იპოვეთ სლავური ამულეტი თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით

306

სხვადასხვა ხალხის კულტურა მრავალმხრივი და საინტერესოა. სლავების ცხოვრება სავსე იყო რუნებით, წარმართული ღმერთებით, რიტუალებით, ქურუმებით, კერპებით და კულტებით. თვლიან, რომ თითოეულ ადამიანს რომელიღაც სლავური ღმერთი იცავს. სწორად შერჩეული რუნა თილისმის როლს ასრულებს, პრობლემის მოგვარებასა და გამარჯვებაში გვეხმარება. რუნა დაბადების თარიღის მიხედვით აირჩიეთ. თანამედროვე ზოდიაქოს წრეს ჰგავს, მაგრამ 12-ის ნაცვლად 16 პერიოდად იყოფა.

  • ქალწული (28 აგვისტო – 20 სექტემბერი) – მფარველი ქალღმერთი ჯივა. მუდმივად განვითარებას ცდილობს, შეუპოვარი და მიზანდასახულია, ხალხთან საერთო ენას ადვილად პოულობს. სხვებისთვის საინტერესო ადამიანია. ზოგჯერ მომავლის პროგნოზირება შეუძლია. რუნა არსი სულიერად განვითარებასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. რუნა წყარო სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და ჭეშმარიტი სურვილების გაგებაში დაგეხმარებათ.
  • ტახი (20 სექტემბერი – 12 ოქტომბერი) – მფარველი სამართლიანობის ღმერთი რაჰმატი. მუდმივად სიმართლეს ეძებს, ტყუილს და ფარისევლობს გვერდს უვლის. პროვოკაციებს და სხვების დაჩაგვრას ვერ იტანს. საკუთარი თავისა და სხვების მიმართ მომთხოვნია. სინდისის მიხედვით ცხოვრობს. რუნა მშვიდობა დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, ოჯახური და ფინანსური კეთილდღეობის პოვნაში, ქორწინების გაძლიერებაში.
  • ქარიყლაპია (12 ოქტომბერი – 3 ნოემბერი) – მფარველი ქალღმერთი როჟანა, რომელიც ხალხს გვარის გაგრძელებასა და ოჯახური ტრადიციების დაცვაში ეხმარება. ამ პერიოდის ხალხი ოჯახურ ფასეულობებს აფასებს. ახლობლებზე ზრუნავს. ზოგჯერ შეიძლება ეგოისტი იყოს და საკუთარი ინტერესი სხვებზე მაღლა დააყენოს. რუნა ჩერნობოგი მავნე ჩვევებს მოგაშორებთ, აზრს შეგიცვლით და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
  • გედი (3 ნოემბერი – 24 ნოემბერი) – მფარველი ქალღმერთი მაკოში. მომთმენი და გამჭრიახია. შინაგანი ინტუიცია კარგად განვითარებული აქვს. კარგი მეოჯახეა. ზოგჯერ ზედმეტად ემოციურია, სწრაფად ფეთქდება. მაღალი თვითშეფასება აქვს. ცხოვრების დანიშნულებას ეძებს. რუნა ალატირი შინაგან ენერგიებს აბალანსებს, ინტუიციას აძლიერებს, ბუნებასა და საკუთარ თავთან ჰარმონიაში დაგეხმარებათ.
  • გველი (24 ნოემბერი – 17 დეკემბერი) – მფარველი სამყაროებს შორის შუამავალი ცეცხლის ღმერთი სემარგლი. ემოციური, მგრძნობიარე და ინტელექტით გამორჩეულია. გონიერია და თავის აზრს ბოლომდე იცავს. დამოუკიდებელია და ძლიერი ნებისყოფა აქვს. რუნა ცისარტყელა სულიერ განვითარებაში დაგეხმარებათ, პოზიტიურ ცვლილებებს აჩქარებს.
  • ყორანი (17 დეკემბერი – 8 იანვარი) – მფარველი კოლიადა. მშვიდობისმოყვარე და კეთილია. შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულია. ცვალებადი ხასიათი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლის. დაკვირვება და ფილოსოფია მოსწონს. კარგად გარკვევის შემდეგ ხვდება, როგორ მოიქცეს სწორად. რუნა საჭიროება სხვებთან ურთიერთობაში და სამსახურში სიტუაციის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.
  • დათვი (8 იანვარი – 1 თებერვალი) – მფარველი ღმერთი სვაროგი. ძლიერი, თვითკმარი და მიზანდასახულია. ოჯახისა და ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნავს. საკუთარი გზა არჩეული აქვს და სხვების დახმარება არ სჭირდება. ამ ნიშნის ადამიანი შეიძლება იყოს განსხვავებული: ფეთქებადი და კატეგორიული ან მგრძნობიარე და მშვიდი. რუნა კრადა დაგეხმარებათ, რომ გადაწყვეტილება შიშებისა და ეჭვების გარეშე მიიღოთ, ახალი პერსპექტივები დაინახოთ.
  • ყარყატი (1 თებერვალი – 25 თებერვალი) – მფარველი ყარყატი. ჭკვიანია, აზრს რთულად იცვლის. ბევრს მუშაობს, კარგად სწავლობს და დისციპლინას მკაცრად იცავს. ერთი შეხედვით, რბილი ადამიანია, მაგრამ რთული ხასიათი აქვს. რუნა ტრება უფრო მამაცს გაგხდით და სასურველის მიღებაში დაგეხმარებათ. მიზნის მისაღწევად რაღაცის მსხვერპლად გაღება მოგიწევთ.
  • მგელი (25 თებერვალი – 22 მარტი) – მფარველი ველესი. მარტო ყოფნა უყვარს და მარტოობა არ აწუხებს. ოჯახის ღირებულებას აცნობიერებს. კარგი მეუღლე და მშობელი, ერთგული მეგობარი და კოლეგაა. საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს. თამამია და ცხოვრებაში რთულ გზას ირჩევს. რუნა ძალა პრობლემებს აგარიდებთ და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
  • მელა (22 მარტი – 15 აპრილი) – მფარველი ქალღმერთი მორენა. ამ ნიშნის ადამიანი ბევრი ნიჭით დაჯილდოებულია, ბევრს გრძნეულობის ნიჭი აქვს. ჭკვიანი და ეშმაკია, რთულ სიტუაციაში გამოსავალს ადვილად პოულობს. ბრძენია და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. რუნა ქარი ახალი იდეების და გადაწყვეტილებების პოვნაში დაგეხმარებათ, მწვერვალების დასაპყრობად ძალას მოგცემთ.
  • ტურა (15 აპრილი – 7 მაისი) – მფარველი ღმერთი ლელია. მომთმენი, ამტანი და ძლიერია. საქმეს შუა გზაზე არ ტოვებს. კეთილია და სხვებს ეხმარება. კარგი მსმენელი და მეგობარია. რუნა ბერეგინია ავადმყოფობისგან დაგიცავთ, ჯანმრთელობას გააძლიერებს, ოჯახთან ურთიერთობის დალაგებაში დაგეხმარებათ.
  • ლოსი (7 მაისი – 30 მაისი) – მფარველი ქალღმერთი ლადა. შრომისმოყვარე და მომთმენია. ლიდერული თვისებების წყალობით ხალხს წინ ადვილად უძღვის. ყველა საქმეში გულმოდგინე და ნიჭიერია. მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევს. სხვებს ეხმარება. პირდაპირი ადამიანია. რუნა უდი ქვეცნობიერს აღვიძებს და სულიერ ძალას ზრდის.
  • შავარდენი (30 მაისი – 21 ივნისი) – მფარველი ღმერთი ვიშენი. ენერგიული, გაბედული, მამაცი, სამართლიანი ადამიანია, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულება შეუძლია. თამამი და  შეუპოვარია. მათ შორის ბევრი გენიალური ადამიანია. სამყაროზე იდეალური წარმოდგენა აქვს, ხშირად მარტო რჩება. რუნა ლელია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ და დაგიცავთ. რუნა როკი ნეგატივს თავიდან აგაცილებთ, ახალ შესაძლებლობას დაგანახებთ.
  • ცხენი (21 ივნისი – 13 ივლისი) – მფარველი ღმერთი კუპალა. კომუნიკაბელური და მხიარულია. ადრენალინზე მონადირეა, აკრძალული ადგილები და საფრთხე იზიდავს. რთული ხასიათი აქვს. მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა თავად სურს და შთაგონება აქვს. საქმის გაკეთებას ვერ აიძულებთ. რუნა საყრდენი ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობის დალაგებაში დაგეხმარებათ.
  • არწივი (13 ივლისი – 4 აგვისტო) – მფარველი ღმერთი პერუნი. ძლიერი ადამიანია, არაფერი აშინებს და საკუთარ თავში არ ეჭვობს. ამაყი და მიზანდასახულია, ხალხის ცნობა შეუძლია. ზოგჯერ ზარმაცი და აპათიურია. ძალიან იშვიათად ზედმეტი თავდაჯერებულობა სიამაყეში გადადის. რუნა დაჯდბოგი კარიერულ ზრდაში დაგეხმარებათ, ემოციურ მდგომარეობას აუმჯობესებს.
  • ჯიქი (4 აგვისტო – 28 აგვისტო) – მფარველი ღმერთი დაჯდბოგი. საჭირო მომენტს მოთმინებით ელოდება. შეუპოვარი და ძლიერია, მიზნებს აღწევს. რუნა პერუნი ძლიერი და სახიფათოა, რომელიც ფრთხილად უნდა გამოიყენოთ. მტრების დამარცხებასა და ყველა სფეროში გამარჯვებაში დაგეხმარებათ.

უკვე იცით, რომელი რუნაა თქვენი მფარველი დაბადების თარიღის მიხედვით. თილისმა პრობლემებს თავიდან აგაცილებთ და სასურველის მიღებაში დაგეხმარებათ.