3 მეთოდი, როგორ მოიშოროთ ნაოჭები სელის გამოყენებით

804

სილამაზის ნემსები აუცილებელია, რომ კანის ტონუსი და ელასტიურობა გაზარდოთ. ამ საქმეში სელის თესლი დაგეხმარებათ. მისგან მზადდება ეფექტური გელი, რომელსაც ცნობილი ლიფტინგის ეფექტი აქვს. ძვირადღირებული პროცედურა საჭირო არაა. ხელნაკეთი საშუალება ნაოჭებს მოგაშორებთ, სახის კანს დაჭიმავს, ასაკობრივ მოშვებულობას გააქრობს. არა მხოლოდ გელი, არამედ თავად თესლი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ პიგმენტური ლაქების გაღიავება გსურთ, აქაც დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში, რამდენიმე დამატებითი ინგრედიენტი უნდა დაუმატოთ. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ სელის თესლი სილამაზისთვის.

3 მარტივი მეთოდი ნაოჭების მოსაშორებლად

  • საშუალება 1 – პირველი მეთოდი გელის მომზადებას ითვალისწინებს. 3 ს/კ სელის თესლი პატარა ქვაბში ჩაყარეთ. 1 ჭიქა სუფთა წყალი დაასხით. ქურაზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. როცა ქაფი გათეთრდება, ქურიდან გადმოდგით. მარლა რამდენიმე ფენად გაკეცეთ. მარლაში ოდნავ შეგრილებული ნარევი გადაწურეთ, რომ სელის თესლი მოაშოროთ. გელი სუფთა მინის ქილაში ჩაასხით და თავსახური კარგად დაახურეთ. გელი სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე წაისვით. ნახევარ საათში კარგად ჩამოიბანეთ.
  • საშუალება 2 – სელის თესლი, რომელიც გელის მომზადების შემდეგ დაგრჩათ, არ გადაყაროთ. ხელზე ნაზად შეიზილეთ. 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ხელის კანი რბილი და გლუვი გახდება.
  • საშუალება 3 – სელის გელიდან კიდევ უფრო ეფექტური საშუალება შეგიძლიათ მოამზადოთ, რომ სიბერის ნიშნებს ებრძოლოთ. მარტივი ტექნოლოგიაა. 3 ჩ/კ სელის გელი პატარა ღრმა ჭურჭელში (თასი ან ჭიქა) გადაიტანეთ. 1 ს/კ სქელი ნატურალური უშაქრო იოგურტი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. 1 ს/კ ბრინჯის ფქვილი და 1 ს/კ ქოქოსის ზეთი წაუსვით. კვლავ აურიეთ. მზა ნარევი სახესა და ყელზე სუფთა კანზე წაისვით. 30 წუთში წყლით ჩამოიბანეთ. იოგურტი კანის გათანაბრებას და გაღიავებას ხელს უწყობს, ბრინჯი – ახალი უჯრედების წარმოებას. ეფექტურ შედეგს მხოლოდ საშუალების სწორად მომზადების შემთხვევაში მიიღებთ. მომზადებისთანავე გამოიყენეთ. არ შეინახოთ.

სელის თესლში შემავალი ცხიმოვანი მჟავების აღმდგენი თვისებები კანის ტონუს აუმჯობესებს და ნაოჭების წარმოქმნას ხელს უშლის. ასეთი გელი რეგულარულად გამოიყენეთ და შედეგი არ დააყოვნებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს