რუკოლის სარგებელი. ვინ უნდა მიირთვას 1 კონა მწვანილი ყოველდღე

469

ყველასთვის ცნობილია, რომ ახალი ბოსტნეულის და მწვანილის სალათი ვიტამინების და ანტიოქსიდანტების საწყობია. კიტრის, პომიდვრის, კომბოსტოს და მწვანე ხახვის სამკურნალო თვისებების შესახებ ყველამ იცის. მაგრამ რა სარგებელი აქვს რუკოლს? ეს მცენარე ჩვენი კერძების შემადგენლობაში უფრო ხშირად ჩნდება. მას გამოხატული ცხარე გემოს გამო ვაფასებთ. მწვანილი სალათში ახალ ბოსტნეულს იდეალურად ეთავსება, ასევე ბოსტნეულის, ხორცის და თევზის კერძებს შეგიძლიათ დაუმატოთ. ფოთლების ლამაზი ფორმა გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისი სარგებელიც არ უნდა დაგავიწყდეთ. რა თქმა უნდა, მწვანილი რაციონში უნდა ჩართოთ. რუკოლის სარგებელი ჯანმრთელობაზე უსაზღვროა. ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, იმუნომოდულატორი და ენერგიის წყაროა, ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს. Vivien გიამბობთ, რა სარგებელი აქვს რუკოლს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

რუკოლის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი

  • საჭმლის მომნელებელი სისტემა – რუკოლა ბევრ უჯრედისს და საკვებ ბოჭკოებს შეიცავს. ამის წყალობით საჭმლის მონელებაზე დადებითად მოქმედებს. ფოთოლი საჭმლის მონელებას აჩქარებს, ნაწლავების მოძრაობას აძლიერებს და კუჭის წვენის წარმოებას ზრდის. თუ კუჭის წყლული გაწუხებთ, რუკოლს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ამერიკელი მეცნიერების თქმით, ამ დაავადების დროს მცენარე რაციონში უნდა ჩართოთ.
  • სისხლძარღვები – ალბათ, გსმენიათ ცუდი და კარგი ქოლესტერინის შესახებ? პირველი უნდა მოიშოროთ, ხოლო მეორე ორგანიზმისთვის სასარგებლოა. რუკოლა ცუდი და კარგი ქოლესტერინის თანაფარდობას ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ცვლის. გარდა ამისა, მცენარე სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს.
  • კანი – ხალხური მედიცინა ამტკიცებს, რომ რუკოლის წვენი პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლაში და კოჟრების მოშორებაში დაგეხმარებათ. რუკოლის თესლის ნახარში ჰემატომას გასაწოვად და ჭრილობების სწრაფად შესახორცებლად მოამზადეთ.
  • ანტისეპტიკური თვისებები – რუკოლა ბევრ ეთერზეთს და ფიტონციდს შეიცავს. ეს ელემენტები ბაქტერიებს და ვირუსებს აქტიურად ებრძვის. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით მცენარე სიბერესთან ბრძოლაში და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციაში დაგეხმარებათ.
  • შარდმდენი ეფექტი – სუსტი შარდმდენი ეფექტი აქვს. ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, წიდებს და ტოქსინებს გამოდევნის. რუკოლა ორგანიზმში წყალი–მარილის ბალანსს აწესრიგებს.

კულინარიაში რუკოლის გამოყენება შეუზღუდავია. ნებისმიერ ბოსტნეულის სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ. წასახემსებელს საინტერესო გემოს შემატებს. გარდა ამისა, პიცას, კრემსუპს, ბუტერბროდს შეგიძლიათ დაუმატოთ.