არომატულ ვაშლის ღვინოს სახლში ვაკეთებ. 3 მარტივი რეცეპტი

278

ჩემი ოჯახი წლებია ღვინოს სახლში ამზადებს. ყოველ წელს სხვადასხვა ხილიდან გემრიელ ალკოჰოლურ სასმელს ვამზადებთ. კვრინჩხის, ალუბლის, გარგარის და, რა თქმა უნდა, ყურძნის ღვინის გაკეთება ნაცადი გვაქვს. წელს ვაშლის კარგი მოსავალი ავიღეთ, ამიტომ ვაშლის ღვინოს მოვამზადებთ. რომელი ტექნოლოგია გამოვიყენოთ? სჭირდება წყლის დამატება? ამ კითხვებზე Vivien სიამოვნებით გიპასუხებთ და 3 კარგ რეცეპტს გიზიარებთ. აირჩიეთ ნებისმიერი, რომელიც მოგწონათ.

1. ვაშლის ღვინო ლიმონით და საფუარით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ვაშლი
  • 1,5 კგ შაქარი
  • 4,5 ლ წყალი
  • 1 ს/კ დარიჩინი
  • 20 გ საფუარი
  • 2 ლიმონი

მომზადების წესი:

  1. ვაშლი გარეცხეთ. ნაჭრებად დაჭერით. მდუღარე წყალი დაასხით და პრესის ქვეშ 4 დღე გააჩერეთ.
  2. ვადის გასვლის შემდეგ წარმოქმნილი სითხე გადაწურეთ, ლიმონის წვენი, დარიჩინი და საფუარი დაუმატეთ.
  3. მიღებული ნარევი სიბნელეში გრილ ადგილას შეინახეთ, რომ დუღილის პროცესი სწორად წარიმართოს. როცა შეწყდება, მიღებულ მასას აურიეთ და კიდევ 2–3 დღე გააჩერეთ.
  4. ვაშლის ღვინო კიდევ ერთხელ გადაწურეთ. კასრში ჩაასხით და 6 თვე შეინახეთ. ამის შემდეგ ბოთლებში ჩაასხით და გრილ ადგილას შეინახეთ.

2. სწრაფი ვაშლის ღვინო დარიჩინით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ვაშლი
  • 700 გ შაქარი
  • 1 ს/კ დარიჩინი
  • 2 ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ვაშლი გარეცხეთ, დაჭერით და ქვაბში მოათავსეთ.
  2. წყალი და დარიჩინი დაუმატეთ, ქურაზე დადგით. ხილის დარბილებამდე ხარშეთ.
  3. სითხე საწურში გადაწურეთ და გარკვეული დროით გააჩერეთ, რომ დუღილის პროცესი მოხდეს.
  4. როცა სითხე დადუღდება, შაქარი დაუმატეთ და 2–3 დღე გააჩერეთ. შემდეგ ისევ გადაწურეთ.
  5. ბოთლებში ჩაასხით და გრილ ბნელ ადგილას შეინახეთ.

3. ვაშლის ღვინოს თაფლით

ინგრედიენტები:

  • 3 ლ ნატურალური წვენი
  • 1 კგ თაფლი
  • 3 ლ წყალი
  • ღვინის საფუარი

მომზადების წესი:

  1. ზოგჯერ ღვინის მოსამზადებლად ხილის წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში ვაშლის წვენი ქვაბში ჩაასხით და ისე გააცხელეთ, რომ ტემპერატურა 100 გრადუსზე ნაკლები (დაახლოებით 80-90 გრადუსი) იყოს.
  2. თაფლი წყლის ორთქლზე გააცხელეთ. როცა თხელი გახდება, ვაშლის წვენს დაუმატეთ, აურიეთ და ნარევი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
  3. საფუარი დაუმატეთ. ეს შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით გააკეთეთ. ჭურჭელს პარკი დააფარეთ და 1 კვირა გააჩერეთ. ზოგჯერ პროცესს 8 დღე სჭირდება.
  4. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ღვინო გადაწურეთ და ბნელ გრილ ადგილას 30–60 დღე შეინახეთ.
  5. რამდენიმე თვეში სასმელი ქილებში ჩაასხით და კიდევ 1 კვირა ბნელ გრილ ადგილას შეინახეთ. ამის შემდეგ ღვინო შეგიძლიათ გასინჯოთ.

რაც უფრო დიდხანს შეინახავთ ღვინოს, მით უფრო გემრიელი გახდება. რამდენიმე წლის ღვინო უფრო ღირებულია. აირჩიეთ ვაშლის ღვინის რეცეპტი და მოამზადეთ გემრიელი სასმელი, რომლითაც მეგობრებსაც და ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდებით.