როგორ დავამწნილოთ ყურძენი ზამთრისთვის? ოღონდ არ თქვათ, რომ მსგავსი არაფერი გაგიგიათ. ასეთი ყურძენი არაფრით ჩამოუვარდება ზეთისხილს, რომელიც სხვადასხვა რეცეპტში ხშირად გვხვდება. Vivien ყურძნიდან საოცარი წასახემსებლის გაკეთებას გასწავლით. საოცარი გამოდის. ზეთისხილის ყიდვას დაივიწყებთ.
როგორ დავამწნილოთ ყურძენი – დასამწნილებლად ყურძნის არჩევას სერიოზულად მიუდექით. საკმაოდ ტკბილი და მსხვილი უნდა იყოს. უკურკო სახეობა იდეალურია. ყურძნის ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ლურჯი ყურძენი ზეთისხილს გარეგნულად უფრო ჰგავს.
უჩვეულო წასახემსებელი
ინგრედიენტები:
- 500 გ ყურძენი
- 30 მლ ღვინის ძმარი
- 120 გ შაქარი
- 500 მლ წყალი
- 100 გ მცენარეული ზეთი
- დაფნის ფოთოლი
- 2 ტოტი როზმარინი
- 1 ჩ/კ მარილი
- წიწაკის მარცვლები
მომზადების წესი:
- ყურძენი კარგად გადაარჩიეთ. მთელი კენკრა გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცზე გასაშრობად დააწყვეთ. დახეთქილი, დაჭყლეტილი, ძალიან რბილი ან რაიმე მეთოდით დაზიანებული ყურძენი არ გამოიყენოთ.
- მოამზადეთ სუფთა ქილები, რომელშიც ყურძენს ჩააწყობთ. პატარა ჭურჭელი შეარჩიეთ. ქილის ძირში წიწაკის მარცვლები, როზმარინის ტოტები და დაფნის ფოთოლი ჩააფინეთ. შემდეგ ქილა ნახევრამდე ყურძნის ნაწილით გაავსეთ.
- შუა ქილაში როზმარინი და ნიორი ჩადეთ. დარჩენილი ყურძენი დაუმატეთ. ახლა მარინადი მოამზადეთ. წყალი, შაქარი, მარილი, ძმარი და დანარჩენი სანელებლები ქვაბში აურიეთ. სითხე ქურაზე დადგით, დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.
- როგორც კი ადუღდება, ქურიდან გადმოდგით და 15 წუთით გააჩერეთ. ყურძენზე ცხელი მარინადის დასხმა რეკომენდებული არაა, რადგან კენკრა შეიძლება დასკდეს. სითხის ოდნავ გაგრილებას დაელოდეთ და შემდეგ მარინადი ქილებში ჩაასხით. კოვზი მცენარეული ზეთი დაუმატეთ და მოხუფეთ. დამწნილებული ყურძენი 2–3 თვის შემდეგ შეგიძლიათ გასინჯოთ.
ყურძნის დამწნილება სახლში – ახლა იცით, როგორ დაამწნილოთ ყურძენი თქვენი კულინარიული ექსპერიმენტებისთვის. საინტერესო წასახემსებელია, მაღაზიაში ნაყიდ კონსერვს არ ჩამოუვარდება. სტუმრები მთელ ქილა უჩვეულო ყურძენს სიამოვნებით მიირთმევენ. დანამატისთვის გაქცევა მოგიწევთ. ასეთი წასახემსებელი ლუდს იდეალურად უხდება. დამწნილებული ყურძენი სუფრაზე ხორციან კერძებთან ერთად აუცილებლად გაიტანეთ. ასეთი კონტრასტული ტანდემი ყველა სტუმარს დააკმაყოფილებს. თევზის კერძებთანაც კარგად გამოიყურება. არა მხოლოდ ესთეტიკური დეკორი, არამედ გემოების უჩვეულო პალიტრა გამოვა.