საჩუქრები, რომლის ჩუქებაც ახალ 2023 წელს არ შეიძლება

392

დეკემბრის ბოლოდან 1 იანვრის საღამომდე საჩუქრების გაცვლა ჩვენი ერთ–ერთი მთავარი ტრადიციაა. მათ ნათესავებს, მეგობრებს, კოლეგებს და უბრალოდ კარგ ნაცნობებს ვჩუქნით. გაითვალისწინეთ, რომ შავი კურდღლის წელს საჩუქრები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ. ამ მოკრძალებულ ცხოველს ძვირადღირებული და მდიდრული საჩუქრები არ უყვარს. ხმაურიან წვეულებაზე უარი თქვით. ახალ 2023 წელს მყუდრო ოჯახურ წრეში შეხვდით. Vivien გიამბობთ, რომელი საჩუქრები მოგიტანთ წარმატებას თქვენ და თქვენს ახლობლებს და რისი ჩუქება არ შეიძლება კატეგორიულად.

რისი ჩუქება არ შეიძლება კურდღლის წელს – კურდღელი უპრეტენზიო ცხოველია, მაგრამ ზედმეტი ხმაური არ უყვარს. მის წელს ზედმეტ ფუფუნებასა და ხმაურიან წვეულებაზე უარი თქვით. ახლობლებს აჩუქოთ ის, რაც ყოველდღიურად სახლში ან სამსახურში გამოადგებათ.

საჩუქრები, რომელთა ჩუქება ახალ 2023 წელს კატეგორიულად აკრძალულია

  • შამპუნი
  • კრემი
  • შხაპგელი
  • სუნამო, ტუალეტის წყალი
  • მაჯის საათი
  • სარკე
  • სანთელი
  • პირსახოცი და ჩუსტი

საჩუქრები, რომლის ჩუქებაც არასასურველია

  1. ნივთები, რომლითაც შეიძლება დაზიანდნენ, არ აჩუქოთ. მშიშარა კურდღელს დანების ნაკრები, ელექტროსაპარსი ან დანა–ჩანგალი გააბრაზებს.
  2. არ მოეწონება ისეთი საჩუქრები, როგორიცაა სანთებელა, სიგარის ყუთი და სხვა მოსაწევი აქსესუარები.
  3. ახალ წელს ცხოველის ჩუქება არ შეიძლება (განსაკუთრებით, თუ შეკვეთილი არაა).
  4. წლის მფლობელს არ მოეწონება კონვერტი ფულით (თუ ეს საჩუქარი წინასწარ შეთანხმებული არ იყო).

პირველ რიგში, საჩუქარი სიმბოლური, მაგრამ სასარგებლო უნდა იყოს. რაღაც დიდი და გრანდიოზული სხვა შემთხვევისთვის შეინახეთ.

რა შეგიძლიათ აჩუქოთ სხვებს კურდღლის წელს – ნებისმიერი საჩუქარი წრფელი გულით უნდა შეირჩეს და სიხარულით უნდა აჩუქოთ. ძალიან ძვირადღირებული ნივთის ჩუქება არ ღირს, მაგრამ ყურადღება ხარახურაზე არ გაამახვილოთ. მაღაზიებში ბევრი სხვადასხვა ბიუჯეტური და სასარგებლო ნივთი შეგიძლიათ ნახოთ.

15 საჩუქარი 2023 წლისთვის, რომელიც სიუხვეს და ბედნიერებას მოგიტანთ – გახსოვდეთ, რომ საჩუქარი არავის უნდა ეწყინოს, თუნდაც სახუმაროდ იყოს გაფორმებული. დარწმუნდით, რომ ადამიანი გაგიგებთ და სიხარულით მიიღებს (წყენას გულში არ ჩაიდებს). ყველაზე წარმატებული საჩუქრების სია ამ ახალი წლისთვის:

  • ჩაის სერვიზი
  • თაფლი და სხვა სასარგებლო ტკბილეული
  • ლამაზი ჭურჭელი, ფინჯანი სიმბოლური ნახატებით
  • წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა
  • აუზის ან კოსმეტოლოგთან ვიზიტის ვაუჩერი
  • კონცერტის ბილეთი
  • ჭადრაკი (სასურველია, ხელნაკეთი)
  • იოგის ხალიჩა
  • ნაქსოვი შარფი
  • კურდღლის ფორმის ნაძვის ხის სათამაშო და სტატუეტი
  • სუფრა ან ტექსტილის სალფეთქი
  • პლედი, დეკორატიული ბალიშები
  • საცხობი ფორმა, კანფეტი
  • კურდღლის ფორმის ყულაბა

ახლა აგრესიულ ვეფხვს ვაცილებთ და უფრო მშვიდი, მაგრამ თავნება კურდღლის შესახვედრად ვემზადებით. 2023 წლამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ საჩუქრებზე ფიქრი დაიწყეთ.