იდეალური ხრაშუნა კარტოფილი ფრი. გიზიარებთ საიდუმლო რეცეპტს

512

უმეტესობა ჩვენგანი სწრაფი კვების პროდუქტების მიმართ გულგრილი არაა. ჯანსაღი საკვები არაა, მაგრამ იდეალური ქერქის მქონე ხრაშუნა კარტოფილის ჭამა გვინდა! სამწუხაროდ, ბევრს სახლში ტაფაზე მხოლოდ „ოჯახური“ კარტოფილის შეწვა გამოდის. Vivien გიზიარებთ საიდუმლო ხრიკს, როგორ შეწვათ იდეალური ხრაშუნა ჩიფსი (ასე უწოდებენ ფრის მთელ მსოფლიოში) სახლის პირობებში.

რატომ არ გამოგვდის სახლში ხრაშუნა კარტოფილი – კარტოფილის სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა რაოდენობის სახამებელს შეიცავს. რაც უფრო მეტი სახამებელი აქვს, მით უფრო ჩაიხარშება. როგორ გამოვთვალოთ სახამებლის შემცველობა კარტოფილში თვალით? მარტივად, ფერს დააკვირდით.

  • თეთრი კარტოფილი ყველაზე მეტ სახამებელს შეიცავას. ნაზი პიურეს მოსამზადებლად იდეალურია.
  • ყვითელი კარტოფილი საშუალო რაოდენობის სახამებელს შეიცავს, ამიტომ ღუმელში გამოსაცხობად გამოგადგებათ.
  • წითელი კარტოფილი ყველაზე ცოტა სახამებელს შეიცავს, ამიტომ შესაწვავად და ხრაშუნა კარტოფილის მოსამზადებლად შესაფერისია.

როგორ შევწვათ კარტოფილი ფრი სახლში – გიამბობთ, როგორ შეწვათ კარტოფილი სახლში, რომ ხრაშუნა ქერქი მიიღოთ. აქ საიდუმლო ინგრედიენტი გვაქვს!

  1. კარტოფილი გათალეთ. თხელ და გრძელ ზოლებად დაჭერით, როგორც ფრი.
  2. ცივ წყალში მოათავსეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ.
  3. კარტოფილის ნაჭრები გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ, რომ ზედმეტი სახამებელი მოაშოროთ. პირსახოცით ან ქაღალდით გაამშრალეთ.
  4. საიდუმლო ხრიკი, რომლის წყალობით ხრაშუნა კარტოფილს მიიღებთ. სახამებელი, რომელიც უმ კარტოფილში ბევრია, საშუალებას არ აძლევს, რომ ხრაშუნა გახდეს. აი, მშრალი კულინარიული სახამებელი, რომელიც ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება, იდეალური ხრაშუნა ქერქის მიღებაში დაგეხმარებათ. რამდენიმე სუფრის კოვზი მშრალი სახამებელი, მარილი და სანელებლები აურიეთ. გამოიყენეთ,  ხმელი ნიორი და ტკბილი წითელი პაპრიკა, რომელიც კარტოფილს მოწითალო ფერს ანიჭებს.
  5. კარტოფილი ამ ნარევში ამოავლეთ. კარტოფილი მანამდე კარგად უნდა გააშროთ.
  6. ანტიმიწვის საფარის მქონე ტაფა ან ღრმა ქვაბი გამოიყენეთ. ვიწრო ჭურჭელი მაღალი გვერდებით გამოიყენეთ, რომ ბევრი ზეთი არ დახარჯოთ.
  7. ზეთი ჩაასხით და ძლიერ გაცხელება აცადეთ. პორციებად კარტოფილი ჩაყარეთ. ბევრი ერთად არ ჩაყაროთ. კარტოფილის ნაჭრები ზეთში უნდა ცურავდეს და ერთმანეთს არ ეკვროდეს.
  8. 5 წუთით მოამზადეთ. დრო თავად დაარეგულირეთ. მოწითალო ქერქის მიღებას დააკვირდით. ზოგს ღია ოქროსფერი მოსწონს, ზოგს კარამელის შეფერილობა.
  9. შემწვარი კარტოფილი ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ზეთი დაიწუროს.
  10. ესეც ასე. იდეალური ხრაშუნა კარტოფილი მზადაა!

ასეთი ხრაშუნა კარტოფილი იდეალური წასახემსებელია. ნებისმიერი სოუსი იდეალურად უხდება. მაგალითად, ტყემალი, არაჟანი–ნივრის სოუსი ან წითელი პომიდვრის სოუსი აჯიკით. ხრაშუნა კარტოფილი სუფრიდან წამებში გაქრება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს