რომელი ფერის სამოსში უნდა შეხვდეთ კურდღლის წელს? ეს კითხვა უკვე ერთი კვირაა მაწუხებს. წლის ერთ–ერთი უმთავრესი დღესასწაულისთვის სათანადოდ მომზადება მსურს. 2023 წლის სიმბოლომ, წყლის შავმა კურდღელმა სიყვარული და ბედნიერება რომ მოგიტანოთ, სადღესასწაულო ზეიმისთვის სწორი სამოსი უნდა შეარჩიოთ. Vivien გიამბობთ, რომელ ფერებში შეხვდეთ კურდღლის წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. მოიზიდეთ წარმატება და ფული!
რომელ ფერში შევხვდეთ კურდღლის წელს – ახალი წელი ბედნიერად რომ დაიწყოთ, სადღესასწაულო სამოსი კარგად მოიფიქროთ. წლის მფარველის, კეთილმოსურნე კურდღლის გულის მოგება რთული არაა. სამოსი კურდღლის ოთხ მთავარ მახასიათებელს უნდა შეესაბამებოდეს. ესაა სინაზე, სიმშვიდე, სიკეთე და სიმსუბუქე. გაიხსენეთ კურდღლის ჩაცმულობა: მისი ბეწვი ბზინვარე და მოელვარეა. ასეთი უნდა იყოს თქვენი ჩაცმულობა ახალი წლის ღამეს. კაშკაშა ნეონის ფერებზე (განსაკუთრებით მჟავე ყვითელი და ლიმონისფერი) უარი თქვით.
ცეცხლის სტიქია
ეზოთერიკოსები ცეცხლოვან ვერძს ურჩევენ ჩაცმულობას ბრჭყვიალა ფერებით, დიდი ქვებით და მასიური სამკაულებით. წითელი, ჟოლოსფერი და ცისფერი შესაფერისია. აი, ნარინჯისფერი შეუფერებელია, ის კარიერულ კიბეზე წინსვლაში ნეგატიურად მოქმედებს.
მეფე ლომმა ნაზი კურდღელი თავისი ჩაცმულობით არ უნდა შეაშინოს, ამიტომ ყავისფერი, ყვითელი და მწვანე აირჩიეთ. სტილი ოქროსფერი აქსესუარებით გააზავეთ. ტანზე მომდგარი სამოსი არ უნდა იყოს, რომ სტილი არ გააფუჭოს.
საზრიანმა მშვილდოსანმა უნდა შეარჩიოს იასამნისფერი, ლურჯი ან თეთრი ჩაცმულობა, რომელსაც გარეთ რამდენჯერმე ჩაიცვამს. მთავარი კრიტერიუმი: პრაქტიკულობა და მოხერხებულობა. ტანსაცმელი მშვილდოსანს უნდა უხდებოდეს, მის ღირსებებს ხაზს უსვამდეს და ნაკლოვანებებს მალავდეს.
წყლის სტიქია
მეგობრული, ზოგჯერ ჯიუტი კირჩხიბისგან ვერცხლისფერი ბზინვარება უნდა მოდიოდეს. იასამნისფერი, ნაცრისფერი ან ვერცხლისფერი აირჩიეთ. სამკაული ცივ ვერცხლისფერში უნდა იყოს. რბილი ჭრის სამოსი შეარჩიეთ. აქსესუარებს მკვეთრი კუთხეები არ უნდა ჰქონდეს.
იდუმალმა მორიელმა შავი ან ყავისფერი კაბა ან ამავე ფერის კოსტიუმი უნდა შეარჩიოს. ტყავი და ჯაჭვის აქსესუარები კარგი გამოსავალია.
ნიჭიერმა თევზებმა აქცენტი ლურჯზე უნდა გააკეთოს. ეს შეიძლება იყოს ნაჯერი აკვამარინი ან მოთეთრო–ცისფერი. ნიჟარა და მარგალიტი აქსესუარად გამოიყენეთ. მთავარია, ზედმეტად სერიოზული ან ელეგანტური სტილი არ შექმნათ. მაკიაჟის სქელი ფენა არ წაისვათ. მაკიაჟი მაქსიმალურად ბუნებრივი უნდა იყოს.
მიწის სტიქია
პრაქტიკულმა კურომ მწვანე და ყვითელ ფერებს ყურადღება უნდა მიაქციოს. მყვირალა წითელი და ნარინჯისფერი არ გამოგადგებათ. მასალად ნაზი პლუში ან რბილი ხავერდი გამოიყენეთ. თუ ბრჭყვიალა კოსტუმსა და კაბას შორის ირჩევთ, მეორე აირჩიეთ. არ შეცდებით!
ქალწული ისეთივე პრაქტიკულია, როგორც კურო (შეიძლება მეტადაც). მწვანე, ყვითელი და ყავისფერი გამოიყენეთ. კაშკაშა და ჭყეტელა (როგორც წითელია) სამოსი არ გამოგადგებათ. კურდღელი უნდა მოიზიდოთ და არა დააფრთხოთ. სამკაულად ნახევრად ძვირფასი ქვები, მაგალითად, აქატი ან მალაქიტი გამოიყენეთ.
თხის რქამ, რომელიც მიზანს ყოველთვის აღწევს, ახალი წლის ღამეს ნაქსოვი სვიტერი ან ტრიკოტაჟის კაბა უნდა ჩაიცვას. თეთრი, იასამნისფერი ან მწვანე ფერის სამოსი შეარჩიეთ. სტილს წითელი და ოქროსფერი დეტალები შემატეთ. ეს შეიძლება იყოს ჩანთა ან შარფი, ასევე საყვარელი საყურე.
ჰაერის სტიქია
ცოტა თავქარიან ტყუპებს შეუძლიათ ორი სამოსი შეიძინოს, რომ მისი ბუნების მრავალმხრივობას ხაზი გაუსვას. წარმატებული ფერები: ლურჯი, ნაცრისფერი, იასამნისფერი, ჟოლოსფერი, წითელი და ყვითელი. მთავარია, მწვანე არ იყოს. ოქროს ან ვერცხლის სამკაულები გამოიყენეთ.
ეზოთერიკოსები სასწორს ურჩევენ, რომ 2023 წელში ნაზი მეწამულის, ცისფერი ან ნებისმიერი სხვა პასტელური ფერის კაბით შეფრიალდნენ. მკვეთრ სილუეტებს და კუთხოვან დეტალებს მოერიდეთ.
კომუნიკაბელურმა მერწყულმა უნდა აირჩიოს რაღაც უჩვეულო. ვერცხლისფერი, ოქროსფერი ან რძისფერი ელფერები შესაფერისია. მარტივი შავი ან წითელი შეუფერებელია, ისინი თქვენს ჩაცმულობას ამარტივებენ, ოდნავ აუფასურებენ კიდეც.
თქვენი სტილი ზედმეტი ფასონებით არ გადატვირთოთ. ზომიერად მარტივი, ერთფერიანი ჩაცმულობა შეარჩიეთ და შემატეთ მომგებიანი დეტალები – ქამრით, ასიმეტრიით, ღია მხრებით, დეკოლტეთი. არ დაგავიწყდეთ, რომ 2023 წლის სიმბოლოს ნეონის ფერები და ცხოველური პრინტები არ მოსწონს. სამოსი გონივრულად აირჩიეთ. კურდღელი სიჩქარეს არ დააფასებს.