გულის სამკურნალო სასმელის ეფექტური რეცეპტი: მომზადების ტექნოლოგია

384

ლიმონი, ნიორი და კოჭა გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. თუ მათ გააერთიანებთ, საოცარ შედეგს მიიღებთ. შინ მომზადებული სასმელი ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სისხლძარღვებს ფოლაქებისგან წმენდს. ეფექტური საშუალება იმუნიტეტს ზრდის. მთავარია, რომ რეგულარულად მიიღოთ. ასე მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ. ამის გარანტიას გაძლევთ!

ეფექტური საშუალების რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 3 ლიმონი
  • 4 სმ კოჭის ფესვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ჩ/კ სოდა

მომზადების წესი:

  1. საშუალო ზომის ლიმონი კარგად გარეცხეთ. სოდიან თბილ წყალში ჩადეთ, შემდეგ გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. ციტრუსი ქერქიანად რამდენიმე ნაწილად დაჭერით.
  2. კოჭის ფესვი აიღეთ. ქერქისგან გაასუფთავეთ. კოჭის ფესვი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
  3. ნიორი გაასუფთავეთ. კბილები მსხვილად დაჭერით.
  4. მზა ინგრედიენტები ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  5. ქვაბში 1 ლ სუფთა წყალი ჩაასხით. მიღებული ნარევი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და ქურიდან გადმოდგით. გაგრილება აცადეთ.
  6. საცერზე ორ ფენად დაკეცილი მარლა დააფარეთ. ცივი ნარევი გადაწურეთ. ამის შემდეგ ქილებში გადაანაწილეთ. თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

გამოყენების წესი – ხალხური სასმელი საღამოს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. 100 მლ საკმარისია. ეს 3 კვირა გააგრძელეთ. ამის შემდეგ 7 დღე დაისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. საშუალება მაშინაც შეგიძლიათ დალიოთ, თუ ქოლესტერინის შემამცირებელ მედიკამენტებს იღებთ. მზა სასმელს ცოტა თაფლი შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე უფრო ტკბილ და სასიამოვნო გემოს მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ დადებით შედეგს უკვე პირველივე კვირას მიიღებთ. აღსანიშნავია, რომ სასმელის ერთადერთი უკუჩვენება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების პრობლემებია. ამ საკითხს სერიოზულად მიუდექით და აუცილებლობის შემთხვევაში ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს