კვლევები ადასტურებს: შვილების ყოლა ქორწინებას ანადგურებს

401

იოან კუზას უნივერსიტეტის (რუმინეთი) ფსიქოლოგებმა ქორწინებაში ურთიერთობაზე და მათზე მშობლობის გავლენის თემაზე 49 კვლევის სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს. ისინი იმედგამაცრუებელ დასკვნამდე მივიდნენ. ბავშვის დაბადების შემდეგ ოჯახში ქორწინებით კმაყოფილება მკვეთრად იკლებს. თუ ადრე ზოგიერთი წყვილი ამას მხოლოდ ვარაუდობდა, ახლა ამის მტკიცებულება არსებობს.

საერთო ჯამში კვლევებში 145 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ მაგალითზე ფსიქოლოგებმა აღნიშნეს, რომ ქალის ორსულობა და ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი ყველაზე კრიტიკული პერიოდია ოჯახში. ამ მომენტში ბევრი ოჯახი ინგრევა.

ჟურნალში Frontiers in Psychology გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის მიხედვით, ასეთი ქცევის მიზეზი ისაა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ პარტნიორებში ურთიერთობით კმაყოფილება მკვეთრად მცირდება. თუ ერთ–ერთი პარტნიორი ქორწინებაში უკმაყოფილოა, ეს მეორესაც „აინფიცირებს“. მშობიარობის მეორე წელს ქორწინებით უკმაყოფილების მაჩვენებელი მცირდება, მაგრამ არასდროს ქრება.

კვლევამ აჩვენა, რომ სტერეოტიპი „ბავშვი ბედნიერებაა“ არ მუშაობს. ოჯახში ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალი და კაცი დედის და მამის ახალ როლს ირგებს. მათთვის ეს გადასვლა რთულია. სოციალური როლების, დღის განრიგის შეცვლა – ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ ურთიერთობას იმდენი სიხარული აღარ მოაქვს, როგორც ადრე. ასევე რუმინელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუ ბავშვის გაჩენამდე წყვილში ძლიერი მიჯაჭვულობა იყო, ეს რთული მშობიარობის შემდგომი პერიოდის გადალახვაში დაეხმარებათ. თუ მიჯაჭვულობა მინიმალური იყო, ურთიერთობის გაწყვეტის ძალიან მაღალი რისკი არსებობს. ბევრ ოჯახში, შვილებით ან მათ გარეშე, წლების განმავლობაში ქორწინებით კმაყოფილება მცირდება, თუმცა შვილების ყოლა ურთიერთობაში იმედგაცრუებას მკვეთრად ზრდის.