მეცნიერებმა განმარტეს, რატომ სურთ ემიგრანტებს სიცოცხლის ბოლოს სამშობლოში დაბრუნება

289

წინა კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანების უმეტესობას ნაცნობი საქმის კეთებას (მაგალითად, ნანახი და ახალი ფილმები) ახალი შთაბეჭდილების მიღება ურჩევნია, მაგრამ თუ ადამიანს ეტყვით, რომ გარკვეული პროცესი მალე დასრულდება, სავარაუდოდ, ნაცნობ საქმეს და ჩვეულ ადგილს აირჩევს. ეს ჩიკაგოს უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა დაადგინეს. მათი კვლევის შედეგები ჟურნალში Journal of Personality and Social Psychology გამოქვეყნდა.

კვლევაში 5900 ადამიანი მონაწილეობდა. პირველ ექსპერიმენტში 500 მონაწილეს ონლაინ ფორმატში და 663 სტუდენტს ოფლაინში სთხოვეს სცენარის წაკითხვა, რომელშიც ახალსა და ნაცნობს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინათ. მაგალითად, ახალი წიგნის წაკითხვა თუ კარგად ნაცნობი ნაწარმოების გადაკითხვა. ახალი ქალაქის მონახულება თუ ნანახი ადგილის ნახვა, რომელსაც სასიამოვნო მოგონებები უკავშირდება.

მონაწილეთა ნახევარს უთხრეს, რომ მათ ძველსა და ახალს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, მეორე ნახევარს ხაზი გაუსვეს: ბოლო შანსი გაქვთ, რომ ესა თუ ის წიგნი და ქალაქი აირჩიოთ, მეტი შესაძლებლობა არ გექნებათ. მეორე ჯგუფის მონაწილეები დაუფიქრებლად ხშირად ნაცნობ გამოცდილებას ირჩევდნენ. გამოდის, რომ საცდელი სუბიექტების უმეტესობას ურჩევნია დაუბრუნდეს კარგად ნაცნობ ადგილს, რომელსაც ცხოვრების გარკვეული პერიოდი უკავშირდება, ვიდრე ახალ და უცნობ ქალაქს, ქვეყანას.

მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ნაცნობი ნივთები ჩვენს ტვინს უფრო საიმედოდ ეჩვენება. ასე ხალხი, რომელიც უცხო ქვეყანაში მიდის, ხშირად იხსენებს სამშობლოს, რომელსაც მისი ზრდის მნიშვნელოვანი ეტაპები უკავშირდება.