სრული კალენდარი: რომელ დღეს გვესიზმრება გრძნეული სიზმარი

367

მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ყოველ ღამე სიზმარს ვხედავთ. ზოგი სიზმარს ადვილად იმახსოვრებს, სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ არაფერი ესიზმრებათ. განვითარებული ინტუიციის და თვითშეგნების მქონე ადამიანები სხვადასხვა დღეს სხვადასხვა სიზმარს ხედავს: ზოგჯერ ძალიან ცხადია, ზოგჯერ ბუნდოვანი. უცვლელი ერთია: ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევს ისეთ ფენომენთან შეჯახება, როგორიცაა წინასწარმეტყველური სიზმარი ან დეჟავუ. ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით წინ მიიწევს, მაგრამ ამ პროცესების ასი პროცენტით ახსნა მაინც ვერ შეძლეს. Vivien–მა ფსიქოლოგების სამეცნიერო მასალები, ასევე გავლენიანი ეზოთერიკოსების ჰიპოთეზები გაანალიზა და მზადაა გიამბობთ, როდის გესიზმრებათ წინასწარმეტყველური სიზმარი, ღირს თუ არა დაიჯეროთ და რას მიაქციოთ ყურადღება.

წინასწარმეტყველური სიზმრები – ხალხური გამონაგონი თუ ღირს ყურის დაგდება – პირველ რიგში, გრძნეული სიზმრები ჩვენი ფსიქიკის ქვეცნობიერთან კავშირია. განსაკუთრებული დღეების ცოდნით, როცა პლანეტები გარკვეულწილად განლაგებულია, სარგებელი შეგიძლიათ მიიღოთ. ასეთი მინიშნებები უნდა გაშიფროთ. ამ ცოდნით თქვენი ცხოვრების შეცვლას შეძლებთ. მაგალითად, მეცნიერი მენდელეევი აიღეთ, რომელსაც ელემენტების ცხრილი სიზმარში დაესიზმრა.

სიზმრის მნიშვნელობა რომ გაიგოთ, უნდა იცოდეთ, როგორ გაშიფროთ. ეს ანალიზი ძალიან საინტერესო პროცესია, რომელიც ნამდვილ გრძნობებს, ფიქრს და სხვებთან ურთიერთობას გაგიმხელთ. ნებისმიერი სიზმარი გაძლევთ სურათს, რა შეიძლება ყოფილიყო ან რას უნდა ელოდოთ. ძილში პრობლემის მოგვარების გზები და მტანჯველ კითხვაზე პასუხი შეიძლება იპოვოთ. ყოველდღე საკუთარ თავს დრო დაუთმეთ, რომ გაიხსენოთ სიზმარი და დაფიქრდეთ, რატომ დაგესიზმრათ. საკუთარი თავის მოსმენით ერთგვარ მოგზაურობას გაივლით და გაიგებთ, რა არის ჰორიზონტზე. ყველას სმენია, რომ ხუთშაბათიდან პარასკევის ჩათვლით წინასწარმეტყველური სიზმარი გვესიზმრება. ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ უფრო სტერეოტიპს ჰგავს. სიზმარი, რომელიც ხდება, თვის ნებისმიერ დღეს შეიძლება დაგესიზმროთ. ამაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დაღლილობა, სტრესი, ცხოვრების გაჯერება. თუ წინასწარმეტყველურ სიზმარს ეზოთერიკის კუთხით განიხილავთ, მაშინ დღე, როცა ეს გავლენა იგრძენით, უფრო მნიშვნელოვანია. ქვემოთ ამაზე უფრო დეტალურად გიამბობთ.

წინასწარმეტყველური სიზმრები მთვარის კალენდრის მიხედვით

  • 1 – თუ ავად გახდებით, მაშინ ავადმყოფობა დიდხანს გაგრძელდება. მთვარის თვის პირველ დღეს დაბადებული ბავშვი დიდხანს იცხოვრებს.
  • 2 – თუ ავად ხართ, მალე გამოკეთდებით. ბავშვის ჩასასახად იდეალური დღეა.
  • 3 – ნებისმიერი საქმის დასაწყებად წარუმატებელი დღეა. ამ დღეს ავადმყოფობა სახიფათო და ხანგრძლივია. საკუთარ თავზე იზრუნეთ.
  • 4 – ამ დღეს ნებისმიერი საქმე ნაყოფს გამოიღებს. დანაკარგს იპოვით. სიზმარი თითქმის ყოველთვის ხდება.
  • 5 – ყველა გაგებით წარუმატებელი დღეა. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოთ.
  • 6 – ბევრი რამისთვის წარმატებული დღეა. ავადმყოფი გამოჯანმრთელდება ან სირთულეებს თავიდან აიცილებს. ამ დღის სიზმარი საიდუმლოდ უნდა შეინახოთ. ამ დღეს დაბადებული ადამიანი დიდხანს იცოცხლებს.
  • 7 – ნებისმიერი კარგი საქმისთვის წარმატებული დღეა. თუ ავად გახდებით, სწრაფად გამოჯანმრთელდებით. სიზმარი ნეიტრალურია.
  • 8 – შორეული მოგზაურობისთვის იდეალური დღეა, მაგრამ ავადმყოფისთვის წარუმატებელი. სიზმარი მაქსიმალურად წინასწარმეტყველურია.
  • 9 – ეს დღე ერთი საქმისთვის წარმატებულია, მეორესთვის – წარუმატებელი. გამარჯვება წაგებასთან ერთად მოდის. დაავადება რთულად მიმდინარეობს. ბალანსი ეძებეთ.
  • 10 – ყველასთვის ბედნიერი დღეა. მთვარის ამ დღეს დაბადებული ადამიანი მოგზაურობისა და დიდი აღმოჩენისკენ მიდრეკილია.
  • 11 – გადასაადგილებლად, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად წარმატებულია.
  • 12 – ამ დღეს უმჯობესია არ იმუშაოთ და დაისვენოთ. ავადმყოფობა საშიშია.
  • 13 – ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს, როგორც მე–12 დღეს. თუ სიზმარი სიახლოვეს და სასიყვარულო გამარჯვებას აღნიშნავს, მაშინ 2 კვირაში ახდება.
  • 14 – ფიზიკური შრომისთვის შესაფერისი დღეა. თუ ამ დღეს ავად გახდებით, აუცილებლად გამოკეთდებით. ამ დღეს დაბადებული ბავშვი ჯანმრთელი და ჭკვიანი გაიზრდება.
  • 15 – ნეიტრალური დღეა. კარგია ერთ საქმეში, მაგრამ დასაბალანსებლად რაღაც ცუდი მოხდება. დაავადებები საშიში არაა.
  • 16 – ყველა გაგებით ბედნიერი დღეა. ბავშვები ძლიერები გაიზრდებიან, დიდხანს და საინტერესოდ იცხოვრებენ. სიზმარი ცხადი და კონკრეტულია. მოუსმინეთ!
  • 17 – უსიამოვნო დღეა. უმჯობესია, რომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე გვერდზე გადადოთ. დაავადებები საშიშია. ამ დღეს დაბადებული ბავშვი მაღალი და იღბლიანი იქნება.
  • 18 – საკმაოდ წარმატებული დღეა. სიზმარი მშვიდია. ამ დღეს დაბადებული ადამიანი შრომისმოყვარე და სიმდიდრის დაგროვებისკენ მიდრეკილია.
  • 19 – გზაში მყოფთათვის არახელსაყრელი დღეა. ფრთხილად იყავით და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
  • 20 – ნებისმიერი საქმისთვის ხელსაყრელი დღეა. სიზმარი უაზრო და ცარიელია. ამ დღის ბავშვები შრომისმოყვარეები არიან.
  • 21 – კარგი დღეა როგორც საოჯახო საქმისთვის, ასევე გასართობად. დაავადებები უსაფრთხოა.
  • 22 – ცუდი დღეა. სამსახურში საქმე კარგად ვერ წავა, ახალი ბიზნესის დაწყება რეკომენდებული არაა. სიზმარი შეიძლება ახდეს.
  • 23 – მიზნის მისაღწევად წარმატებული დღეა. დიდებას და დიდ წარმატებას შეგიძლიათ მიაღწიოთ. დაავადებები სახიფათო და ხანგრძლივია. სიზმარი ცარიელია.
  • 24 – არც კარგი და არც ცუდი დღეა. მთავარია, საკუთარ თავზე იზრუნოთ, რომ ავად არ გახდეთ. ამ დღეს დაბადებული ბავშვი ძალიან კეთილია, მაგრამ სეირნობა უყვარს. სიზმარი ცარიელია.
  • 25 – წარუმატებელი დღეა, მაგრამ სიზმარი ახდება.
  • 26 – ახალი საქმის დაწყება არ ღირს. ავადმყოფობა სახიფათოა. სიზმარი ახდება და თან სწრაფად.
  • 27 – წარმატებული დღეა, სიზმარი წინასწარმეტყველური, დალოცვილია. ამ დღეს დაბადებული ბავშვი ძალიან მორჩილია, ასევე კარგი ხასიათი აქვს და ასაკშიც ჯანმრთელობით გამოირჩევა.
  • 28 – კარგი დღეა, როგორც 27-ე დღე. სიზმარი ბუნდოვანია, კარგად უნდა დაფიქრდეთ.
  • 29 – წარუმატებელია ყველაფრისთვის, ჯანმრთელობის გარდა: ავადმყოფი გამოჯანმრთელდება. ამ დღის სიზმარი 3 დღეში ახდება.
  • 30 – ყველაფრისთვის კარგი დღეა. ავადმყოფი გამოჯანმრთელდება. ამ დღეს დაბადებული ბავშვი მაღალი ძალებით ნაკურთხია. სიზმარი ახდება.
  • 31 – ამ დღის სიზმარი ცხოვრებაში ახალ ცვლილებებს წინასწარმეტყველებს. ამ დღის ქორწილი ძალიან ძლიერია. სიზმარი ლამაზი, მაგრამ უაზროა.

სიზმარსა და რეალობას შორის ბალანსი მოძებნეთ. რეალურ და მეტაფორულ სიზმრებს შორის განსხვავება იპოვეთ. ისწავლეთ კონტროლი და თქვენი სიზმრები უკეთესობისკენ შეცვალეთ. ასე რეალური ცხოვრების გაგებას და სიტუაციის კონტროლს ისწავლით. სიზმრების წყალობით ვითარდება კრეატივი, შემოქმედებითი უნარები, წარმოსახვა. ბევრი ცნობილი ადამიანი სიზმარს იყენებს. მაგალითად, სალვადორ დალი. დაინახეთ სიზმარში ლამაზი სურათი? რეალურ ცხოვრებაში დახატეთ!