ყველა ადამიანს თავისი განსაზღვრული სახიფათო თვისება აქვს, რომელიც მას აუტანელ და ხალხისთვის არასასიამოვნო ადამიანად აქვს. იცით, თუ რა არის თქვენთვის მსგავსი თვისება? მოდით გავარკვიოთ, თუ რას გვეტყვის ასტროლოგია, უფრო ზუსტად კი თქვენი ზოდიაქოს ნიშანი.
ვერძი
ვერძში ყველაზე სახიფათოა მისი მოულოდნელი ემოციური აფეთქება და იმპულსურობა. როცა ვერძი გაბრაზებულია, მას შეუძლია ადამიანს თავს დაესხას და თავისი სიტყვებით და ქცევებით აწყენინოს. ვერძი ყოველთვის არ ფიქრობს, სანამ იმოქმედებს, რითაც ბევრ შეცდომას უშვებს – სამაგიეროდ შემდეგ სწრაფად მშვიდდება.
კურო
მისი სიჯიუტე აუტანელია. შეუძლებელია მას აზრის შეცვლა ან კომპრომისზე წასვლა აიძულოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მარტივად შეიძლება მცირე ჩხუბი ან სკანდალი მოგიწყოთ. კუროს მთლიანად გაბრაზება მარტივი არაა, მაგრამ მისი ბრაზი უბრალოდ საშინელი შეიძლება იყოს.
ტყუპები
ისინი არა სანდო და არა ორგანიზებულნი არიან. რა თქმა უნდა, ტყუპები თქვენს გაქურდვას არ აპირებს, მაგრამ ადვილად შეიძლება საყვარელი ყელსაბამი გთხოვოს და შემდეგ უბრალოდ დაკარგოს. ისინი უპასუხისმგებლოები არიან და სხვის გრძნობებზე ნაკლებად ფიქრობენ.
კირჩხიბი
კირჩხიბს განწყობის ხშირი ცვლილება ახასიათებს. თუ მას გულს ატკენთ, ამაზე ძალიან მძაფრი რეაქცია ექნება. ეს ნიშანი ემოციებმა შეიძლება გაანადგუროს, არამდგრად პიროვნებად აქციოს და არა რაციონალურად მოქცევა აიძულოს.
ლომი
ლომის ყველაზე საშიში თვისება – მისი პასიური აგრესიულობაა. ლომი ძლიერი და მამაცი გვეჩვენება, მაგრამ მათ ბნელი მხარეც აქვთ: თავდაუჯერებულობა, მხარდაჭერის ქონის აუცილებლობა და მარტოობის შიში. მათ დიდი რაოდენობით ყურადღება სჭირდებათ და ადამიანებით აქტიურად მანიპულირებას მოახდენს, რომ სასურველს მიაღწიოს.
ქალწული
ქალწული სიზუსტის მოყვარულია. თუ მას ვინმეს მოკვლის სურვილი ექნება, ეს ალბათ იდეალური მკვლელობა იქნება, სადაც ყველა დეტალი წინასწარ გათვლილი იქნება. როცა ქალწულს რაიმე დანაშაულს ეჭვი გეპარებათ, იცოდეთ, ისინი ამის გამკეთებლები არიან.
სასწორი
მას ემოციების შეკავება ახასიათებს, შემდეგ კი ერთ მშვენიერ დღეს ეს ემოციები შადრევანით იფრქვევა. არავის აქვს წარმოდგენა, რომ სასწორს ამის გაკეთება შეუძლია. ამ ნიშანს საშინელი ემოციური კრიზისი აქვს, რომლის დროსაც სხვების გრძნობებს შეურაცხყოფს.
მორიელი
მორიელის ყველაზე საშიში თვისება – შურისძიების სურვილი. ამაში მას თანასწორი არ ჰყავს. ის იდეალურ გეგმას მოიფიქრებს, შემდეგ მოთმინებით სათანადო დროს დაელოდება, რომ წარმოუდგენელი თავდასხმა განახორციელოს. მორელი წყენას იშვიათად ივიწყებს, მაშინაც კი თუ მას ბოდიში მოუხადეს.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს უბრალოდ ტაქტი არ გააჩნია. ის შეიძლება იყოს უხეში და პარტნიორი სასტიკად მიატოვოს ან მეგობარს უსიამოვნო რამ უთხრას. მშვილდოსანი თვლის, რომ ის უბრალოდ პირდაპირია, მაგრამ ვერც ამჩნევს, თუ სხვა ადამიანებს რამხელა ტკივილს აყენებს.
თხის რქა
თხის რქის ყველაზე სახიფათო თვისება – თანაგრძნობის არ არსებობაა. ის ცივი და ემოციების წუწურაქია. თუ თქვენ დახმარება გჭირდებათ (მაგ. ფულის სესხება) თხის რქას არ სთხოვოთ, რადგან ლექციას წაგიკითხავთ იმის შესახებ, რომ ფინანსების მართვა უნდა ისწავლოთ და პრობლემებით სხვები არ უნდა შეაწუხოთ.
მერწყული
მერწყულს ზოგადი სურათის დანახვა არ შეუძლია. თუ ვინმე, ან რამე ამ დროისთვის მისთვის სასარგებლო არაა, მაშინ მერწყულს ეს ნივთი ან ადამიანი საერთოდ არ აინტერესებს. ეს ნიშანი გადაწყვეტილებას ხანგრძლივი გათვლების გარეშე ღებულობს. მას შედეგის მიღება ახლავე სურს და სხვა დანარჩენი არ აინტერესებს.
თევზები
თევზების ყველაზე სახიფათო თვისება – დესტრუქციული ჩვევებისკენ მიდრეკილება: ალკოჰოლი, სიგარეტი, აზარტული თამაში და ბევრი ჭამაც კი. თევზებს კომფორტზე უარის თქმა არ უყვარს და თუ მას რამე ძალიან სურს, ამ ცდუნებაზე საკუთარ თავს უარს არ ეტყვის.