ბრძენმა დეიდამ მასწავლა, როგორ დავამწნილო ვაშლი ისე, რომ ზომიერად მჟავე და რბილი იყოს

342

ვაშლის მწნილის კარგი რეცეპტი ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს. ასეთი გემრიელობა რთულ პერიოდში დაგეხმარებათ. სადღესასწაულო სუფრაზე შინ ჩალბობილი ვაშლის გატანის არ შეგრცხვებათ. Vivien გიამბობთ, როგორ დაამწნილოთ ვაშლი სწორად, რომ საოცრად ნაზი გამოვიდეს.

ვაშლის მწნილის რეცეპტი

ვაშლის საშემოდგომო ან საზამთრო ჯიშები დასამწნილებლად იდეალურია. უფრო მაგარია და ჩვეულებრივ ყუთებში უკეთ ინახება. თუ ასეთ ვაშლს ჩაალბობთ, საბოლოოდ ფაფას არ მიიღებთ. ჩალბობილი ვაშლი იდეალური კონსისტენციის და ფორმის გამოვა. არაფერი დაიშლება.

ხილის მომზადება

ვაშლის დამწნილებას დიდი დრო და საშუალება არ სჭირდება. ამის გაკეთება ორი მეთოდით შეიძლება. პირველი მეთოდი უფრო თანამედროვეა, მეორე – ავთენტური. პირველი მეთოდისთვის დაგჭირდებათ ვაშლი და მინის ქილა, სადაც მწნილს შეინახავთ. მეორე მეთოდის შემთხვევაში ცოტა ძალისხმევის გაღება მოგიწევთ.

ასეთი მეთოდი ხის კასრში ვაშლის დამწნილებას გულისხმობს. ადრე სწორედ ასე აკეთებდნენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მწნილისთვის დამდუღრული ჩალა გამოიყენოთ. ხორბლის გამოიყენეთ, თუმცა ჭვავის ჩალაც გამოგადგებათ. ჩალა კასრის ძირსა და გვერდებზე დააფინეთ, რომ ვაშლი არ დაზიანდეს. ჩალა ვაშლს განუმეორებელ გემოს და არომატს აძლევს.

ხის კასრში ჩადებულ ვაშლის თითოეულ ფენას ჩალის ფენა დააფარეთ. როცა ყველაფერს ჩატუმბავთ, ხილს სპეციალური მარილწყალი შეგიძლიათ დაასხათ. პირველი 5 დღე ყურადღება მიაქციეთ და თუ საჭიროა, მარილწყალი დაუმატეთ. ხილი სითხეს აქტიურად შეიწოვს, ხოლო ზედა ნაწილი საჭირო სითხის გარეშე შეიძლება დარჩეს. ასეთი ვაშლი სწრაფად გაფუჭდება და მთელი ქილა გამოუსადეგარი გახდება.

უნივერსალური მეთოდი

ინგრედიენტები:

  • ვაშლი
  • 1 ს/კ მარილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • წყალი

მომზადების წესი:

1. შერჩეული ვაშლი დასამწნილებლად მოამზადეთ. თანაბარი ზომის, პატარა და დაზიანების გარეშე უნდა იყოს. თითოეულ ვაშლს ყუნწები შეგიძლიათ მოაშოროთ. ვაშლი კარგად გარეცხეთ და ქაღალდით ოდნავ შეამშრალეთ.

2. ვაშლი ამ რეცეპტით მინის ქილაში შეგიძლიათ დაამწნილოთ. ინგრედიენტების რაოდენობა სამლიტრიან მინის ქილაზეა გათვლილი. ვაშლი ქილაში ფრთხილად ჩადეთ, ოდნავ ჩატუმბეთ. შაქარი და მარილი მოაყარეთ, შემდეგ წყალი დაასხით.

3. ქილას ჩვეულებრივი პლასტმასის თავსახური დაახურეთ. შემდეგ ფრთხილად შეანჯღრიეთ, რომ მარილი და შაქარი ქილაში თანაბრად გადანაწილდეს. გაითვალისწინეთ, რომ თავიდან ქილიდან ცოტა სითხე შეიძლება გადმოიღვაროს. ქილის ქვეშ ღრმა თასი, რაიმე ლანგარი, სადგამი ან რაღაც მსგავსი დადეთ.

4. აი, ვაშლის მწნილის მარტივი რეცეპტი. გემრიელი ჩალბობილი ხილი სამზარეულოში შეგიძლიათ მოამზადოთ. ვაშლის მწნილი ბნელ კუთხეში შეინახეთ, რომ სინათლის პატარა სხივიც არ მოხვდეს. პირველი შედეგი მომზადებიდან 14 დღის შემდეგ შეგიძლიათ გასინჯოთ.

ვიტამინების საწყობი

ვაშლის მწნილი დიდხანს ინახება, ამიტომ შენახვის ვადაზე არ იდარდოთ. თუ გაქვთ ადგილი, დუღილის პროცესის დასრულების შემდეგ ქილა მაცივარში შეინახეთ. ასე არა მხოლოდ გემრიელ, არამედ სასარგებლო ვიტამინების ნარევს მიიღებთ. ცივ სეზონზე იდეალურია.