2023 წლის ტარო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

658

არსებობს ახალ წელზე უკეთესი დრო, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა დაიწყოთ? კალენდარი მიგანიშნებთ, რომ ყველა ეჭვი და დარდი გასულ წელს დატოვოთ და ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ. 2023 წლის პროგნოზი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რაზე გაამახვილოთ ყურადღება. 2023 წლის პროგნოზი ტაროს კარტით არის შედგენილი. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოდან ტაროს კარტს სამკითხაოდ იყენებენ. გჯერათ თუ არა, თქვენი საქმეა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ამ პროგნოზის გათვალისწინება ნამდვილად ღირს. იქნებ არ ტყუის?

რა გელით 2023 წელს: ტაროს კარტის პასუხი

  • ვერძი – თქვენთვის მომავალი წელი ასაფრენი ზოლია, რომ დაგეგმილი განახორციელოთ. კარტი პროგნოზირებს, რომ დროა შინაგან მეომარს მიმართოთ და ბედნიერებისკენ თამამად გაეშუროთ. არ იფიქროთ იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები.  წინ იარეთ. 2023 წელს თქვენი დევიზია: „ძაღლები ყეფენ, ქარავანი მიდის“. დაე, გზა რთული იყოს, მაგრამ გზის ბოლოს სასურველს მიაღწევთ. გარდა ამისა, ტარო აჩვენებს, რომ საცხოვრებლის შეცვლა გელოდებათ.
  • კურო – 2023 წელს თქვენი მთავარი თემა ფინანსები გახდება. კარტი სატრანზიტო ფულს აჩვენებს. თამამად შეგიძლიათ, რომ ჩაფიქრებული გეგმის გასახორციელებლად კრედიტი და იპოთეკა აიღოთ. ნასესხები ფინანსები თქვენთვის ტვირთი არ გახდება, რადგან სასურველს მიაღწევთ. უდავოდ, ჯერ ყველაფერი უნდა აწონდაწონოთ, რომ საკითხს გონივრულად მიუდგეთ. გარდა ამისა, ოჯახთან და მეგობრებთან ფულად ურთიერთობას მოერიდეთ.
  • ტყუპები – 2023 წელს მომენტის დაფასებას და წვრილმანებით გახარებას ისწავლით. ყველაზე უმნიშვნელო ნივთებისგანაც სიამოვნებას მიიღებთ. გარდა ამისა, ცხოვრებას უფრო ოპტიმისტურად შეხედავთ. 2023 წელი შეავსეთ სასიამოვნო მომენტებით, საინტერესო ხალხთან ურთიერთობით, მოგზაურობით და შესყიდვებით, რომელსაც დიდი ხანია სხვა დროისთვის დებდით.
  • კირჩხიბი – 2023 წელს ბევრი მუშაობა მოგიწევთ. მაქსიმუმი ძალისხმევა გაიღეთ, რომ ცხოვრებით დატკბეთ და ზედმეტ სამუშაოზე არ დაფიქრდეთ. სტაბილური და მშვიდი, მაგრამ საქმით სავსე წელი გელოდებათ. მომავლისთვის მყარ საფუძველს შექმნით.
  • ლომი – უდავოდ, თქვენი წელია. საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ და 2023 წელს მთელი თქვენი დიდებულობით შეხვდებით. „ყველაფერი შემიძლია, ხოლო ცხოვრება დამეხმარება“. ახალი ნაცნობები შეიძინეთ, წარმატებული კომუნიკაციები დაამყარეთ. საჭირო ხალხს მოიზიდავთ. საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. წვეულებებს და სხვა ღონისძიებებს მოერიდეთ. თქვენ უნდა იბრწყინოთ!
  • ქალწული – რაღაც ახლის შექმნის დროა. იქნება ეს სამსახური, ურთიერთობა თუ თვითგანვითარება. ახალ წელს უნდა შეიცვალოთ. დაფიქრდით, რა არ გაკმაყოფილებთ ცხოვრებაში და თამამად შეცვალეთ. მთელი ცხოვრება ოცნებობთ მხატვრობაზე, მაგრამ მოსაწყენ ოფისში მუშაობთ? ხართ ურთიერთობაში, რომელმაც უკვე დრო მოჭამა და ზიანს გაყენებთ? იქნებ უკვე წლებია იმიჯის მკვეთრად შეცვლა გსურთ? წინ, იმოქმედეთ! ცხოვრება თამამებს ეხმარება.
  • სასწორი – წარმატება გაგიღიმებთ. 2023 წელს ხელი რასაც არ უნდა მოკიდოთ, გამოგივათ. თქვენი ვნება და ენთუზიაზმი გაათავისუფლეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაწვას მოერიდეთ. აირჩიეთ გზა და არ გადაუხვიოთ. გარდა ამისა, მომავალი წელი ბევრ სასიამოვნო და სასარგებლო შეხვედრას გპირდებათ.
  • მორიელი – 2023 წელი გამოწვევებით სავსე იქნება. ღირსეულად მიიღეთ და გაიმარჯვებთ! შესაძლოა ვინმესთან ღია კონფლიქტში აღმოჩნდეთ. ჩრდილში არ დარჩეთ: თქვენი პოზიციები და ინტერესები თამამად დაიცავით. თუ არ დანებდებით, სასურველ შედეგს მიიღებთ.
  • მშვილდოსანი – ცხოვრების საძირკვლის გაძლიერებაზე იზრუნეთ. საქმე არა მხოლოდ მატერიალურ „უსაფრთხოების ბალიშს“ ეხება. ერთგული და გულწრფელი ხალხი შემოიკრიბეთ, სამსახურში პოზიცია გააძლიერეთ. სტაბილური წელი გელოდებათ, მაგრამ ამ სტაბილურობას თავად უზრუნველყოფთ.
  • თხის რქა – უდავოდ, ყველაფრის თავად გაკეთებას და დახმარებაზე უარის თქმას მიჩვეული ხართ. უკვე დაამტკიცეთ, რომ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება შეგიძლიათ. ახლობლებს ემოციური მხარდაჭერის უფლება მიეცით. გარდა ამისა, ამოცანების განაწილების და დახმარების თხოვნის არ შეგეშინდეთ. ეს 2023 წელს თქვენი მთავარი ამოცანაა.
  • მერწყული – მნიშვნელოვანი წელია. თუ გრძნობთ, რომ წრეზე ტრიალებთ და ერთ ადგილზე დგახართ, დროა შეცვალოთ. დიდი ცვლილებების გზაზე დგახართ, მხოლოდ ნაბიჯი უნდა გადადგათ. ცოტა ძალისხმევით ახალ გზაზე გადასვლას შეძლებთ. ცხოვრება შეიცვლება და დიდ სიამოვნებას მიიღებთ.
  • თევზები – ეს წელი სიხარულით, სითბოთი და სასიამოვნო მომენტებით სავსე იქნება. ინტუიციას მოუსმინეთ. არ უგულებელყოთ: ქვეცნობიერმა კარგად იცის, რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის. სხვების დახმარება და მხარდაჭერა გაგახარებთ. დიდი ალბათობით, ნანატრი მეორე ნახევარი გამოჩნდება. ეს ადამიანი ცხოვრების ახალ დონეზე აგიყვანთ.

ტაროს პროგნოზი გაჩვენებთ, რომელ მხარეს მიმართოთ ენერგია. 2023 წლის პროგნოზი სწორ გზებს გიჩვენებთ. ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეთ, გეგმა განახორციელეთ და ოცნებები აიხდინეთ. გისურვებთ, რომ წყლის შავმა კურდღელმა წარმატება მოგიტანოთ!