მარტივი მაგალითი, რომელმაც მთელი ინტერნეტი ააწრიალა

1836

როგორი თავდაჯერებულიც არ უნდა იყოს ზრდასრული ადამიანი, მარტივი მაგალითების ამოხსნა ყოველთვის ადვილი არაა. ამის არ შეგრცხვეთ. დრო მიდის და სასაცილო სკოლის ცოდნაც გვავიწყდება. ეს ნორმალურია, რადგან უმეტესობას უბრალოდ არ ვიყენებთ.

შევთანხმდეთ. დღეს რამდენიმე სასკოლო მაგალითის ამოხსნას ეცდებით. თუ ყველა ამოცანის სწორად ამოხსნას ვერ შეძლებთ, იმედს არ გაიცრუებთ. ასე გონებას გაავარჯიშებთ. შფოთვას და ყოველდღიურ საზრუნავს დროებით დაივიწყებთ.

მარტივი მაგალითების ამოხსნა

პირველი მათემატიკური ამოცანა თქვენს წინაშეა. ყურადღებით შეისწავლეთ და არ იჩქაროთ. გაიხსენეთ, რა თანმიმდევრობა არსებობს ასეთ მაგალითებში. ეს პატარა მინიშნებაა.

ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ ჩაინიშნოთ, რამდენ წუთში შეძლებთ უმარტივესი მაგალითის ამოხსნას. მაგალითად, მეორეკლასელი რამდენიმე წამში ამოხსნის. კარგი, ოროსანს დაახლოებით წუთი დასჭირდება. თქვენ?

ახლა გავარკვიოთ. ასეთ მაგალითებში არითმეტიკული მოქმედებების თანმიმდევრობის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ შეხედეთ, თუ არის მაგალითში გამრავლება ან გაყოფა. როგორც ხედავთ, არის. გამოდის, რომ 1 × 0 = 0. 2 ÷ 2 = 1.

ძირითად ნაწილს დაუბრუნდით და მოქმედება რიგის მიხედვით შევასრულეთ. ამრიგად, ჯერ ექვსს ნული გამოაკელით, შემდეგ მიღებულ ექვსს დაუმატეთ ერთი. 6 – 0 + 1 = 7. ესეც მთელი სიბრძნე!

სხვათა შორის, ამ მაგალითში ფრჩხილები რომ ყოფილიყო, ჯერ იმას ამოხსნიდით, რაც მასში იყო. ფრჩხილები არაა, ამიტომ გამოთვლის მეორე ეტაპზე გადავედით, ანუ გამრავლებასა და გაყოფაზე. როგორც ხედავთ, ამ მაგალითში რთული არაფერია. ახლა ამ სირთულის ნებისმიერ ამოცანას ამოხსნით.

მაგალითების ნაკრები

1. ამ მაგალითში წილადმა რიცხვმა 0,5 შეიძლება დაგაბნიოთ. გასაკვირი არაა, რომ ხელი მაშინვე კალკულატორისკენ მიიწევს. როგორ გავყოთ ნატურალური წილადზე? გვჯერა, გამოგივათ. თუ არა, მაშინ სტატიის ბოლოს ამოხსნას ჩახედეთ.

2. აქ ყველაფერი მარტივია. გაიხსენეთ, რა განვიხილეთ სტატიის დასაწყისში. არითმეტიკული მოქმედებების თანმიმდევრობა ყველაფრის გარკვევაში დაგეხმარებათ. იმოქმედეთ.

3. ამ მაგალითში რიცხვი წილადზე უნდა გაყოთ. საინტერესოა, გახსოვთ როგორ კეთდება?

პასუხები

  1. მან, ვისაც მათემატიკასთან ხშირი შეხება აქვს, კარგად იცის, რომ 0,5-ზე გაყოფა, იგივე 2-ზე გამრავლებაა. სწორედ ამიტომ, მარტივ და გასაგებ მაგალითს ვიღებთ, რომლის ამოხსნა რთული არაა. 30 × 2 – 1 = 60 – 1 = 59.
  2. ფრჩხილებს მიხედეთ, შემდეგ თითოეული მოქმედება რიგის მიხედვით. ასე მიიღებთ 24 ÷ 6 (4 – 3 + 2 – 1) = 24 ÷ 6 × 2 = 4 × 2 = 8.
  3. ამ მაგალითის ამოსახსნელად მათემატიკის სასკოლო პროგრამიდან ერთი მარტივი ხრიკი უნდა გაიხსენოთ. რიცხვის წილადზე გაყოფა იგივეა, რომ ის ამ წილადზე მრიცხველის და მნიშვნელის ადგილების შეცვლის შემდეგ გაამრავლოთ, ასე ცოტა სხვა, მაგრამ გასაგებ ფორმას ვიღებთ: 9 – 3 * 3 + 1 = 9 – 9 + 1 = 1.

ამით მაგალითები დღეს დავასრულოთ. იმედი გვაქვს, რომ რუტინული ყოველდღიურობა ცოტათი განტვირთეთ და სკოლის დრო გაიხსენეთ.