გამომცხვარი ქათამი: რა წავუსვათ ცხობის წინ, რომ ხრაშუნა და მოწითალო ქერქი მივიღოთ

854

ყოველთვის, როცა სუპერმარკეტში შემწვარი ქათმის არომატს გრძნობთ, შეუძლებელია ყიდვის ცდუნებას გაუძლოთ. საოცრად გემრიელი ხორცი სახლშიც შეგიძლიათ მოამზადოთ. მთავარია, იცოდეთ, რა მოსასხმელი გამოიყენოთ. ასე ხრაშუნა ქათამს სწრაფად და გემრიელად გამოაცხობთ. მზა ხორცის წვნიანობა და არომატი გაგაოცებთ. გადაწყვიტეთ, რა შედეგის მიღება გსურთ: ოდნავ ოქროსფერი ქერქი თუ ძლიერ შემწვარი. ამის მიხედვით საჭირო მოსასხმელი გამოიყენეთ, რადგან ამ საკითხში მთავარ როლს თამაშობს.

ხრაშუნა ქათმის მომზადების საუკეთესო მეთოდები

რა წავუსვათ – მოწითალო ქათმის მისაღებად სპეციალური მოსასხმელი მოამზადეთ. ასე ოქროსფერ გემრიელ ქერქს მიიღებთ. გამდნარი კარაქი დაჭრილ კამას და დაჭყლეტილ ნიორს აურიეთ. ასეთი ნარევი ქათამს საოცარ არომატს მიანიჭებს. მაქსიმალურად გემრიელი და ხრაშუნა ქერქის მისაღებად ბარდის კონსერვის წყალი გამოიყენეთ. აქაფებამდე ათქვიფეთ. ნარევი ქათამს წაუსვით და ძლიერ მოწითალო ქერქით აღფრთოვანდით!

მომზადების რეკომენდაციები – თუ წვნიანი და ნაზი ხორცის მიღება გსურთ, შიგთავსზე დაფიქრდით. ქათმის ხორცი ცხობისას რომ არ გამოშრეს, აირჩიეთ შიგთავსი, რომელიც კერძს წვნიანობას მიანიჭებს.

გამომცხვარი ქათამი ბარდით და ლორით

ინგრედიენტები:

  • 1 ქათამი
  • 300 გ ლორი
  • 5 კბილი ნიორი
  • კარაქი შესაწვავად
  • 250 გ დაკონსერვებული ბარდა
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. ლორი პატარა კუბებად დაჭერით.
  2. კარაქი ტაფაზე გაადნეთ. ლორი და ნიორი 5 წუთით შეწვით. ცეცხლს დაუწიეთ. დაკონსერვებული ბარდა დაუმატეთ და აურიეთ.
  3. ქათამი კარგად გარეცხეთ. ქაღალდით გაამშრალეთ. ხორცს მარილი და შავი წიწაკა წაუსვით.
  4. ქათამი ლორით და ბარდით გაავსეთ. ნახვრეტი შამფურით დაამაგრეთ.
  5. მწვანე ბარდის კონსერვის წყალი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. ქერქს წაუსვით. საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ფრთების ბოლოებს ფოლგა დააფარეთ.
  6. ქათამი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ. პერიოდულად გამოსული წვენი მოასხით.

ლორით და ბარდით გავსებული ქათამი საცხობ ფორმაში ბოსტნეულის ბალიშზე გამოაცხვეთ. ხორცის წვენის წყალობით, რომელიც ცხობისას გამოიყოფა, საოცრად გემრიელ და არომატულ გარნირს მიიღებთ. გემრიელ ქათამს ხრაშუნა ქერქით და წვნიანი ბოსტნეულით მიიღებთ. გემრიელად მიირთვით!