თანამედროვე მოდა იმდენად მრავალმხრივია, რომ დაბნევა მარტივია. ზოგჯერ ყველაზე მოულოდნელ ჩაცმულობას ლეგენდარულად აღიარებენ, ხოლო ცნობილ მოდის მიმდევრებს უგემოვნების დაღს ასვამენ. როგორ ისწავლონ უბრალო გოგოებმა ჩანთისა და ფეხსაცმლის შეხამება? ადრე ამის გაგება მარტივი იყო: ჩანთა და ფეხსაცმელი ერთი ფერის უნდა ყოფილიყო. ეს საკმარისი იყო, რომ მოდურად ჩაგეცვათ. ახლა ყველაფერი გაცილებით რთულია. ვარიანტების და თვითგამოხატვის ბევრი ვარიანტი გამოჩნდა. Vivien გიამბობთ, თუ უხამებენ ახლა ჩანთას ფეხსაცმელს.
9 იდეა, როგორ შეუხამოთ ჩანთა და ფეხსაცმელი
- მონოქრომული კომბინაცია – მთლიანად ერთი ფერის გამაზე ვსაუბრობთ. ასეთი ლუქი მოდურად და სრულყოფილად გამოიყურება. ეს შეიძლება იყოს კაშკაშა და ბრჭყვიალა, ასევე პასტელური, მუქი და ნათელი ფერი.
- საბაზისო ფეხსაცმელი და აქცენტი ჩანთაზე – კარგი ვარიანტია, თუ ნათელი და უჩვეულო ჩანთა გაქვთ. ასეთი ჩანთის მსგავსი სტილის ფეხსაცმელთან შეხამება რთულია: სტილი შეიძლება გადაჭარბებული გამოჩნდეს. აირჩიეთ საბაზისო ფერის ჩექმა, ფეხსაცმელი, სანდალი და შეუხამეთ ლამაზი ჩანთა.
- საბაზისო ჩანთა და აქცენტი ფეხსაცმელზე – ფეხსაცმლის და ჩანთის კომბინაციის შესანიშნავი ვარიანტია, ოღონდ პირიქით. თუ თქვენი ფეხსაცმელი თვალშისაცემია, საბაზისო ფერის ჩანთით „დაახშეთ“.
- ორი კაშკაშა აქცენტი – საინტერესო და თამამი ვარიანტია. შესანიშნავად გამოიყურება, თუ დანარჩენი „ლუქი“ მონოქრომულია ან დახშულ ან პასტელურ ფერში შესრულებული.
- საგარეო ტანსაცმლის შესაფერისი – ჩანთის ფერი თქვენი საგარეო ტანსაცმლის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ. ასეთი სტილი ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება. ამ შემთხვევაში სხვა ფერის ფეხსაცმელი შეარჩიეთ.
- ფერის გადატანა – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩანთა ან ფეხსაცმელი სამოსის სხვა ელემენტთან, მათ შორის აქსესუართან შერწყმულია. მაგალითად, სანდალი და ქუდი ერთ ფერში, ჩანთა და შარვალი ან ფეხსაცმელი და ბლუზი. საინტერესო და გააზრებულია.
- კომპლემენტარული კომბინაცია – შესანიშნავი ვარიანტია, თუ ფერების თქვენი გემოვნებით კომბინაცია არ გაშინებთ. კომპლემენტარული კომბინაცია გულისხმობს ორი ფერის არჩევას, რომელიც ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარეობს. გაოცდებით, მაგრამ ერთმანეთს იდეალურად ეხამება.
- შავი და თეთრი – კლასიკური ვარიანტი, რომლის გამოც ვერავინ გაგკიცხავთ. შავი და თეთრი არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ სხვა ფერებსაც ეხამება.
- ერთ ფერში – და ბოლოს, გასული წლების მთავარი ტრენდი. როგორც არ უნდა იყოს, ჩანთა და ფეხსაცმელი ერთ ფერში ცუდი გემოვნების ნიშანი არასდროს იქნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ მსგავსი მასალისგან დამზადებული იყოს, რომ წარმატებულად გამოიყურებოდეს.
როგორც ხედავთ, თანამედროვე მოდაში ჩანთისა და ფეხსაცმლის კომბინაციის უამრავი ვარიანტია. გარდა ამისა, არავინ კრძალავს საკუთარი სტილის ძიებას, ტანსაცმელსა და აქსესუარებში ექსპერიმენტებს. ჩამოთვლილი იდეები შეზღუდვა არ უნდა იყოს, არამედ შემოქმედებითი სივრცე.