მთა ნივრიან პამპუშკებს ბორშზე მისაყოლებლად პირდაპირ ტაფაზე ვაცხობ

255

ნივრიანი პამპუშკები ბორშზე მისაყოლებლად ღუმელიც გარეშეც შეგიძლიათ მოამზადოთ. რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ. პამპუშკები 1 საათში ტაფაზე მარტივად ცხვება. მაქსიმალური გემოს მისაღებად მინიმუმ ძალისხმევას და დროს დახარჯავთ.

ნივრიანი პამპუშკები ბორშზე მისაყოლებლად – პამპუშკები ღუმელის გარეშე, გაზქურაზეც შეგიძლიათ გამოაცხოთ. მხოლოდ ცეცხლის სიძლიერე აკონტროლეთ. მინიმალური უნდა იყოს, რომ ცომეული ყველა მხრიდან თანაბრად გამოცხვეს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება დაიწვას.

ცომის ინგრედიენტები:

  • 450 გ ფქვილი
  • 250 მლ თბილი წყალი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 7 გ მშრალი საფუარი

სპრედის ინგრედიენტები:

  • 30 მლ მცენარეული ზეთი
  • ახალი ოხრახუში და კამა
  • 4 კბილი ნიორი
  • 50 გ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ინგრედიენტების მითითებული რაოდენობით 12 პამპუშკა გამოვა. ცომის შესაწვავად ძალიან დიდი ტაფა არ აიღოთ, რომ ცომეული მაღალი და ლამაზი გამოვიდეს. მშრალი საფუარის ნაცვლად ჩვეულებრივი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  2. ცომის ხაშის მომზადებით დაიწყეთ. ოდნავ თბილ წყალს შაქარი და საფუარი დაუმატეთ. 10 წუთით მოიცადეთ, რომ საფუარი გააქტიურდეს. შემდეგ ფქვილი მოაყარეთ, მარილი და ცომის ხაში დაუმატეთ. ცომი მოზილეთ, ნელ–ნელა მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ცომი 40 წუთით დაასვენეთ.
  3. ცომი გააჩერეთ და 12 თანაბარი ბურთი გააკეთეთ. მშრალ და სუფთა ტაფაზე დააწყვეთ. თავსახური დაახურეთ და 20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ პამპუშკები სუსტ ცეცხლზე აცხვეთ.
  4. პამპუშკები თავდახურულ ტაფაზე ყოველი მხრიდან 15 წუთით აცხვეთ. თუ თავსახურზე კონდესანტი ჩნდება, ქაღალდით ფრთხილად მოაშორეთ. 20 წუთის შემდეგ პამპუშკები შეგიძლიათ გადააბრუნოთ და თავსახური ახადოთ. ცომეულს პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ.

სანამ ნივრიანი პამპუშკები ცხვება, არომატული სპრედი მოამზადეთ. ოხრახუში და კამა დააქუცმაცეთ, ნივრის კბილები დაჭყლიტეთ, კარაქი გაადნეთ და მცენარეული ზეთი აურიეთ. საყვარელი სანელებლები დაუმატეთ და ყველა ინგრედიენტი შეაერთეთ. ჯერ კიდევ ცხელ პამპუშკებს მიღებული სპრედი წაუსვით.