პრესა და საზოგადოება სამეფო ოჯახის წევრებს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს. ახლა, როცა ჩარლზი მეფე გახდა, ხოლო კამილა – დედოფალი, დღე და ღამე ცნობისმოყვარეების თვალთახედვის არეში იქნებიან. Vivien გიამბობთ, რას აკეთებს დედოფალი კამილა, რომ უფრო მოხდენილი გამოჩნდეს. სამეფო ოჯახის წევრებს ჰყავთ ბევრი სტილისტი, რომლებიც თითოეულ იმიჯზე უმცირეს დეტალებამდე ფიქრობენ. იციან, როგორ დამალონ სხეულის ნაკლოვანებები და ღირსებებს ხაზი გაუსვან. პრინცესა ქეითის და ახალგამომცხვარი დედოფლის მიღებების მაგალითებზე ფორმის მიხედვით სტილის შერჩევა შეგვიძლია ვისწავლოთ.
დედოფალი კამილა: მეფე ჩარლზის მეუღლის მოხდენილობის საიდუმლო
- კიმონოს სტილის ჩაცმულობა – თუ კამილას ფოტოებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ხშირად ასეთ ჩაცმულობას ატარებს. დედოფლის სიმაღლე 172 სმ–ია. ძალიან ცოტა ან ბევრი არაა. ვიზუალურად უფრო მაღალი რომ გამოჩნდეს, კიმონის სტილის ტაფტის ან შიფონის კაბა იდეალურია. მონილითური სტილი სხეულს უფრო მოხდენილს აჩენს. ქურთუკი წელს ავიწროებს, ხოლო მაღალი საყელო კისერს აგრძელებს. სილუეტი დაბალანსებული ხდება.
- დეკოლტე – კამილას სტილისტების კიდევ ერთი ხრიკი. დედოფალი ყოველთვის ირჩევს ჩაცმულობას მცირე დეკოლტით, განსაკუთრებით V ჭრილით. კამილას სხეული ღია ნაწილებით კარგად გამოკვეთილია, რომელიც სამკაულებით შეგიძლიათ მორთოთ.
სამეფო პირები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. მათ ნაკლოვანებების დამალვა და ღირსების ჩვენება სჭირდებათ. უდავოდ, მონარქიის სტილისტებისგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის თითოეული წევრი ყოველთვის იდეალურად გამოიყურება.