სახლში გამომცხვარი პურის 5 მარტივი რეცეპტი დამწყები მცხობელებისთვის

485

პურის შინ გამოცხობა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, თუ გსურთ ახლობლები არომატული ცომეულით გაახაროთ. უფრო გემრიელს ვერ იპოვით. მაღაზიაში ნაყიდი პური შინ გამომცხვარს ვერ შეედრება. მისი მომზადება ნებისმიერს შეუძლია. მთავარია, რომ საცხობ საქმეში ჩაძირვა მარტივი რეცეპტებით დაიწყოთ. გაიგეთ, როგორ გამოაცხოთ გემრიელი პური სახლში, და სიმარტივით გაოცდებით. Vivien გთავაზობთ 5 რეცეპტს ნებისმიერი გემოვნებისთვის. რეცეპტები განსხვავებულია, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ. ესაა მარტივი მომზადება და საოცარი შედეგი.

როგორ გამოაცხოთ გემრიელი პური: მარტივი რეცეპტები

1. მოზელვის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 10 გ საფუარი
  • 365 მლ წყალი
  • 500 გ ხორბლის ფქვილი
  • 1,5 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. საფუარი და მარილი ღრმა თასში აურიეთ. თბილი წყალი დაასხით, აურიეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
  2. ცალკე ხორბლის ფქვილი და წყალი აურიეთ. საფუარის ნარევი დაუმატეთ. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. პირსახოცი დააფარეთ და 2 საათით სითბოში გააჩერეთ.
  3. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით, ცოტა ფქვილი მოაყარეთ. ცომი ჩაზილეთ. ფორმაში გადაიტანეთ და 180 გრადუსზე 40-50 წუთით აცხვეთ.

2. სიმინდის პური

ინგრედიენტები:

  • 375 გ ხორბლის ფქვილი
  • 50 გ სიმინდის ფქვილი
  • 250 მლ შრატი
  • 3 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი

მომზადების წესი:

  1. საფუარი ღრმა თასში ჩაყარეთ და თბილი შრატი დაასხით. მცენარეული ზეთი და თაფლი დაუმატეთ.
  2. გაცრილი ფქვილი და მარილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. ზეთწასმულ თასში გადაიტანეთ. პარკი დააფარეთ და 1 საათით სითბოში გააჩერეთ.
  3. ცომი ჩაზილეთ. ზეთწასმულ ტაფაზე გადაიტანეთ. პირსახოცი დააფარეთ და ნახევარი საათით სითბოში გააჩერეთ.
  4. მომავალი პური დანით ზემოდან დასერეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.

3. პური მზესუმზირის თესლით

ინგრედიენტები:

  • 150 გ ჭვავის ფქვილი
  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 270 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მზესუმზირის თესლი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

  1. საფუარი, მარილი, შაქარი და 1 ს/კ ხორბლის ფქვილი აურიეთ. პარკი დააფარეთ და 20 წუთით სითბოში გააჩერეთ.
  2. ორი სახეობის ფქვილი აურიეთ. საფუარის ნარევი და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. მზესუმზირის თესლი დაუმატეთ და ცოტა სქელი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელზე არ გეწებებათ. ზეთწასმულ  ღრმა თასში გადაიტანეთ, პირსახოცი დააფარეთ და 60 წუთით სითბოში გააჩერეთ.
  3. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფარეთ და ზეთი წაუსვით. ცომი ჩაზილეთ. საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და ცოტა თესლი მოაყარეთ. პირსახოცი დააფარეთ და ნახევარი საათით სითბოში გააჩერეთ.
  4. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.

4. უსაფუარო პური

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელები
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 11 გ გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა რძე
  • 20 გ თაფლი
  • 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. შვრიის ფანტელები დაფქვით. ხორბლის ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  2. ცალკე თაფლი და მცენარეული ზეთი აურიეთ. რძე დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. ორივე მიღებული ნარევი ერთმანეთს შეურიეთ. სველი ცომი მოზილეთ. მისგან ბურთი გააკეთეთ.
  4. ცომი ზეთწასმულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით აცხვეთ.

5. ბანანის პური

ინგრედიენტები:

  • 3 ბანანი
  • 90 გ კარაქი
  • 8 გ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 150 გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 180 გ ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი:

  1. ბანანს ქერქი მოაშორეთ, ჩანგლით დაჭყლიტეთ და გამდნარი კარაქი დაუმატეთ.
  2. კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ. კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილის ექსტრაქტი ბანანის მასას დაუმატეთ. გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ.
  3. ცომი კარაქწასმულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ. პურს გაგრილება აცადეთ და შემდეგ ფორმიდან ამოიღეთ. მზადაა!

გაფრთხილებთ, რომ შინ გამომცხვარი პური ისე დიდხანს არ ინახება, როგორც მაღაზიაში ნაყიდი! საქმე ნატურალურ კომპონენტებშია, რომელიც მასში შედის. ეს პრობლემა არაა. პური იმდენად გემრიელია, რომ დიდხანს არ გაჩერდება.