6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ბრძანებების გაცემა უყვართ და იციან, მიზანს როგორ მიაღწიონ

1837
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ბრძანებების გაცემა უყვართ და იციან, მიზანს როგორ მიაღწიონ
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ბრძანებების გაცემა უყვართ და იციან, მიზანს როგორ მიაღწიონ

იყო ძლიერი და ავტორიტეტული ადამიანი არც თუ ისე ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „ავტორიტეტულს“ შეიძლება უარყოფითი ქვეტექსტი ჰქონდეს, ეს ძალიან სასარგებლო თვისებაა ზოგიერთ სიტუაციაშია. რატომ? რადგან ამ ადამიანებმა იციან, თუ რა სურთ, ისინი დაჟინებულნი არიან და ტყუილის და თამაშის დრო არ აქვთ. ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უყვართ ხელმძღვანელობა და საკუთარ მიზნებს ნათლად ხედავენ?

ვერძი

ვერძი დაწყებულ საქმეს ყოველთვის ასრულებს. ის არა მხოლოდ ცდილობს ცხოვრების ყველა ასპექტში ნომერ პირველი იყოს, არამედ სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს. თუ ვერძი გუნდში მუშაობს, მის მამოძრავებელი ძრავა ხდება. ყველა კომპანიას ვერძი რომ მართავდეს, სამყარო უფრო მეტ პროგრესს მიაღწევდა. მათ ბოროტს ვერ უწოდებთ, მაგრამ შეიძლება უცებ აფეთქდნენ და ემოციების გავლენის ქვეშ წყობილებიდან გამოვიდნენ, ასევე ზედმეტი თქვან და ძალიან გაწყენინოთ. მიუხედავად ამისა, როცა ვერძი დამშვიდდება, ინანიებს და პატიებას გთხოვს. ისინი გაბედულნი, თავდაჯერებულნი და ლიდერებად დაბადებულნი არიან.

ლომი

ლომი ისეთი უნიკალური დესპოტია, რომ მისი სერიოზულად აღქმა რთულია. მაშინ როცა ზოდიაქოს სხვა ნიშნები ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე მართავენ, ლომი ძალიან ქედმაღლურად და ამაყად იქცევა. ისინი ხალხის მართვას ყოველთვის ვერ ახერხებენ, მაგრამ მაინც დაჟინებით ცდილობენ. ეს ადამიანები ცოტათი ექსტრემალები არიან, ამასთან შეიძლება გულუხვი და საკმაოდ მკაცრი იყოს. ლომი ყოველთვის ხაზს გადადის და არავის უსმენს. ძალიან ავტორიტეტული არის და ურჩევნია მართოს ყველა, როგორც ნამდვილმა დიქტატორმა.

ქალწული

სამწუხაროდ, მისი მართვის სტილი ყველას არ უხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალწული ცუდი უფროსია, უბრალოდ ძალიან კრიტიკულია და ამას კარგი შედეგი არ მოჰყვება. ისინი ბევრს და პასუხისმგებლობით  მუშაობენ, მაგრამ თანამშრომლებს ხშირად შეურაცხყოფენ და მათ გრძნობენს ვნებენ. ავიწყდებათ რომ ადამიანს პირადი ასპექტიც აქვთ. როგორც არ უნდა იყოს, ქალწული თავის მიზანს მაქსიმალურად ეფექტურად აღწევს. მათ არ უყვართ, როცა თანამშრომლები საკუთარ საქმეზე ან პირად ცხოვრებაზე ზედმეტად ჩაციკლულნი არიან, ასეთ დროს ქალწული ნამდვილად გაღიზიანებული და გაბრაზებული ხდება.

სასწორი

სასწორს იმდენი ნიჭი არ აქვს, რომ ქვეშევრდომებზე პასუხისმგებლობა აიღოს, რადგან ხშირად მერყეობა ახასიათებთ. მიუხედავად ამისა, ისინი თავისებურად ძალაუფლების მქონენი არიან. განსაკუთრებით შემოქმედებითი მიმართულების სამსახურში ხელმძღვანელობას ახერხებენ. თუ სასწორი ადამიანთა ჯგუფს რომელიმე კრეატიულ პროექტში მართავს, ეჭვი არ შეგეპაროთ, შედეგი შესანიშნავი იქნება. სასწორი მშვიდი, მეგობრული, მომთმენი არის და კონსერვატიულობისკენ მიდრეკილი არაა. ამასთან, მათთან ფრთხილად იყავით, რადგან სასწორს საკმაოდ ბნელი მხარეც აქვს, რომელსაც გამოიყენებენ, როცა სჭირდებათ რომ იყვნენ ცივი და განცალკევებული. საერთოდ რაციონალური, კომუნიკაბელური და სამართლიანია.

მორიელი

მორიელი ბუნებით მმართველია. მის მეწვრილმანე ბუნებას დამატებული დომინირების სურვილი იქამდე მიდის, რომ ის გიჟდება, როცა რაღაც ისე არაა. ან თუ ფიქრობს, რომ რაღაც ისე არ მიდის. სინამდვილეში, მორიელი ითხოვს მორჩილებას შეკითხვების გარეშე და საქმის იდეალურად შესრულებას. ყურადღება მიაქციეთ, რომ მას ორჯერ გამეორება არ მოუწიოს. ქვეშევრდომები თვლიან, რომ მორიელი ეგოისტი და სასტიკია, უყვარს სხვების გაკრიტიკება, ასევე თვლიან, რომ მისგან უარყოფითი ენერგია მოდის. მორიელი შეიძლება ძალიან მკაცრი იყოს და ტკივილი მიაყენოს მათ, ვინც ახლოსაა.

თევზები

თევზების რბილმა ხასიათმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, გულის სიღრმეში ავტორიტეტული ხელმძღვანელები არიან. მათი მკაცრი მოთხოვნა ხშირად დაფარულია სტილით „ასე უფრო უკეთესი იქნება. თევზებს კარგი ინტუიცია აქვთ, ეს იმას ნიშნავს რომ მათ ადამიანების გაშიფრა და მათი ქცევის და ფიქრების წაკითხვა შეუძლიათ. თევზ-ხელმძღვანელს ხშირად უსიამოვნო ადამიანად თვლიან, რადგან ისინი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადიან. სამწუხაროდ, სხვებს ცუდი საქციელით, არა მეგობრული ტონით და დამოკიდებულებით ხშირად აოცებენ. ცუდი ისაა, რომ ცუდი დამახსოვრება იციან და დამნაშავეს ნამდვილი ჯოჯოხეთის გავლას აიძულებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს