ბინძური ნივთები ბინაში, რომელთა გაწმენდა ყველას ავიწყდება

518

მაშინაც კი, თუ წესრიგი მაქსიმალურად გიყვართ და ბინაში ყველაფერს ალაგებთ, მაინც არის ჭუჭყიანი ნივთები, რომელთაც ნაკლებ ყურადღებას აქცევთ. მათზე გროვდება მტვერი, ჭუჭყი, ბაქტერიები და შემდეგ ეს ყველაფერი მთელ შენობაში ვრცელდება. Vivien გიამბობთ, რა უნდა გაწმინდოთ სახლში პირველ რიგში.

ბინძური ნივთები ბინაში, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

  1. ოთახის მცენარე – რამდენად ხშირად გახსენდებათ ოთახის მცენარე? როცა უნდა გამოკვებოთ ან გადარგოთ? ის, რომ ფოთლებს გაწმენდა სჭირდება, ბევრს ავიწყდება. ოთახის მცენარე თავისით ვერ დაიბანს. მცენარე ჰაერს წმენდს, ამავდროულად მტვერს, ჭუჭყს, ობობის ქსელს აგროვებს. ეს ყველაფერი რეგულარულად უნდა მოაშოროთ. დიდ ფოთლებს ჭუჭყი სველი ღრუბლით მოაშორეთ. პატარაფოთლებიან მცენარეს შხაპი მოუწყვეთ, მიწას პარკით დააფარეთ.
  2. ნაგვის ვედრო – ერთი შეხედვით, ნაგვის ვედროს რეგულარულად გაწმენდა ლოგიკურია. ნაგვისგან დაცლის გარდა რეგულარულად უნდა გარეცხოთ. ბევრი ამას მხოლოდ ბინის გენერალური დალაგებისას აკეთებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვედრო დახურულ ადგილას, მაგალითად, ნიჟარის ქვეშ კარადაში ინახება. ნაგვის ვედროზე ყველაზე მეტი ჭუჭყი და ბაქტერია გროვდება, თუნდაც შიგნით პარკი იყოს ჩაფენილი. ვედროს გარეცხვა 5 წუთის საქმეა, უბრალოდ სადეზინფექციო საშუალებით დაამუშავეთ და წყლით გარეცხეთ.
  3. გამომრთველი და კარის სახელური – კვლევის თანახმად, კარის სახელური ყველაზე ჭუჭყიანი ადგილია სახლში. ეს განსაკუთრებით ეხება შემოსასვლელის კარს, რადგან ქუჩიდან არც თუ ისე სუფთა ხელებით ვაღებთ. ოთახებს შორის კარებსაც თავისი წილი ჭუჭყი და ბაქტერია ხვდება. გამომრთველზეც იგივე ისტორიაა. კვირაში რამდენჯერმე სველი სალფეთქით გაწმინდეთ, რომ სახელურს და გამომრთველს ჭუჭყი მოაშოროთ.  შემოსასვლელი კარი გარედან სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ. რჩევა: იგივე გამომრთველსა და როზეტებზე, ასევე ტელეფონის სატენსა და სხვა ნივთებზე შეგიძლიათ გაიმეოროთ. კვირაში მინიმუმ ერთხელ ანტიბაქტერიული სალფეთქით გაწმინდეთ.
  4. ფანჯრის რაფა, მილი და ბატარეა – ოთახში მტვრის მოშორებისას ფანჯრის რაფა ხშირად გვავიწყდება. როგორც წესი, ფარდის მიღმაა და მასზე დაგროვებულ მტვერს და ჭუჭყს ვერ ვამჩნევთ. სწორედ ამიტომ, ბინის დალაგებისას არ დაგავიწყდეთ ფანჯრის რაფა სველი ჩვრით გადაწმინდოთ. იგივე ფანჯრის ქვეშ ბატარეას და მილს ეხება. გათბობის სეზონზე უფრო ხშირად გაწმინდეთ, რადგან მასზე მტვერი გროვდება, იწვის და ჰაერში ვრცელდება. ორ კვირაში ერთხელ ჭუჭყი მოაშორეთ.
  5. სამზარეულოს უჯრები და თაროები – სამზარეულოში უჯრები გაწმინდეთ. ბევრი მხოლოდ ფასადს აქცევს ყურადღებას. გარედან ყველაფერი მოწესრიგებულია, მაგრამ შიგნით გროვდება მტვერი, ჭუჭყი, ნამცეცები და პროდუქტების ლაქები. ზოგჯერ უჯრების დაცლა და ყველაფრის გაწმენდა გვეზარება. თვეში ერთხელ ყველაფერი გამოალაგეთ და შიდა ზედაპირები გაწმინდეთ. სხვა შემთხვევაში, მწერები შეიძლება გამოჩნდეს ან ობი წარმოიქმნას, თუ იქ სითხე და კონსერვი ინახება.

ალბათ, ზოგიერთი მათგანი ძალიან იშვიათად გახსენდებათ. გირჩევთ, რომ „შეუმჩნევლის“ შემჩნევა ჩვევად გქონდეთ. ასე ბინა სუფთა და უსაფრთხო იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს