ვაშლის ოლადები, რომელიც არ გაგასუქებთ. თამამად შეგიძლიათ მიირთვათ

2372

ფაფუკი ოლადები ვაშლით სასაუზმოდ შესანიშნავი ვარიანტია როგორც ბავშვის, ასევე უფროსის შემთხვევაში. მსგავს რეცეპტს გერმანელი დიასახლისები იყენებენ. ოლადები მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტებით სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მზადდება. შედეგი დიდ ქებას დაიმსახურებს. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ვაშლის ოლადები, რომელიც არ გაგასუქებთ. თამამად შეგიძლიათ ბევრი მიირთვათ.

ფაფუკი ოლადები ვაშლით

ცომის ინგრედიენტები:

  • 80 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 250 მლ კეფირი (ან თეთრი იოგურტი)
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 300 გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 2–3 ვაშლი
  • 20 გ კარაქი
  • 1,5 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

  1. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და კუბებად დაჭერით.
  2. ტაფაზე კარაქი გაადნეთ და ვაშლი დაახლოებით 5 წუთით ჩაშუშეთ. შემდეგ შაქარი მოაყარეთ და კიდევ 5-8 წუთით ჩაშუშეთ. ვაშლი თასში გადაიტანეთ და გაგრილება აცადეთ.
  3. ცომის მოსამზადებლად კვერცხს კეფირი, შაქარი, მარილი და სოდა დაუმატეთ. სათქვეფით აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. კეფირის ნაცვლად თეთრი უცხიმო იოგურტი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  4. ცომს ფქვილი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. სათქვეფით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  5. ტაფაზე გაცხელებულ ზეთზე ნახევარი ჩამჩა ცომი დაასხით. როცა ცომი ოდნავ შეიკვრება, ზემოდან ვაშლის შიგთავსი მოაყარეთ და ისევ ცომი დაასხით. ამავე პრინციპით ყველა ოლადი გააკეთეთ. ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. დაახლოებით 5 წუთი სჭირდება.
  6. მზა ოლადებს შაქრის ფქვნილი შეგიძლიათ მოაყაროთ და პიტნის ფოთლებით გააფორმოთ. გემრიელად მიირთვით!

ვაშლის ოლადები ნაზი, ზომიერად ტკბილი და არომატული გამოდის. საოცრად გემრიელია! მეორე ოლადზე უკვე დანაყრდებით. სასაუზმოდ ან წასახემსებლად შესაფერისია. ამავე პრინციპით ოლადებში ვაშლის ნაცვლად ქლიავი და მსხალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეც გემრიელი გამოვა.