაში ჩაკეცილი ცისფერი ფერის ჯინსი
ღია ფერის ჯინსის და მუქი ჩექმის კომბინაცია ფეხს „ჭრის“ და ასე ელეგანტურად სულ არ გამოიყურება. მაღალყელიანი ჩექმა უმჯობესია ქვედა ბოლოსთან ან პალტოსთან ჩაიცვათ, მაგრამ თუ შარვალთან მისი ჩაცმა გსურთ, უმჯობესია თუ მჭიდროდ მომდგარ მოდელს აირჩევთ. რომელიც ფეხსაცმლისგან დიდად არ განსხვავდება.
წლის ცივ პერიოდში შარვლებს და ჯინსებს უფრო ბოთები ეხამება. ღია ფერის ფეხსაცმლის და აქსესუარის გამოყენებით მოსაწყენი ერთფეროვანი სტილიც კი საინტერესო აქცენტს შეიძენს.
უგები ქალაქში
რბილი, თბილი და კომფორტული უგები – იდეალური ფეხსაცმელი ქალაქგარეთ წასასვლელად, ბუნებაში დასასვენებლად, მოგზაურობის ან გადაღებებს სორის. მაგრამ უგები ქალაქის ქუჩებში მოდური არასდროს იქნება. ანუ ეს ფეხსაცმელი ყოველდღიური გარდერობიდან ამოიღეთ და უფრო კომფორტული და ამავდროულად ელეგანტური ბოთებით ჩაანაცვლეთ.
უაზროდ გრძელი მოსაცმელი
სიცივის და ქარისგან თავდასაცავად ბევრი გოგო თავიდან ბოლომდე ქურთუკში ეხვევა, რაც არც თუ ისე სასიამოვნო შესახედია. ამას თუ ბზინვარე ქსოვილს და „მდიდარ“ ბეწვს დავუმატებთ, წლის ანტი ტრენდს მივიღებთ.
გარდერობში ასეთ ნივთს ბევრი ალტერნატივა შეგიძლიათ უპოვოთ: თანამედროვე სტილის დუტის ქურთუკები (განსაკუთრებით მოკლე სტილის) და თბილი პალტოები, რომლის ქვეშ შეგიძლიათ თხელი ჟაკეტი ჩაიცვათ. ფერების გამა არ დაგავიწყდეთ: ღია ფერის მოსაცმელი ბრბოდან თავისუფლად გამოგარჩევთ და განწყობას აგიმაღლებთ.
დიდი ზომის შარფი-პლედი
ტრენდი, რომელიც რამდენიმე წელი პოპულარობის პიკში იყო, უკვე წარსულს ბარდება. ეს ძალიან თბილი, მაგრა ეშმაკური ნივთია, რომელიც სტილს უხერხულს ქმნის.
კისერი მაღალყელიანი მაისურით, თხელი, მაგრამ თბილი ქსოვილის შარფებით გაითბეთ. სამწუხაროდ, შარფი-პლედის მსგავსი კომფორტული ნივთი მოდის ინდუსტრიამ ჯერ ვერ მოიფიქრა.
თხელი კოლგოტები
„შიშველი“ ფეხები თხელ კოლგოტებში და ცივი ამინდი – შეუსაბამო ნივთებია. განსაკუთრებით რთული სანახავია,თუ ამას მსუბუქი ქურთუკი და მოკლე ქვედა ბოლო ახლავს.
არჩევანი უფრო ჯანმრთელობას მიანიჭეთ და სქელი გლუვი ფერის კოლგოტები აირჩიეთ. თუ თხელი კოლგოტის ჩაცმა აუცილებელია, გრძელი პალტო შეუხამეთ: როგორც მინიმუმ, ასე უცნაურად მაინც არ გამოჩნდებით.
თხელი მოსაცმელები
თხელი უფორმო მოსაცმელი გარდერობიდან გაგდების კიდევ ერთი კანდიდატია. ის სტილს ჰარმონიულს არ ხდის, ფორმას სწრაფად კარგავს და იწელება. განსაკუთრებით ცუდად ჩანს, თუ მას პერანგს შეუხამებთ.
თუ მოსაცმელზე უარის თქმა არ გსურთ, უფრო მჭიდრო ქსოვილის მოდელი აირჩიეთ. გაითვალისწინეთ, რომ სქლად ნაქსოვი მოსაცმელი სხეულის მოცულობას ზრდის. საუკეთესო ალტერნატივად კარგი კოსტიუმია – მოდური და აქტუალური ნებისმიერ დროს.
სიცივე – მოსაწყენი სტილის არჩევის დრო არაა
ცივ ამინდში ქუჩები ერთფეროვანი მუქი ფერის სტილით ივსება. მაგრამ სიცივე – მოსაწყენად ჩაცმის მიზეზი არაა. თანამედროვე მოდა ბევრ საინტერესო და ამავდროულად თბილ გადაწყვეტილებას გთავაზობთ. ღია წითელი ფერის ქურთუკზე ან მომწვანო-მოყვითალო ფერის ზედაზე უარი არ თქვათ. ზოგჯერ რამდენიმე საინტერესო დეტალის დამატება და შეცდომების თავიდან აცილებაც საკმარისია, რომ ახალი სტილი შექმნათ.
შემოდგომა-ზამთრის გარდერობიდან თქვენს ათეულში რომელი მოხვდა?