მოემზადეთ ზამთრისთვის: 5 საუკეთესო სახის ნიღაბი, რომელიც თავად შეგიძლიათ გააკეთოთ

670

შემოდგომის ეკვატორი ის დროა, როცა კანის სათანადოდ მოვლაზე უნდა დაფიქრდეთ. სიცივე მის ხარისხზე ნეგატიურად აისახება. აქერცვლა, სიმშრალე და არასაკმარისი დატენიანება ჯერ კიდევ ყინვების დაწყებამდე გვაწუხებს. ძლიერი სიცივისთვის მოემზადეთ და ყველაფერი გააკეთეთ, რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ. Vivien გირჩევთ, ზამთრისთვის სახის ნიღბები სახლში მოამზადოთ.

ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი საშუალება კანს ატენიანებს და დაბალი ტემპერატურის ნეგატიური ზემოქმედებისგან იცავს. ასე რეკლამირებულ დამატენიანებელ კრემებზე ფულს არ დახარჯავთ. გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეფექტური ნიღბები სახლში.

სახის ნიღბები ზამთარში: 5 რეცეპტი

  1. ხილის ნიღაბი – 2 ჩ/კ ციტრუსის წვენი (ლიმონი, ფორთოხალი ან გრეიფრუტი), 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი, 2 ჩ/კ ცხიმიანი ხაჭო ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ნიღაბი სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  2. ცხიმიანი კანის ნიღაბი – 1 ს/კ შვრიის ფანტელები დაფქვით. 1 ს/კ კეფირი და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. აურიეთ და სუფთა კანზე წაისვით. 15 წუთში კარგად ჩამოიბანეთ.
  3. მწვანე ნიღაბი – ისპანახის ნიღაბი ძალიან მარტივად მზადდება. ფოთლები მსხვილად დაჭერით და წყალში მოხარშეთ (წყალს მარილი არ დაუმატოთ). ისპანახი მარლაზე გადაიტანეთ. კომფორტულად მოეწყვეთ და მოხარშული მწვანილი სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე დაიფინეთ. 15 წუთში მოიშორეთ და კარგად ჩამოიბანეთ.
  4. ბანანის ნიღაბი – ნახევარი ბანანი ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ. 5 წვეთი ახალდაწურული ლიმონის წვენი და 0,5 ჩ/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. სახეზე წაისვით და 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
  5. არაჟნის ნიღაბი – ელემენტარულად მზადდება. 1 კვერცხის გული და 1 ს/კ ცხიმიანი არაჟანი აურიეთ. სახეზე წაისვით. 10 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კანი ქაღალდის პირსახოცით გაიმშრალეთ.

თუ ნიღბის ინგრედიენტებზე ალერგია არ გაქვთ, თამამად მოამზადეთ. რეგულარულად გამოიყენეთ და სახის კანზე სათანადოდ ზრუნვას შეძლებთ. სიცივე და ქარი მის მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს