ვარცხნილობა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ

582

გრძელთმიანი ქალები ხშირად თმის მოკლედ შეჭრაზე ფიქრობენ, ხოლო მოკლეთმიანები საპირისპიროზე ოცნებობენ. სწორთმიანს დახვევა სურს, ხოლო ხუჭუჭას დასწორება. უმჯობესია, რომ ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეარჩიოთ, რომ ეჭვებმა არ შეგაწუხოთ! უდავოდ, თითოეულ ნიშანს უნიკალური და განუმეორებელი ხასიათი აქვს. თუ ამ ხასიათის ხაზგასმა გსურთ, სწორი ვარცხნილობა შეარჩიეთ. Vivien გიამბობთ, რომელი ვარცხნილობა შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

  • ვერძი – ამ შეუპოვარ და თავდაჯერებულ ქალს იდეალურად უხდება მოცულობითი ვარცხნილობა ტექსტურით და აჩეხილი კულულებით. ასეთი ვარცხნილობა მის ვნებიან ტემპერამენტს ხაზს უსვამს.
  • კურო – ამ ნიშნის წარმომადგენელი კონსერვატიულობით და კლასიკურ სტილთან მიდრეკილებით ცნობილია. საშუალო სიგრძის ვარცხნილობა, განსაკუთრებით ლონგ ბობი სცადეთ.
  • ტყუპები – მრავალმხრივი და მახვილი გონების ტყუპები ფერად სტილსა და ექსპერიმენტებზე გიჟდება. მოდური ვარცხნილობა ფრანგული ბობი წინამოთი მისთვის შესაფერისია. მის მგზნებარე ხასიათს იდეალურად ხაზს უსვამს.
  • კირჩხიბი – ცვალებადი ხასიათი აქვს. ემოციურ და მგრძნობიარე კირჩხიბს აუცილებლად ვარცხნილობის შეცვლა მოუნდება, ამიტომ მოკლე ვარცხნილობა მისთვის შესაფერისია. აი, გრძელი თმით ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ: დაასწოროთ, დაახვიოთ, შეკრათ ან სხვა რამ.
  • ლომი – ლომი ცხოველთა მეფეა, ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენელს შეეფერება ვარცხნილობა, რომელიც მთავარი მტაცებლის ფაფარს წააგავს. მოცულობითი ვარცხნილობა გაიკეთეთ, რომელიც თქვენზე უბრალოდ დიდებულად გამოიყურება.
  • ქალწული – მკაცრ და ელეგანტურ ქალს მსგავსი ვარცხნილობა საუკეთესოდ შეეფერება. ბობი ნიკაპამდე მის ხასიათს საუკეთესოდ გამოკვეთს.
  • სასწორი – კარგი მეგობარი და პარტნიორია. სხვებშიც ამ თვისებებს ეძებს. რომანტიკულ სასწორს მოვლილი გრძელი თმა რბილი ტალღებით უხდება.
  • მორიელი – ძლიერი და შეუპოვარია, ამიტომ უკომპრომისო ვარცხნილობა უხდება. სწორი ბობი მკაფიო ხაზებით მის მებრძოლ ხასიათს ხაზს უსვამს.
  • მშვილდოსანი – თავისუფლებისმოყვარე და ოპტიმისტია, სხვების აზრი არ აინტერესებს. ზუსტად იცის, რა სურს და რისკენ მიისწრაფვის. ამ მიზანდასახულ პიროვნებას ნაზი პიქსი მოუხდება.
  • თხის რქა – ამ ნიშანს პლანეტა სატურნი მართავს. თვითკრიტიკულია და საკუთარ თავს მკაცრ მოთხოვნებს უყუნებს. ვარცხნილობას სპონტანურად არ ირჩევს, როგორც ამას რომანტიკოსები აკეთებენ. მხრებამდე სიგრძის თმა საუკეთესოდ შეეფერება.
  • მერწყული – ორიგინალური აზროვნებით და არასტანდარტული მიდგომით გამოირჩევა. ბანალურობა მისთვის არაა. მერწყულს უხდება ვარცხნილობა ბობი ჩოპი, რომელიც კულულების ლამაზად ხაზგასმას ხელს უწყობს.
  • თევზები – შემოქმედებით და მგრძნობიარე თევზებს რბილი ვარცხნილობა მოუხდება. ვარცხნილობა წინამო–ფარდა ქალურობას ხაზს უსვამს. ვარცხნილობა შეგის შეგიძლიათ შეუთავსოთ.

რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანს, არამედ თქვენს სტილს და სახის ფორმას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები მხოლოდ მინიშნებაა, თუ საკუთარ უნიკალურ სტილს ეძებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს