თუ ქალის გარდერობში ან კოსმეტიკის ჩანთაში ჩაიხედავთ, მის ხასიათზე ბევრ რამეს გაიგებთ. ტუჩსაცხის ფერი გიამბობთ, რა თვისებების დამალვას ცდილობს ქალი. საყვარელი ფეხსაცმელი პიროვნებას დეტალურად აღწერს. დაფიქრდით, როგორი ფეხსაცმელი მოგწონთ ყველაზე მეტად და თქვენი ხასიათის აღწერა წაიკითხეთ.
საყვარელი ფეხსაცმელი
- კედი ან ბოტასი – სახლიდან გასვლამდე დილემის წინაშე ვდგებით: რომელი ფეხსაცმელი ჩავიცვათ? დღეს ქუსლიანი ავირჩიო თუ კომფორტული ბოტასი ჩავიცვა და საქმეებზე გავეშურო? თუ ისევ და ისევ უპირატესობას სპორტულ ფეხსაცმელს ანიჭებთ, გულახდილი და თავდაჯერებული ხართ. მტკიცე, თამამი და უკომპრომისო ხასიათი გაქვთ. საკმარისი მეგობრები გყავთ, მაგრამ თქვენი გარემოცვიდან ბევრს პირდაპირობის და გულწრფელობის გამო არ მოწონხართ. არაკეთილმოსურნეები არც გადარდებთ. თუ მიზანი გაქვთ, მისკენ მთელი სიჩქარით მიიწევთ.
- ბალეტკა – ოდრი ჰეპბერნის საყვარელი ფეხსაცმელი. თუ ცნობილი მსახიობის მსგავსად ამ კომფორტულ, მაგრამ ელეგანტურ ფეხსაცმელს უპირატესობას ანიჭებთ, გულისხმიერი, კეთილი და ყურადღებიანი ხართ. სახლის კომფორტი თქვენი პრიორიტეტია. ბუნებამ თქვენში ჩადო სხვებზე ზრუნვა, დაუცველების მფარველობა და უსახლკარო ცხოველების მოვლა. კაცს უყვარს ქალი, რომელსაც დაცვა სჭირდება და თქვენ ასეთი ხართ.
- ქუსლიანი ფეხსაცმელი – მაღალქუსლიანი ფეხსაცმლიდან უკარება დედოფალს ჰგავხართ. თქვენზე პირველი შთაბეჭდილება: თავდაჯერებული, ნათელი, მიზანდასახული და მომთხოვნი ქალი. გულში დაუცველი და მგრძნობიარე ხართ. სახლში, როცა 15 სმ ქუსლიან ფეხსაცმელს იხდით და ჩუსტს იცვამთ, უწყინარი და ჰარმონიული ქალი ხდებით.
- დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი – ასეთი ფეხსაცმელი საქმიან ქალს მოსწონს. ზუსტად იცის, რა სურს. შეიძლება გახდეს მშვენიერი უფროსი და შემსრულებელი დაქვემდებარებული. ამბიციური, პრაქტიკული და შრომისმოყვარე ხართ. ზოგჯერ სხვების სწავლა, მათთვის გამოცდილების გაზიარება გიყვართ, თუმცა არავის მისცემთ უფლებას, რომ რამე გასწავლოთ.
- მიული – თამამი მოდის მიმდევრების არჩევანი. ამ კომფორტული მოდელის მოყვარულებს წესრიგი და კონტროლი მოსწონთ. პედანტი და თავშეკავებული ხართ. დაგვიანება, დაუმთავრებელი საქმე და წაუკითხავი წიგნი გაღიზიანებთ. თქვენი ცხოვრება მოწესრიგებული და გაწერილია. პასუხისმგებლობა არ გაშინებთ, მაგრამ სპონტანურობას ვერ იტანთ.
- შუზი – შუზი ყველაფერს უხდება, საზაფხულო კაბას და საშემოდგომო პალტოს, კოლგოტთან, წინდასთან ერთად ან უბრალოდ შიშველ ფეხზე. თუ ეს თქვენი საყვარელი ფეხსაცმელია, სიმართლის მოსასმენად მოემზადეთ. ჩაკეტილი და ყოველთვის საღ გონებაზე ხართ. კეთილმოსურნე გარეგნობის მიუხედავად კარგად არავინ გიცნობთ. საკუთარ თავზე და მიზნებზე კონცენტრირებული ხართ. ყოველთვის სასურველს აღწევთ.
საოცარია, როგორ შეუძლია საყვარელ ფეხსაცმელს ჩვენი საიდუმლოებების გაცემა. მოდით, სტერეოტიპები მოვიშოროთ. ბალეტკა ყოველთვის რომანტიკული არაა, ხოლო ქუსლიანი ფეხსაცმელი – თავდაჯერებულობის ნიშანი. თითოეულ ჩვენგანში ემოციების მთელი ორკესტრია. სხვადასხვა ხასიათის მქონე ქალების კარადაში ნებისმიერი განწყობისთვის შესაფერის ფეხსაცმელს იპოვით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს