ლავაშის წასახემსებლები, რომელიც სტუმრებს აოცებს. შეფმზარეულის რეცეპტი

198

ლავაში უნივერსალური პროდუქტია. მასში გაახვიეთ ყველაფერი, რაც მაცივარში გაქვთ, და დიდებული კერძი მზადაა. როცა დრო არ გაქვთ, დაგეხმარებათ. Paparazzi გიზიარებთ შეფმზარეულის ევგენი კლოპოტენკოს რეცეპტებს, როგორ გამოიყენოთ ლავაში მარტივი წასახემსებლების მოსამზადებლად. როგორც ყოველდღიურად, ასევე დღესასწაულზე გამოგადგებათ.

მარტივი წასახემსებლები ლავაშით – თავად ლავაშის მომზადებით დავიწყოთ. მხოლოდ სამი ინგრედიენტი და კარგი ტაფა დაგჭირდებათ. ბევრი გააკეთეთ, რომ მოიმარაგოთ. გაგრილებას დაელოდეთ, შემდეგ შიგთავსი დაუმატეთ.

ინგრედიენტები:

  • 450 გ ფქვილი
  • 250 გ თბილი წყალი
  • 0,5 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი: ფქვილი და მარილი აურიეთ, თბილი წყალი დაუმატეთ. ჯერ კოვზით აურიეთ, შემდეგ ხელით მოზილეთ. ცომი ელასტიური უნდა გამოვიდეს. კარგად მოზელა არ დაგეზაროთ. პარკი დააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომი 12 ნაწილად დაყავით. თითოეული ტაფის დიამეტრის ზომაზე თხლად გააბრტყელეთ. ლავაში მშრალ ტაფაზე თითოეული მხრიდან 1 წუთით შეწვით. ლავაში მზადაა, ახლა მარტივ წასახემსებლად გადააქციეთ.

ლავაში თინუსით – ფიქრობთ, რომ ლავაშში მხოლოდ ხორცის გახვევა შეიძლება? არა. თევზიც გამოგადგებათ. თინუსი არა მხოლოდ სალათშია კარგია. მარტივი შიგთავსი მოამზადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები:

  • 2 ფირფიტა ნორი
  • 200 გ კრემყველი
  • 2 კიტრი
  • 80 გ თინუსი

მომზადების წესი: უჩვეულო შიგთავსი მოამზადეთ. კიტრი თხელ ზოლებად დაჭერით. ნორის ფირფიტები წყალში დაასველეთ, რომ ელასტიური გახდეს. ლავაშს ნორის ფირფიტა დაადეთ, შემდეგ კრემყველი თხლად წაუსვით. დაჭრილი კიტრი დაუმატეთ, ზემოდან – თინუსის ფენა. ლავაში გაახვიეთ. გრილზე ან მშრალ ტაფაზე თითოეული მხრიდან 1 წუთით შეგიძლიათ შეწვათ.

ლავაში ყველით – მარტივი, მაგრამ დიდებული წასახემსებელი. სასაუზმოდ იდეალურია. ნოყიერი და გემრიელი გამოდის. ასეთი წასახემსებელი სუფრიდან მალე ქრება. მალე მზადდება, თავად შეგიძლიათ სცადოთ.

ინგრედიენტები:

  • 250 გ ხმელი ყველი
  • 1 პომიდორი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 1/3 ჩილის წიწაკა
  • კამა და ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი და წიწაკა

მომზადების წესი: ინგრედიენტების რაოდენობა 2 ლავაშზეა გათვლილი. წასახემსებლების მოსამზადებლად ყველი მსხვილად გახეხეთ. მწვანილი წვრილად დაჭერით. ჩილის წიწაკა დააქუცმაცეთ. პომიდორი გახეხეთ ისე, რომ კანი ხელში დაგრჩეთ. ბულგარული წიწაკაც გახეხეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ. შიგთავსს მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. გახსოვდეთ, რომ ჩილის წიწაკას უკვე შეიცავს. აურიეთ და ლავაშზე თანაბრად გაანაწილეთ. რულეტები ტაფაზე ორივე მხრიდან შეწვით.

ლავაში ხორცით – უფრო ნოყიერი ვარიანტიც შეგიძლიათ სცადოთ. ხბოს ხორცი დაგჭირდებათ. სახლში შაურმის მომზადება სცადეთ. ძალიან ნოყიერი და გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ხბოს ხორცი
  • 2 პომიდორი
  • 3 ს/კ კეტჩუპი
  • 100 მლ იოგურტი
  • 4 ლავაში
  • 2 ხახვი
  • 4 ს/კ სოიოს სოუსი
  • 2 კბილი ნიორი
  • მწვანილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: ხორცი თხელ ზოლებად დაჭერით და ოდნავ დაბეგვეთ. თასში გადაიტანეთ, სოიოს სოუსი და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ. 10 წუთით დაამარინადეთ, 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. მზა და ცივი ხორცი თხელ ნაჭრებად დაჭერით. დაქუცმაცებული მწვანილი, მარილი და იოგურტი აურიეთ. ხახვი, სასურველია წითელი, ნახევარ რგოლებად დაჭერით. პომიდორი ზოლებად დაჭერით. ლავაშს ხორცი, ბოსტნეული, იოგურტის, კეტჩუპის და მწვანილის სოუსი დაუმატეთ. ლავაში გაახვიეთ და ცხელ მშრალ ტაფაზე 5 წუთით შეწვით.

ქათმის შაურმა – უფრო მარტივად, ქათმის შაურმა შეგიძლიათ მოამზადოთ. ხორცის და ბოსტნეულის იდეალური კომბინაციაა. თუ სტუმრებს ელოდებით ან გემრიელი ვახშმის მომზადება გსურთ, ქათმის შაურმის დროა.

ინგრედიენტები:

  • 4 ბარკალი
  • 200 გ სტაფილო კორეულად
  • 8 ლავაშის ფურცელი
  • 200 გ იოგურტი
  • 5 კბილი ნიორი
  • 1 პომიდორი
  • 3 კიტრის მწნილი
  • ¼ კომბოსტოს თავი
  • 100 გ კეტჩუპი
  • 1,5 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი: ქათმის ბარკლები ზედმეტი ცხიმისა და კანისგან გაწმინდეთ. პერგამენტზე დააწყვეთ. ქათამს 3 კბილი ნიორი დაუმატეთ. ხორცს მარილი და წიწაკა მოაყარეთ, საყვარელი სანელებლები დაუმატეთ. ზეთი მოასხით და 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ. სოუსისთვის იოგურტი, 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი და ოხრახუში აურიეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. მზა ხორცი გააგრილეთ და წვრილად დაჭერით. პომიდორი და კიტრი თხლად დაჭერით. კომბოსტო წვრილად დაჭერით. ლავაში გაშალეთ. კომბოსტო, სტაფილო, დაჭრილი პომიდორი და კიტრი დააწყვეთ. ქათამი დაუმატეთ, ზემოდან სოუსი და კეტჩუპი მოასხით. ლავაში დაახვიეთ და ხრაშუნა ქერქის მისაღებად მშრალ ტაფაზე გახუხეთ.

მარტივი წასახემსებლები ლავაშით მზადაა. მის გარშემო სადღესასწაულო სუფრის მენიუც შეგიძლიათ შეადგინოთ. საკმაოდ ორიგინალურია, რომ სტუმრებს გაუმასპინძლდეთ. თან საკმაოდ მარტივია, რომ საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე მოამზადოთ.