ქაშაყი ნებისმიერი ფორმით მიყვარს. მისგან შესანიშნავი სალათი და წასახემსებელი გამოდის. ჩვეულებრივი „ქაშაყი ქურქის ქვეშ“ უკვე მომბეზრდა. რა გავაკეთო? მსოფლიო ხალხის რეცეპტების ენციკლოპედიაში ქაშაყის წასახემსებლების ბევრი ვარიანტი ვიპოვე. სამი საუკეთესო რეცეპტი შევარჩიეთ. ერთად მოვამზადოთ!
წასახემსებლები ქაშაყით: ვამზადებთ სწრაფად და გემრიელად
1. ქაშაყის წასახემსებელი მდნარი ყველით
ინგრედიენტები:
- 1 ნაკლებად მარილიანი ქაშაყი
- 1 სტაფილო
- 1 მდნარი ყველი (ზუსტად 70-100 გ)
- 2 ს/კ მაიონეზი
- 50 გ კარაქი
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- სტაფილო კანიანად მოხარშეთ. შემდეგ გათალეთ და პატარა კუბებად დაჭერით.
- თევზი გაწმინდეთ, ხერხემალი, მსხვილი ძვლები და ტყავი მოაშორეთ. მიღებული ფილე პატარა კუბებად დაჭერით.
- ყველი გახეხეთ. რბილი ყველის სწრაფად და მარტივად გასახეხად ერთი საინტერესო ხრიკი არსებობს. სახეხს მზესუმზირის ზეთი წაუსვით და შემდეგ გახეხეთ. ასე პროდუქტი ზედაპირს არ მიეკვრება.
- ბოლოს ყველა ინგრედიენტი შეურიეთ, მარილი, წიწაკა მოაყარეთ და მაიონეზი მოასხით.
- მიღებული ნარევი ბუტერბროდის მოსამზადებლად გამოიყენეთ. პური ნაჭრებად დაჭერით, მზა ნარევი წაუსვით და მწვანის ტოტებით გააფორმეთ. გემრიელი და სწრაფი წასახემსებელი მზადაა. სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.
2. ქაშაყის წასახემსებელი კვერცხით
ინგრედიენტები:
- 250 გ ნაკლებად მარილიანი ქაშაყი
- 3 მოხარშული კვერცხი
- 1 ჩ/კ მდოგვის მარცვალი
- 1 კონა კამა
- 1 ლიმონი
- ჭვავის პური
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, კვერცხი მოხარშეთ და წვრილად დაჭერით.
- ქაშაყი გაწმინდეთ. მზა ფილე პატარა კუბებად დაჭერით.
- 1 კონა კამა კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ და დააქუცმაცეთ.
- ნახევარი ლიმონი გაწურეთ.
- ყველა ინგრედიენტი აურიეთ. მდოგვის მარცვლები დაუმატეთ და ლიმონის წვენი მოასხით.
- აურიეთ, ჭვავის პურის ნაჭრებს წაუსვით. წასახემსებელი იდეალურია მათთვის, ვინც მაიონეზს და სხვა ცხიმიან საკვებს არ მიირთმევს. თუ სტუმრებს ელოდებით, რომლებიც სწორად იკვებებიან, კერძი კარგი ვარიანტი გახდება.
3. ქაშაყის წასახემსებელი სოკოთი
ინგრედიენტები:
- 1 ნაკლებად მარილიანი ქაშაყი
- 100 გ მდნარი ყველი
- 50 გ ქამა სოკოს მწნილი
- 1 ს/კ დაჭრილი კამა + რამდენიმე ტოტი გასაფორმებლად
- 8 ნაჭერი შავი პური
- 1 პომიდორი გასაფორმებლად
მომზადების წესი:
- თევზი ფილედ დაყავით და ძვლები მოაშორეთ.
- ქამა სოკო გაწმინდეთ და დააქუცმაცეთ. კამა წვრილად დაჭერით.
- ფილე შესაფუთ პარკში გაახვიეთ და ოდნავ დაბეგვეთ.
- პარკი მოაშორეთ, თევზს მდნარი ყველი წაუსვით, დაჭრილი სოკო და კამა დაუმატეთ.
- პარკის დახმარებით თევზი შიგთავსით რულეტივით დაახვიეთ და 2 საათით მაცივარში შეინახეთ.
- შავი პურიდან ორცხობილა გააკეთეთ. რგოლებად ან კვადრატებად დაჭერით და 5 წუთით ღუმელში გამოაშრეთ.
- გახუხულ პურს მდნარი ყველი წაუსვით, რულეტის ნაჭერი დაადეთ, ზემოდან პომიდვრით და მწვანილით გააფორმეთ.
აი, ასე მარტივად საინტერესო და გემრიელი წასახემსებლები შეგიძლიათ მოამზადოთ. მათი დახმარებით სადღესასწაულო სუფრის გამრავალფეროვნებას და გალამაზებას შეძლებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს