ტესტი, რომელიც ურთიერთობაში თქვენს პრობლემებს ნებისმიერ ფსიქოლოგზე უკეთ განსაზღვრავს

435

პრობლემებს თავად ვქმნით. თუ ურთიერთობაში შავი პერიოდი დადგა, როგორც წესი, ადამიანის სიტყვები და ქცევაა დამნაშავე. Vivien გთავაზობთ ტესტს, რომელიც ნებისმიერ ფსიქოლოგზე უკეთ გეტყვით, რატომ გაქვთ სირთულეები ურთიერთობაში. სურათს ყურადღებით დააკვირდით და გვიპასუხეთ, რა დაინახეთ პირველად.

  • მოხუცი თეთრი წვერით – თუ სურათზე მოხუცი გრძელი წვერით დაინახეთ, ახალ ურთიერთობაში ძველი წარუმატებელი გამოცდილება ხელს გიშლით. სავარაუდოდ, ყოფილმა პარტნიორმა დიდი ტკივილი მოგაყენათ. ახლა შინაგანი ტრავმა ხელს გიშლით, რომ სხვა ადამიანს გული გადაუშალოთ და თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის უფლება მისცეთ. შიშობთ, რომ იმავე შეცდომას დაუშვებთ. იქნებ, მტკივნეული დაშორებიდან მცირე დრო გავიდა. საკუთარ თავს აღდგენის და ტრავმაზე მუშაობის დრო მიეცით. განახლების შემდეგ იგრძნობთ, რომ ახალი სიყვარულისთვის მზად ხართ. წარსულ წარუმატებლობებზე არ იდარდოთ. ყოფილი პარტნიორის ქცევა ამჟამინდელის აღქმაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს.
  • ორი თეთრი ჩიტი – თუ სურათზე ორი თეთრი ჩიტი დაინახეთ, ახალი ურთიერთობისგან ბევრს ელოდებით. გამოდის, რომ ზედმეტად იდეალურ რჩეულს ეძებთ. იმდენად მაღალი მოთხოვნები გაქვთ, რომ მხოლოდ სრულყოფილი ადამიანი შეძლებს მათ დაკმაყოფილებას. იდეალური მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში არსებობს და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. თუ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდებით, მთელი ცხოვრება მარტო შეიძლება დარჩეთ. მიწიერ მამაკაცებს შეხედეთ. იქნებ რომელიმე მათგანმა ნაკლოვანებებით თქვენი გულის მოხიბვლა შეძლოს.
  • მთები – ურთიერთობაში სირთულეს სხვადასხვა მიზეზი იწვევს. მთები ემოციურ გაუცხოებას ნიშნავს. ბევრი ფიქრობს, რომ ჩაკეტილი და რთული ადამიანი ხართ. ბევრი დრო უნდა გავიდეს, სანამ ახალ ადამიანს გულს გადაუშლით. იმის ნაცვლად, ადამიანები ახლოს მოუშვათ, კედელს და მაღალ მთებს აშენებთ, უფრო შორდებით. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანთან ურთიერთობის აგება რთულია. ალბათ, ამ პრობლემების შესახებ იცით. არ დაიტანჯოთ, რომ ბოლომდე გაიხსნათ და თქვენი თავი ვინმეს მთლიანად მიუძღვნათ. პარტნიორს ნაბიჯ–ნაბიჯ ენდეთ, შორს არ წახვიდეთ, სანამ თავს კომფორტულად არ იგრძნობთ. თქვენს თავს დრო მიეცით. დაე, ეს რამდენიმე თვე ან წელი იყოს. თუ გიყვართ ადამიანი და ამის ღირსია, ადრე თუ გვიან თქვენს ნამდვილ მეს გაიცნობს.

იმედი გვაქვს, რომ ეს ტესტი დაგეხმარათ იმის გარკვევაში, თუ რა სირთულეებს განიცდით ურთიერთობაში და რა მიზეზით. გისურვებთ, რომ სირთულეები გადალახოთ და რჩეულთან ჰარმონიული კავშირი შექმნათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს