ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც 2023 წელი ბედის საჩუქრებს უმზადებს

5503

ახალი წლის მოლოდინი ყოველთვის იმედის და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსია. ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს ამ საკითხში გაუმართლებს. ხუთ იღბლიანს სასიამოვნო და ნანატრი ცვლილებები ელით. Vivien გიამბობთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება ცხოვრებისეული ცვლილებები 2023 წელს.

  • ვერძი – ვერძი დიდი ხანია ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება სტაგნაციაშია. ის ახსენებს საბავშვო კოსტიუმს, რომლიდანაც დიდი ხანია გაიზარდა, მაგრამ მაინც იცვამს. ვერძმა თავისას მიაღწია. 2023 წელს კარდინალური ცვლილებები ელის, რომელიც მის პიროვნებას ახალ ეტაპზე აიყვანს. ვერძი ცხოვრების დონის ხარისხიანად შეცვლას, ხელფასის გაზრდას შეძლებს. საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც მოსალოდნელია. ამ ცეცხლოვანი ნიშნის ცხოვრებაში ცვლილებები მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის. ასე რომ შავ კურდღელს მადლობა გადაუხადეთ.
  • კირჩხიბი – 2023 წლის მფარველი შრომისმოყვარე კირჩხიბს უყურადღებოდ არ დატოვებს. მომავალ წელს ბედი გაუღიმებს და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებს. მისი შრომა ანაზღაურდება და თან მსხვილი ფულით. კარიერა ერთ ადგილზე არ გაჩერდება. დიდი პასუხისმგებლობისთვის, მივლინებისა და ახალი ნაცნობებისთვის უნდა მოემზადოს.
  • სასწორი – პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელის. მარტოხელა სასწორი მეორე ნახევარს იპოვის. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ოფიციალურად დაკანონების შესანიშნავი შანსია. დაოჯახებულმა სასწორმა საბავშვო საწოლი და ეტლი უნდა შეიძინოს, ოჯახში მატება ელოდება.
  • თხის რქა – ვარსკვლავები ამ ნიშანს პირად ცხოვრებაში ცვლილებებს ჰპირდება. შანსი აქვს, რომ გაწყვიტოს ურთიერთობა, რომელიც აღარ აბედნიერებს. ეს დრო პიროვნული განვითარებისა და შინაგანი ჰარმონიის მოსაძებნად გამოიყენეთ. მარტო დიდხანს არ დარჩებით. ბედი კიდევ ერთ საჩუქარს მოგიტანთ – ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდით.
  • თევზები – ოჯახური პრობლემები, რომლებიც დიდხანს გაწუხებდათ, მეორეხარისხოვანი გახდება. კონფლიქტი თავისით მოგვარდება, ურთიერთობაში სიმშვიდე დაისადგურებს. 2023 წელს ახალ მეგობრებს და საიმედო საქმიან პარტნიორებს შეიძენთ. ასტროლოგები გაფრთხილებთ: ზამთარში სპონტანურ ხარჯს თავი აარიდეთ. თითოეული გარიგება კარგად უნდა გაიაზროთ.

ცვლილებები ყოველთვის კარგია. გამოდის, რომ ცხოვრება ერთ ადგილზე არ დგას და წრეზე არ დადის. ამ ხუთ ზოდიაქოს ნიშანს შესანიშნავი შანსი აქვთ, რომ წინ გაიჭრან, შავი კურდღლის კეთილგანწყობა გამოიყენონ. შანსი ხელიდან არ გაუშვათ.