აღმოჩენა ზარმაცებისთვის: რა შეუძლია „ფლავის“ რეჟიმს მულტისახარშში

339

მულტისახარში თანამედროვე სამზარეულოს მოწყობილობაა, რომელიც დიასახლისის ცხოვრებას ამარტივებს. ერთ ნივთში ტაფის, ქვაბის, ღუმელის და ორთქლსახარში ქვაბის ფუნქციები გაერთიანებულია. მოსახერხებელი და პრაქტიკულია! „ფლავის“ რეჟიმი მულტისახარშში ნამდვილი აღმოჩენაა. ფიქრობთ, რომ მულტისახარშის ეს რეჟიმი მხოლოდ აღმოსავლური ბრინჯიანი კერძის მოსამზადებლად გამოგადგებათ? არა! მასში იმალება შესაძლებლობები, რომლის გაგებას ექსპერიმენტებით შეძლებთ. Vivien გიამბობთ, რომელი კერძები შეგიძლიათ მოამზადოთ „ფლავის“ რეჟიმზე. ფლავით საქმე არ მთავრდება!

რატომ ჩავრთოთ „ფლავის“ რეჟიმი მულტისახარშში

  • იდეალური კარტოფილი – თუ გამომცხვარი კარტოფილი გიყვართ, „ფლავის“ რეჟიმი აირჩიეთ. ღუმელში გამომცხვარი ბოსტნეული ან ძალიან მშრალია ან ძალიან რბილი. აი, შერჩეულ რეჟიმზე უმაღლესი კლასის კერძს მოწითალო ქერქით მიიღებთ. კარტოფილი თანაბრად ცხვება და იდეალური კონსისტენცია აქვს.
  • გემრიელი პელმენი – პელმენზე მარტივი კერძი არ არსებობს. მარტოხელები ამ ნახევრად მზა პროდუქტს იმარაგებენ, რადგან მისი მომზადება მარტივია. დაღლილი და საქმიანი დიასახლისებიც პელმენს ხშირად ხარშავენ. „ფლავის“ რეჟიმზე ძალიან გემრიელი გამოდის, არ იშლება და ერთმანეთს არ ეწებება. 500 გ გაყინული პელმენი მულტისახარშის თასში მოათავსეთ, 250 მლ წყალი და 30 გ კარაქი დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და მომზადებამდე ხარშეთ.
  • ფხვიერი მაკარონი – მაკარონი სოუსის გარეშე საკმაოდ უგემური კერძია. სავახშმოდ არომატული და გემრიელი პასტა რომ მოამზადოთ, ნახევარი ჭურჭლის დასვრა მოგიწევთ. თუ, რა თქმა უნდა, მულტისახარშს არ იყენებთ! მაგალითად, მაკარონი პაფლოტსკი შეგიძლიათ მოამზადოთ. მაკარონი და შემწვარი ფარში თასში მოათავსეთ, მარილი და სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ. რეჟიმი დააყენეთ და მომზადების დასრულებას დაელოდეთ.

„ფლავის“ რეჟიმი ნამდვილი აღმოჩენაა. გარდა ამისა, მოწყობილობა მომზადების შემდეგ გაცხელების რეჟიმზე გადადის, ანუ ცხელი და არომატული ვახშამი გელოდებათ, თუნდაც დროულად ვახშმობა ვერ მოასწროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს